კულტურა

ჟურნალი “ქალა”

4f17d1252adf

ქალა

ეს არის ქართული, ანარქისტული ჟურნალი “ქალა”, სადაც ყველა ადამიანს (სურვილისამებრ) შეუძლია დაწეროს და გამოაგზავნოს საკუთარი აზრი ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით (თემა შეუზღუდავია), ასევე ფოტო მასალა, ნახატები, საინტერესო სტატისკიტები და ამორჩევის შემთხვევაში ჟურნალში დაიბეჭდება. 

531b4164cced

“ჩვენ” ანუ თავისუფალი მოქალაქეები

“ჩვენ” ვართ რიგითი ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც დავინტერესდით და გავაკეთეთ ჩვენი ფრანგი მეგობრის მიერ შემოთავაზებული იდეა. იდეა თავისუფალ ჟურნალზე, რომელიც დასავლეთ ევროპაში ძალიან პაპოლარული ინფორმაციის გავრცელების საშუალებაა.

მასალას ნომერში გამოსაქვეყნებლად ვირჩევთ “ჩვენ” – ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები ვართ ასეთი ჟურნალის საქართველოში არსებობით.

ნებისმიერ ადამიანს ვისაც კი აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ჟურნალის გაუმჯობესებაში და დახვეწვაში უნდა შემოგვიერთდეს.

812bed9696df

“ქალას” მიმართვა !!!

ქაოსური ადამიანი ლამაზი აბსურდი

ჩემო ძვირფასო მეგობრებო

მსურს წარმოგიდგინოთ პროექტი გაზეთის შესახებ და მოხარული ვიქნები თქვენი სურვილისამებრ თუ მონაწილეობას მიიღებთ მის შექმნაში.

პროექტის მიზანია არაკომერციული გაზეთის შექმნა ,თბილისში , რომელშიც ყველას შეეძლება თავისუფალი აზრის დაფიქსირება.რა თქმა უნდა გაზეთს არ აქვს დიდი ამბიცია , ის იქნება ა5 ფორმატის 10 გვერდი და ნებისმიერი დანახარჯი დაფარული იქნება ჩვენს მიერ. მისი გავრცელება კი ფოტოკოპირების (Xerox) საშუალებით მოხდება.იდეის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებისთვის ჩვენი აზრის მიწოდება ინტერნეტ რესურსების გარეშე , გაზეთის ფურცლების საშუალებით.

ყველა სტატია იქნება ქართულ ენაზე ,რადგან ის განკუთვნილია ქართული საზოგადოებითვის , თუმცა უამრავი მოხალისე უცხოელი ვიღებთ მასში მონაწილეობას. ამიტომ თუ თქვენ მოისურვებთ სტატიის დაწერას მისი ინგლისურენოვანი თარგმანიც უნდა გამოგვიგზავნოთ რომ მოხდეს თქვენი იდეის ზუსტი შესაბამისობა ქართულ ვარიანტთან. ქართულ სტატიებს კი ჩვენი მოხალისეები გადათარგმნიან.თქვენი სტატიები გთხოვთ გამოაგზავნოთ ყოველი თვის 10-15 რიცხვამდე რადგან საჭიროა მათი საგაზეთო ბადეში მოთავსება.

მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ძალიან პოპულარულია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში .რა თქმა უნდა მე სულაც არ მსურს პოპულიზაცია გავუწიო ევროპის ამ ნაწილს თუმცა ვფიქრობ რომ გაზეთის ამ მოდელის დამკვიდრება საქართველოში აუცილებელია. სხვამხრივ გვსურს ამ გაზეთის საზღვარგარეთ გავრცელება , სხვა ქალაქებში ( პარიზში , მარსელსა და ბერლინში) და დიდი ქსელის ჩამოყალიბებას რათა ევროპაში გაიცნონ ქართველი ახალგაზრდების იდეები.

