გასართობისურათები

უყურადღებოდ დარჩენილი ბავშვები


ბავშვს რომ ყურადღება შჭირდება , ეს ალბათ ყველამ იცით.ძნელად თუ მოიძებნება მშობელი, ვისაც არ შექმნია გარკვეული სირთულეები ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით.ქცევის, ისევე, როგორც ნებისმიერი რამის დასწავლა, არ ხდება თავისთავად. სხვადასხვა ქცევების ჩართვა ბავშვის ქცევით რეპერტუარში ხდება უფროსების დახმარებით, ბავშვის მიერ სხვა ადამიანების ქცევაზე დაკვირვებითა თუ ”ცდისა და შეცდომის გზით” . ბავშვების უმეტესობა საკმაოდ ჯიუტია. ამ პოსტში მოცემული სურათები მათ სიცელქეზე ნამდვილად მეტყველებს. სიჯიუტე უმეტესად რეაქციაა დამოუკიდებლობის დაუკმაყოფილებელ მოთხოვნაზე. დამოუკიდებლობის ყველა გამოვლინება თუ იქნება დათრგუნული, შეიძლება ბავშვის განვითარების ბლოკირებაც მოხდეს, ვინაიდან დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა უწყობს ხელს მეს გამყარებასა და განმტკიცებას. ადვილი შესაძლებელია, მისი სიჯიუტე ზედმეტი მზრუნველობისა თუ მეთვალყურეობის მიმართ პროტესტი იყოს და თუ ეს ასეა, მიეცით უფლება, იქ, სადაც შესაძლებელია, ბავშვმა გააკეთოს ყველაფერი საკუთარი შეხედულებისამებრ, ანუ მიეცით საშუალება სცადოს, შეძლოს საკუთრი პიროვნების რეალიზება, სამწუხაროდ, ზოგ მშობელს არ აინტერესებს ბავშვი სამსახურისა თუ სხვა პრობლემების გამო. ისინი მიდიან სახლიდან, ბავშვს ყურადღების გარეშე ტოვებენ, ისინი ჩადიან ათას სისულელეს, ცელქებონ, მშობლები კი სახლში დაბრუნებულები და გაოცებულები მათ სურათებს უღებენ :) იხილეთ ამ პოსტში უგვანო მშბლების ბავშვების უგვანო საქციელი და ფოტოები

















manowar

I'm new here

მსგავსი ამბები

Close
Close