გართობა

ცხოველთა ქცევები

c0d51b36358e

პატარა შიმპანზე ყურადღებით აკვირდება, როგორ ტეხავს დედამისი მაგარ, მოღუნილ მცენარის ღეროს და ფოთლებს აცლის. შემდეგ, გასუფთავებულ ღეროს ტერმიტების ბუდეში ყოს და იქიდან წვნიანი ტერმიტი ამოყჰავს პირის ჩასატკბარუნებლად. პატარა შიმპანზეს მრავალი წელის დასჭირდება იმისათვის, რომ ეს მოქმედება ზუსტად გაიმეოროს..

თითქმის ყველაფერი,რასაც ცხოველი აკეთებს, ქცევის ერთ-ერთი ფორმაა. შიმპანზეების მიწაში ქექვა ტერმიტების მოპოვების მიზნით, წეროების ჰაერში ტრიალი და საქორწილო ცეკვა, ლომის ბოკვრების თამაში, კრაზანების ბუზის მშენებლობა – ყოველივე ზემოთქმული, ცხოველების ქცევის მაგალითებია. სახეობებს შორის ყველაზე საინტერესო ქცევის მაგალითებს მაშინ ვაწყდებით, როდესაც ცხოველები იცავენ თავიანთ ტეროტორიას, ეძებენ პარტნიორს, ეხმარებიან ერთმანეთს ნადირობაში, მტრებს იგერიებენ ან ნაშიერებს ზრდიან.

შეძენილი თუ თანდაყოლილი? –
პატარა შიმპანზეს შეუძლია ტერმიტებზე “ნადირობა” ისწავლოს, იმიტომ, რომ მას დედისგან შთამომავლობით გადაეცა ამ ტიპის ქცევის შესრულების უნარი და შესაძლებლობა. ქცევის ორი ძირითად იტიპი არსებობს – ინსტიქტური ანუ თანდაყოლილი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და შეძენილი, რომელსაც ცხოველი სიცოცხლის მანძილზე სწავლობს. ცხოველების ქცევა ხშირ შემთხვევებში ინსტინქტებისა და შეძენილი ჩვევების რთულ კომბინაციას წარმოადგენს.
ცხოველებს დაბადებიდან აქვთ უნარი შეასრულონ განსაზღვრული, ავტომატური ქცევები. ზოგიერთი ცხოველი თითქმის მთლიანად ამ ავტომატურ ქცევას ეყრდნობა. მწერების ქცევა დიდწილად ავტომატურია. მაგალითად, ობობებს არ სჭირდებათ ქსლის გაკეთების სწავლა. განსაზღვრულ ანუ ინსტინქტურ ქცევას ცხოველების გენები აკონტროლებენ, თუ ის ცხოვრების პირობები შეიცვლება, რომელსაც ცხოველები შეჩვეულები არიან, მაშინ მხოლოდ ისინი გადარჩებიან, რომლებიც ახალ პირობებს კარგად შეეგუებიან, გამრავლდებიან და ამ გზით თავიანთ გენებს შთამომავლობას გადასცემენ. შეძენილი ქცევები მომავალ თაობებზე არ გადადის.

კომუნიკაცია –
ცხოველის ქცევაზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, თუ როგორ ახერხებს ის თავისი სახეობის სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობას – კომუნიკაციას. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებს ლაპარაკი არ შეუძლიათ, ისინი ერთმანეთს მაინც ეურთიერთებიან ბგერების, სუნისა თუ სხეულის ენის საშუალებით; მაგალითად, სახის გამომეტყველებით. მდედრი ციცინათელები მამრების მოსახიბლად განათების სხვადასხვა ხერხებსაც კი იყენებენ.

სეზონების გადატანა –
სხვადასხვაგვარი ქცევა ცხოველებს ამინდის სეზონური ცვლილებების გადატანაში ეხმარება. ბევრი ფრინველი, ზოგიერთი ძუძუმწოვარი, თევზები და მწერები მიგრირებენ – გრძელ გზას გადიან, რომ ცუდ ამინდსა და საკვების სიმწირეს გადაურჩნენ, ან უსაფრთხო ადგილები მოძებნონ ნაშიერების გასაჩენად.
სხვა ცხოველები ღრმად იძინებე, რომ გადაიტანონ ძალიან ცივი ან მშრალი ამინდი. ცივი პირობებისგან თავის ამ გზით დაღწევას ზამთრის ძილი ეწოდება. ცხელ და მშრალ პირობებში ძილს კი ზაფხულის ძილი ჰქვია.

კონრად ლორენცი –
კონრად ლორენცი (1903-1989) იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელიც ცხოველების ქცევას სწავლობდა. მან აღმოაჩინა, რომ ახალდაბადებულ ცხოველებს პირველი რამდენიმე საათის მანძილზე ინტენსიური ათვისების პერიოზდი აქვთ. ამას იმპრინტინგი ეწოდება. ამ დროს ცხოველები იმახსოვრებენ მშობლებს და თავიანთი ჯიშის სხვა წარმომადგენლებს. რამდენიმე ბატი ისე ეპყრობოდა ლორენცს, როგორც “დედას”, იმიტომ, რომ ლორენცი პირველი დიდი ობიექტი იყო, რომელიც ბატებმა გამოჩეკის შემდეგ დაინახეს.

დამატებით –
ზამთარში მონარქი პეპლები კანადიდან მექსიკაში მიფრინავენ და 4000 კილომეტრიან გზას გადიან. მექსიკის ფიჭვის ხეებს შორის პეპლებს უზარმაზარი ჯგუფები ზამთრის ძილს მიეცემიან და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს ხეებს პეპლები მოუსხამსო.

“მონარქი” პეპლების მიგრაციის შესახებ (ვიდეო)

 

წყარო : http://www.angel.ge

GiGii

Nope

მსგავსი ამბები

Back to top button