არქივი

ნაპოლეონ მესამე

8e1266f86b39111f49be88b6

არც თუ ისე სახარბიელო რეპუტაციის მქონე ბიძის – ნაპოლეონ პირველის ავტორიტეტი ლუი – ნაპოლეონს, შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობით ერგო. მან საფრანგეთში არსებული სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა და იმპერატორად იქნა აღიარებული. ნაპოლეონის რეჟიმი – მეორე იმპერია მომხიბვვლელი ჩანდა, თუმცა ჰქონდა ნაკლოვანებებიც, რამაც საბოლოოდ მის არსებობას წერტილი დაუსვა.

1815 წელს, ნაპოლეონის საბოლოო დამარცხების შემდგომ, საფრანგეთის ტახტი ბურბონთა დინასტიას ერგო ლუი მეთვრამეტეს სახით. მეფის ძალაუფლება საგრძნობლად შეიზღუდა კონსტიტუციისა და პარლამენტის მიერ. ლუის მემკვიდრის, შარლ მეათეს მცდელობა აბსოლიტური ძალაუფლების მოპოვებისა კრახით დასრულდა. 1830 წელს რევოლუციით იგი ტახტიდან ჩამოაგდეს.

მარცხით დასრულდა რესპუბლიკის დამყარების მცდელობა. საბოლოოდ კი ტახტი ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელს, ლუი-ფილიპეს ერგო. “მოქალაქე მეფე” წარუმატებელ საგარეო პოლიტიკის გატარებასა და სასტიკ რეგრესიამდე პატივისცემით სარგებლობდა ხალხში. საბოლოოდ 1848 წლის თებერვლის რევოლუციამ “ივლისის მონარქის” დამარცხება გამოიწვია.

111f49be88b6

ამის შემდგომ ქვეყანაში რესპუბლიკა გამოცხადდა, თუმცა მუშათა კლასის პრობლემები და უმუშევრობბა ახალი სახის პრობლემებს წარმოშობდა. ამას უამრავი ცვლილება მოჰწყვა. 1848 წელს პარიზელებმა კვლავ მოაწყვეს აჯანყება, რომელიც მალევე ჩაახშვეს. ამის შედეგად ფრანგები პოლოტიკურად ორად დაყოფილი აღმოჩნდნენ – მემარცხენე და მემარჯვენე რესპუბლიკელებად. არსებობდა კიდევ ერთი პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც პარტიად ჯერ არ ჩამოყალიბებულიყო. სწორედ ამ ფართოდ გავრცელებული შეხედულების მიმდევარი გახლდათ ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც თავს არ ზოგავდა ძალაუფლების მოსაპოვებლად. მან ისარგებლა შექმნილი ვითარებით და 1848 წელს პრეზიდენტად იქნა არჩეული.

მომდევნო წლების მანძილზე ლუიმ თავისი მანევრირებით პარტიის ლიდერთა შორის უპირატესობა მოიპოვა და დიქტატორული ძალაუფლება დაიმკვიდრა. თავისი მანდატის გასვლის მოახლოებისას მან ვერ შეძლო პარლამენტის დარწმუნება კონსტიტუციის შეცვლის საჭიროების შესახებ ისე, რომ ძალაუფლება თან შეენარჩუნებინა. სწორედ ამიტომ, 1851 წელს მან გადატრიალება მოაწყო და თავისი ოპონენტები დააპატიმრა. ნაპოლეონმა გამოსცა ახალი და შეცვლილი კონსტიტუცია, რომელის შედეგადაც კიდევ 10 წლით იხანგრძლივებდა თანამდებობაზე ყოფნის ვადას.

მიუხედავად ყვეაფრისა 1850 წლებში “მეორე იმპერია” პოპულარული და ამასთანავე წარმატებული იყო. პოლიტიკა ხელს უწყობდა ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებასა და კეთილდღეობას. სწორედ ამ დროს განხორციელდა მრავალი პროექტი. ერთ-ერთი მათგანი მიზნად ისახავდა პარიზის ფართო ბულვარების უდიდეს ქალაქად გარდაქმნას.

28953cd9e51e

საზღვრებს გარეთ ნაპოლეონ მესამის მიმართ მტრული განწყობა, როგორც ახლად გამოჩენილი საფრთხისა, მალევე ჩაცხრა. საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ომში ბრიტანეთთან გაერთიანდა. აგრეთვე მისი თაოსნობით პარიზში მშვიდობიანი მოლაპარაკება გაიმართა.

ნაპოლეონის შემდგომი ნაბიჯი იტალიის განთავისუფლებისკენ სწრაფვა და მასთან ერთად ალიანსში შესვლა აღმოჩნდა. მას სურდა წინააღმდეგობა გაეწია თავისი ბიძის მოხერხებულობისთვის ავსტრიელების ნახევარკუნძულიდან გამოძევებით. 1859 წელს ავსტრიამ იტალიასთან ბრძოლაში თავისი ტერიტორიების უმეტესი ნაწილი დაკარგა, ამიტომაც ამ ომს დამაკმაყოფილეელი შედეგები ჰქონდა. იტალიამ სულ მალე შეძლო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ხოლო საფრანგეთი კი უხვად დააჯილდოვა გაწეული დახმარებისთვის.

1860 წელს ნაპოლეონმა სადავეები თითქოს-და ხელიდან გაუშვა. მან ავსტრიის ჰერცოგი მაქსიმილიანი მექსიკის იმპერტორად აქცია. მან ისარგებლა შექმნილი ვითარებით, ვინაიდან ამერიკა სამოქალაქო ომში იყო ჩართული და 1866 წლამდე საფრანგეთის ძალების მეშვეობით ძალაუფლება შეინარჩუნა, სანამ ამერიკამ მათ უკან დახევა არ მოსთხოვა. ნაპოლეონი იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო. მაქსიმილიანი მექსიკელებმა დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს, რაც ნაპოლეონის რეპუტაციის შელახვის ტოლფასი იყო.

1860-იან წლებში იმპერატორმა საფრანგეთში თან და თან მოადუნა ყურადღება. საკანონმდებლო ხელისფულებას უფრო საპასუხისმგებლო პოლიტიკური აქტიურობა დაეკისრა, ამასთანავე დაწესდა მკაცრი ცეკზურაც. 1870-იან წლებამდე იმპერია სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა კონსტიტუციურ მონარქიას.

b63768258391

ნაპოლეონს საწინააღმდეგო ზომები სულაც არ მიუღია. მოგვიანებით, 1870 წელს, პრემიერ მინისტრის მიერ მოწყობილმა დიპლომატიურმა ინციდენტმა ომი გამოიწვია. საფრანგეთის ჯარი დამარცხდა. საბოლოოდ ნაპოლეონიც კი დაატყვევეს. მეორე იმპერია გაუჩინარდა. ახალი, მესამე იმპერია ბრძოლას აგრძელებდა არსებობისთვის.

ნაპოლეონი თავის ოჯახთან ერთად იქნა გადასახლებული ინგლისში, სადაც 1873 წელს გარდაიცვალა. საფრანგეთში ბონაპარტისეულმა პარტიამ კიდევვ რამდენიმე წელიწადი მოახერხა არსებობა, თუმცა დინასტიამ ძალაუფლების მოპოვება ვერ შეძლო.

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

Back to top button