საკითხავისასარგებლო

ინსულტის ამოცნობით ადამიანთა გადარჩენა შეგვიძლია

ყველამ წაიკითხეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მარტივია, რომ დაიმახსოვრო! მოდით ყველამ გავაზიაროთ ვინც ნახავთ კარგ საქმეს წინ არაფერი არ უდგას

პიკნიკის დროს წაიქცა ერთი ქალბატონი. მას შესთავაზეს სასწრაფო დახმარების გამოძახება, მაგრამ მან უარი სთქვა და ყველას დაარწმუნა, რომ, უბრალოდ, ქვას ფეხი გაჰკრა ახალი ფეხსაცმელების გამო. ქალი ფერმქრთალი ჩანდა და კანკალებდა, მას დაეხმარეს ტანსაცმლის გაწმენდაში და საჭმელიც მიაწოდეს. დარჩენილი დღის ნაწილი ქალბატონმდა, როგორც ჩანდა დაუძაბველად გაატარა.

მოგვიანებით იმ ქალის მეუღლემ ყველას შეატყობინა, რომ მისი ცოლი საავადმყოფოში წაიყვანეს. 23:00 საათზე ის გარდაიცვალა. პიკნიკზე ქალბატონს ინსულტი მოუვიდა! (თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევაა)

მის მეგობრებს ინსულტის ნიშნების ამოცნობა რომ შეეძლოთ, ქალბატონი ახლა ცოცხალი იქნებოდა.

ზოგ შემთხვევაში ინსულტი უცებ არ კლავს. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია დროული დახმარების გაწევა.

რასაც ახლა წაიკითხავ მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევს.

ინსულტის გამოცნობის 4 საშუალება:
– სთხოვე ადამიანს გაიღიმოს (ის ვერ შესძლებს ამას)
– სთხოვე მარტივი წინადადება თქვას. მაგალითად “დღეს კარგი ამინდია” (გამართულად ვერ იტყვის)
– სთხოვე ორივე ხელი ერთდროულად აწიოს (ვერ შესძლებს ან მხოლოდ ნაწილობრივად აწევს)
– სთხოვე ენა გამოიტანოს (თუ კი ენა მოგრეხილია ან ამობრუნებული – ესეც ნიშნებია)

ამ 4 დავალებიდან თუნდაც ერთში თუ შეიქმნა პრობლემა – დარეკე სასწრაფოში და აღწერე სიმპტომები

ერთმა კარდიოლოგმა თქვა, რომ თუ კი ამ ინფორმაციას წაიკითხავს 10 ადამიანი მაინც, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ვიღაცის სიცოცხლე – და შეიძლება ჩვენიც – გადარჩენილი იქნება. ყოველ დღე იმდენ “ნაგავს” ვუგზავნით ერთმანეთს, რომ ალბათ ღირს უკვე რამე საჭირო და სასარგებლო გავიზიაროთ.

 

წყარო: http://iazrovne.com/

თეგები

Mr.Green

Nothing

მსგავსი ამბები

Close
Close