1. სტატიები უნდა იყოს პატარა (300 სიტყვა)
იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა სხვებსაც მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება.
2. ჩვენ ვართ სერიოზულები, მაგრან ვინაიდან მსოფლიო არის აბსურდული ჩვენ ამ აბსურდს ვუყურებთ მსუბუქად და იუმორით. ვინაიდან თუ ჟურნალი იქნება ზედმეტად სერიოზული და ვრცელი მკითხელს მოწყინდება და აღარ წაიკითხავს იუმორით შეფუთულ პრობლემებს.
3. შენ შეგიძლია წაიკითხო ეს ნაწერები ავტობუსში, ტუალეტში, მეტროში, ქუჩაში…
4. ჩვენ არ გვინდა სტატიები იყოს გადმოკოპირებული ინტერნეტ სივრციდან. იმიტომ, რომ გვინდა ახალი და რეალური.
5. რატომ ქაღალდი? იმიტომ, რომ ეს არის აზრის გამოხატვის იშვიათი და განსაკუთრებული ფორმა და ეს შეიძლება წაიკითხოს სრულიად განსხვავებულმა ადამიანებმა განსხვავებით ინტერნეტ სივრცისგან.
6. ქალა ეს არ არის ენციკლოპედია, თეზისები – ეს არის უბრალოდ პასუხი ზეწოლაზე.

b1eda1941a57

პირველი სტატიის შესავალი

ქაოსური ადამიანი, ლამაზი აბსურდი?

დიახ, ეს არის გაზეთის სახელი, მაგრამ რატომ? რადგან მსოფლიო სულ უფრო და უფრო უძლურდება: უამრავი ადამიანი შიმშილობს, ცხოვრობენ რა საშინელ პირობებში, მეორე მხრივ კი ადამიანები მდიდრულ სასტუმროებში სვამენ მარტინს, ეწევიან სიგარას და მხოლოდ ფულის დაბანდებაზე ფიქრობენ. ეს არის მსოფლიოს წესები, ეს არის ადამიანი და მაშასადამე ეს ქაოსია. ლამაზი აბსურდით კი ჩვენ ვერ შევასწორებთ მას, მაგრამ სხვა მხრივ დავინახავთ. ქ.ა.ლ.ა. რა არის ეს? ქაღალდის ნაგლეჯი, იდეა, იდეოლოგია, ცდა და თავისუფალი აზრის სივრცე თბილისში.

და რატომ?

რომ თავი უფრო თავუსუფლად იგრძნო, არანაირი ცენზურა, რომ გაექცე ინსტიტუციონალიზმს, დაივიწყო სხვების ხედვა და უბრალოდ ისაუბრო. აქYყველაფერი მიღებულია!!! როგორ? ჩვენი მეგობრული მტკიცე კავშირის დამსახურებით. ქ.ა.ლ.ა. არ არის პოლიტიკური სახელისუფლებო და აკადემიური, არ ვეხმარებით არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას მხოლოდ სიტყვის თავისუფლების განვითარებას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
რა შეიძლება იპოვო ქ.ა.ლ.ა.-ში?

ყველაფერი რაც შენს ქალა(ქ)შია: ლექსები, სურათები (ფოტოები), სტატიები, კრიტიკა და საერთოდ ყველაფერი, რადგან სიტყვის შეზღუდვა ჩვენთან არ არსებობს.

ასე რომ აიღეთ ჩემო მეგობრებო კალამი, რადგან მხოლოდ ერთად შევძლებთ ამ იდეის განხორციელებას. მივცეთ აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა და ალტენრატიული ინფორმაცია ყველას, რომელიც ინფორმაციული მონოპოლიზირებისგან თავუსუფალი იქნება. მოდით ერთად ავაგოთ ახალი ქალა, რომელიც მიეძღვნება სიამოვნებას და თავისუფალი გამოხატვის ორგაზმულ გრძნობას.

e7a1fe339d5a

პ.ს საქართველოში ასეთი ჟურნალ-გაზეთები IXX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ბევრი და პოპულარული იყო. მაგ.: ერთ-ერთი პირველი ქართველი ანარქისტის ვარლამ ჩერქეზიშვილის დაარსებული გაზეთი “მუშა”, ილია ჭავჭავაძის დაარსებული “ივერია”, 1903 წელს ჟურნალი “საქართველო” და მისი ფრანგული დამატება “La George”, ქართველი Fუტურისტების ჟურნალი H2oSo4 და ა.შ და ა.შ

ამჯერად გთავაზობთ “ქალას” პირველი ნომრის ცუდი ხარისხის ფოტოებს და ასევე პირველ ნომერს PDF ფორმატში.
http://allshares.ge/download.php?id=5326C1F615

Rumi Petritsi

You're My Head, but I'm Yours

მსგავსი ამბები

Back to top button