არქივი

დედოფალი ელიზაბეთ პირველი

3dc12a3c6a0a

დედოფალმა ელიზაბეთ პირველმა დაამტკიცა, რომ ქალ მონარქს შეუძლია იყოს ისეთივე გაბედული და ძლიერი, როგორც მამაკაცს. ხანგრძლივი მეფობის პერიოდში დედოფალმა ქვეყანას უამრავი განსაცდელი აარიდა თავიდან და თვით ესპანეთის უძლიერესი მონარქიც კი უგულვებელყო.

ელიზაბეთის მამა, ჰენრი მერვე – ძლიერი და მტკიცე ხასიათის მონარქი იყო. დედოფალიც თავისი მმართველობის 45 წელი სწორედ მამას ეთაყვანებოდა. მან ერთმანეთს შეუთავსა დიპლომატია და მონარქის მკაცრი თვისებები, რითაც შეძლო ქვეყნისთვის აეცილებინა მრავალი გარე თუ შინაური მტერი.

ccd1f8b04522

დედოფლის მეფობის ხანა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი პერიოდი იყო, რომელსაც თან დაემთხვა რენესანსი, როცა აყვავდა პოეზიის, დრამისა და მუსიკის ხელოვნება. მრავალ ცნობილ მოგზაურს, რომელთა შორის იყვნენ: დრეიკი, უოლტერ როლი, გილბერტი, ესპანური კოლონიებიდან მოპოვებული დიდძანი ნადავლი შემოჰქონდათ. დედოფალი, რომელსაც ერთხელაც არ გადაეკვეთა ლა-მანშის სრუტე, მეზღვაურებს ახალი მოგზაურობისკენ, ხოლო ხელოვანებს შემოქმედებითი წინსვლისკენ მოუწოდებდა.

1533 წელს მეფე ჰენრი მერვე ქალიშვილის, ელიზაბეთ პირველი ტიუდორის დაბადებით დიდად იმედგაცრუებული დარჩა, ვინაიდან ვაჟიშვილს მოელოდა. ვაჟიშვილის ყოლის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ის პირველ ცოლსაც გაშორდა, რომელმაც მხოლოდ ერთადერთი ქალიშვილი, მერი გაუჩინა. მეფეს უსაზღვროდ უყვარდა თავისი მეორე ცოლი, ელიზაბეთის დედა ანა ბოლეინი. სამწუხაროდ, ეს სიყვარული დიდხანს არ გაგრძელებულა. სამი წლის შემდგომ მეფემ მისი თავიდან მოშორების მიზნით ღალატში დაადანაშაულა და 1536 წელს თავი მოჰკვეთა. მოგვიანებით მეფემ მესამე ცოლი შეირთო, რომელმაც ამჟამად ვაჟიშვილი გაუჩინა, თუმცა ჩვილი მშობიარობიდან მესამე კვირაში გარდაიცვალა. მეფემ მეოთხე ცოლს გარეგნობა დაუწუნა, მეხუთე ცოლმა მშვენიერი გარეგნობის მქონე ეკატერინამ თავადთან გააბა რომანი, რის გამოც ელიზაბეთის დედის ბედი გაიზიარა. ჰენრი მერვეს ბოლო, მეექვსე ცოლი ეკატერინე პერი იყო.

af27c6eb584d

ელიზაბეთი სამეფო კარიდან მოშორებით იზრდებოდა, სადაც თავის ნახევარ-ძმა ედვარდთან ერთად საუკეთესო განათლება მიიღო. მშვიდობიანი ცხოვრება მეფის გარდაცვალებითა და ედვარდის სამეფო ტახტზე ასვლით დასრულდა. სამწუხაროდ, მისი მეფობის პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა და ავადმყოფობის გამო 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტახტზე ჰენრის უფროსი ქალიშვილი, მერი ავიდა, რომელმაც ანგლიკანური ეკლესია რომის პაპს დაუქვემდებარა. ელიზაბეთი ტახტის მომდევნო მემკვიდრე კი პროტესტანტი იყო.

