არქივი

ჰობი-კოლექცია

a00b6c318799
კოლექცია (ლათ. collectio – შეგროვება, კრებული), ერთგვაროვანი ან თემატურად გაერთიანებული საგნების, რომლებსაც, როგორც წესი, აქვს ისტორიული მნიშვნელობა, სისტემაში მოყვანილი კრებული. კოლექციონერობა შემგროვებლობისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი გულისხმობს საკოლექციო მასალის გამოვლინებას, შეგროვებას, შესწავლას და სისტემაში მოყვანას; აღმოცენდა რენესანსის ეპოქაში (მედიჩები ფლორენციაში, ლუი XIV, ფრანგი კარდინალები რიშელიე და მაზარინი, პაპები იულიუს II, ლეო X და სხვ.). ცნობილი უნივერსალური კოლექცია ჰქონდათ გოეთესა და ამერიკელ მხატვარსა და ბუნებისმეტყველს ჩ. პილსს. XIX და XX სს – ის მიჯნაზე ჯერ აშშ -ში, შემდეგ ევროპაში კოლექცია კაპიტალის დაბანდების სარფიან ხერხად იქცა, რადგანაც გადასახადები არ ედებოდა, რამაც კოლექციის ობიექტებით სპეკულაცია გამოიწვია. კოლექციონირება ხელს უწყობდა ნუმიზმატიკის, ჰერალდიკის, სფრაგისტიკის, აგრეთვე არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და სხვ. განვითარებას. ჩამოყალიბდა კოლექციონირების სამი სახე: სამეცნიერო, სასწავლო და მოყვარულთა. გამოიკვეთა მისი დარგებიც: ფილატელია (საფოსტო მარკების შეგროვება და შესწავლა), ბონისტიკა (ქაღალდის ფულის, ნიშნებისა და ბონების შეგროვება და შესწავლა), მოყვარულთა ნუმიზმატიკა (მონეტების შეგროვება), ფილუმენია (ასანთის კოლოფების ან მათი ეტიკეტების შეგროვება), ფილოკარტია (ბარათების შეგროვება და შესწავლა), ფალერისტიკა (სამკერდე ნიშნების შეგროვება და შესწავლა), ფილოფონია (მუსიკალური ჩანაწერების შეგროვება და შესწავლა) და სხვ. ბევრ ქვეყანაში არის კოლექციონერთა საზოგადოებები, გამოდის სპეციალური წიგნები, ჟურნალები და კატალოგები.
0cab63d461d4
714499bb8169
9791f2b8d9df
c506525e4ee5
8de98ec48d60

ეს ყველაზე საინტერესო ჰობია, კოლექციონერობა :) მე პირადად ვაგროვებდი მარკებს, პეპლებს, ასანთის კოლოფებს, სანთებელებს, ყვავილის ფურცლებს. ძალიან მაინტერესებს თქვენ რას აგროვებდით ბავშვობაში ან ახლა თუ აგროვებთ რამეს?

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button