სისხლიანი მერი

1554 წელს პროტესტანტული აჯანყება მოეწყო. მერიმ ელიზაბეთს აჯანყებაში მონაწილეობაზე დასდო ბრალი და ორი თვით ლონდონის ტაუერში გამოკეტა, მოგვიანებით კი ლონდონის სამეფო კარიდან გააძევა. მერის მომდევნო მეფობის წლები არც თუ ისე ნაყოფიერი აღმოჩნდა. მან 300 პროტესტანტი საჯაროდ დაწვა მხოლოდ იმის გამო, რომ კათოლიკეობა არ მიიღეს. დედოფალი სისასტიკით გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომ, “სისხლიანი მერი” დაარქვეს. 1558 წელს კი მერის გარდაცვალებისას ქუჩაში ზეიმები იმართებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ მერი და თავისი მეუღლე უშვილოები იყვნენ, სამეფო ტახტი ელიზაბეთმა დაიკავა. 17 ნოემბერი დედოფლის ტახტზე ასვლის თარიღი კი წლების განმავლობაში საზეიმო დღესასწაული იყო ხალხისთვის.

ელიზაბეთმა ნახევარ-დის ხანმოკლე მეფობიდან უამრავი მაგალითი მიიღო. ერიდებოდა რელიგიაში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას. მიხვდა იმასაც, თუ რას წარმოადგენდა უცხოელ მამაკაცზე ქორწინება. მერის მუდამ აქეზებდა თავისი ესპანელი ქმარი, რის გამოც ინგლისი საფრანგეთთან ომში ჩაერთო, რისგანაც სასიკეთო არაფერი მუღიათ ინგლისელებს.

c83a886c188a

ელიზაბეთი ქვეყნის სამსახურში

დედოფალი ქვეყანას საიდუმლო საბჭოსა და პარლამენტის დახმარებით მართავდა. მთავარ მინისტრად უილიამ სესილი დანიშნა, რომელიც მის გვერდით 40 წელი იდგა.
მრავალი თვლიდა, რომ უკვე იყო საჭიროება დედოფალს ჰყოლოდა შვილი. როგორც ცნობილია, ელიზაბეთს მრავალ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ არც ერთ მათგან არ გაჰყოლია ცოლად. ალბათ, არ სურდა სამეფო ტახტის ვინმესთვის გაზიარება.
ელიზაბეთი ზომიერად პროტესტანტი იყო. გამეფებისთანავე ითვლებოდა ანგლიკანური ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელად. ელიზაბეთის რელიგიური პოლიტიკური თავისებურებები კვლავ მოსდევს ანგლიკანურ ერკლესიას, თუმცა ცნობილია, რომ თავის დროზე ამას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა. მას ოპოზიციაში ჩაუდგა კათოლიკური ეკლესია, რომელიც წაქეზებული იყო ესპანეთისა და საფრანგეთისგან.
მეფობის პირველი ათწლეულის განმავლობაში ელიზაბეთი ცდილობდა საფრანგეთთან და ესპანეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას, რომელიც ნელ-ნელა იძაბებოდა. საფრანგეთსა და ესპანეთში არსებობდა პროტესტანტული დაჯგუფებები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ ინგლისის კათოლიკური კანონებისგან თავის დაღწევაში. ელიზაბეთსა და სესილს მართებულად არ მიაჩნდათ მათი დახმარება, თუმცა საბჭოში იყვნენ ისეთებეიც, რომლებიც დედოფლისა და სესილის აზრს არ იზიარებდნენ.

dec18d61c898

მერი – შოტლანდიელთა დედოფალი

დიდ პრობლემას წარმოადგენდა მერიც, რომელიც ელიზაბეთისთვის მამის მხრიდან ყველაზე ახლო ნათესავი იყო. იმ შემთხევავაში, თუ დედოფალი უშვილო მოკვდებოდა ინგლისის ტახტს მერი დაისაკუთრებდა, ის კი კათოლიკე იყო. კათოლიკური ეკლესია სწორედ მერის თვლიდა ჭეშმარიტ ტახტის მემკვიდრედ. გამომდინარე იქედან, რომ ელიზაბეთის მშობლები არაკანონიკურად დაქორწინდნენ, დედოფალიც არაკანონიერ შვილად ითვლებოდა.
ამასთანავე ურთიერთობა იძაბებოდა ესპანეთთანაც. დედოფალმა ჰოლანდიელ პროტესტანტებს ნება დართო ინგლისის ნავსადგურში შემოსულიყვნენ.
1568 წელს შოლანდიაში მომხდარმა აჯანყებამ დედოფალი მერი აიძულა ტახტი დაეტოვებინა და ქვეყნიდან წასულიყო. მან დატოვა თავისი მცირეწლოვაიშვილი ჯეიმზი თვითონ კი ელიზაბეთს სთხოვა დახმარება. დახმარების სანაცვლოდ ელიზაბეთმა კი დააპატიმრა და ჩრდილოეთ ინგლისში 20 წლით გადახვეწა. პროტესტანტების დახმარეიბით შოტლანდიის დახტზე ჯეიმზ მეექვსე ავიდა.

ცხოვრება სამეფო კარზე

ელიზაბეთი ხელმძღვანელობდა სამეფო კარს, რომლის სასახლეები განლაგებული იყო ჰემპტონში, გრინვიჩში, რიჩმონდში, უაიტჰოლსა და იუნძორში. დედოფლის საყვარელი ადგილი კი რიჩმონდი იყო. ლონდონში ყოფნისას არასოდეს იყენებდა ლონდონის ტაუერს, რადგანაც მის მეხსიერებაში მწარედ ჩაბეჭდილიყო იქ გატარებული ყტვეობის ორი თვე.
ყოველ ზაფხულს დედოფალ სამხრეთ ინგლისს სტუმრობდა. თავისი ამალა რამდენიმე ასეული მოსამსახურისგან შესდგებოდა. ელიზაბეთის მოგზაურობა ძვირი სიამოვნება იყო და დღევანდელი პარამეტრებით დღეში 100 000 ფუნტს შეადგენდა.

79330351b6e8

დედოფლის ფავორიტები

ელიზაბეთს მუდამ თან ახლდა მამრობითი სქესის მოსამსახურეთა ამალა. იგი მათ “ფავორიტებს” უწოდებდა და თითოეული მათგანისგან უდიდეს სიყვარულსა და სითბოს მოითხოვდა. ცნობილია, რომ მათ მეუღლეებს სამეფო კარზე გამოჩენაც კი ეკრძალებოდათ. იმ შემთხევევაში, თუ რომელიმე მათგანი დედოფლის ნებართვის გარეშე ქორწინდებოდა, იგი მათ აპატიმრებდა. ასე დაისაჯუა სერ უოლტერ როლიც.
1603 წელს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა დედოფალი, რომელსაც არასოდეს დაუპატიმრებია თავისი მემკვიდრე, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებში შოტლანდიის მეფე ჯეიმზ მეექვსემ ელიზაბეთს გაუგზავნა წერილი, რომ თავისი დრო მოვიდა. ამგვარად ტახტზე ძველი მეტოქის მერის ვაჟი აკურთზეს მეფედ.

 

105be6d41018

ხანში შესული დედოფალი

დიდი ასაკის მიუხედავად დედოფალი განაგრძობდა თავის მოვლას. ჭაღარა თმის დასაფარად წითურ პარიკს იხურავდა, ნაოჭების დასაფარავად კი კოსმეტიკას იყენებდა. მუდამ ძვირფას ტანის სამოსსა და სამკაულებს ატარებდა. თუმცა ვერ გაუბრთხილდა კბილებს, ვინაიდან თავის სისუსტეს ტკბილეული წარმოადგენდა.
ჯანმრთელობა კაგი ჰქონდა. სიცოცხლის ბოლო წლებში უძილობა აწუხებდა. იგი ხშირად ათენებდა ღამეებს ბანქოს თამაშში. პარტნიორობას თავისი უკანასკნელი “ფავორიტი” ესექსის გრაფი უწევდა.

P.s: თუ მოგეწონებათ დავდებ კიდევ ასეთ პოსტებს.

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button