გართობა

მუსიკა

d6bc1b3358d8

ადამიანებმა მუსიკის შექმნა უხსოვარი დროიდან დაიწყეს. შემდეგ მისი მრავალი მიმდინარეობა განვითარდა. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა კომპოზიტორმა ორკესტრისთვის, სარეცხი მანქანისა და მტვერსასრუტისთვისაც კი დაწერა სიმფონია

მუსიკა სხვადასხვა ხმების ერთობლიობაა, რომლებიც ისეა დალაგებული, რომ საინტერესო ჟღერადობას გამოსცემს. მუსიკას შეუძლია კარგ, ან ცუდ ხასიათზე დაგაყენოთ, დაგეხმაროთ მოდუნებაში ან აგაღელვოთ. ზოგიერთ ადამიანს სიმღერა, ზოგსაც სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა უყვარს. სხვებს კი ჩანაწერების, ან მუსიკის ცოცხლად მოსმენა უყვართ.
ბგერებს გამოსცემენ საგნები, რომლებიც ირხევიან. ეს რხევები შეიძლება იყოს როგორც სწრაფი, ასევე ძალიან ნელი. სწრაფი რხევები ისეთ ბგერებს გამოსცემს, რომლებსაც მაღალი ტონალობა აქვს. ნელი რხევები კი დაბალი ტონალობის ბგერებს გამოსცემს.
თითოეულ რხევას თავისი სიხშირე აქვს. ეს რხევების რიცხვია ერთ წამში. ბგერების მწკრივი, რომლებიც ერთად კარგად ჟღერს, მელოდიას ქმნის. ერთი სიხშირის ბგერა ყოველთვის კარგად ჟღერს ორჯერ მაღალი სიხშირის ბგერასთან. სწორედ ასეთი თანშეწყობილი ბგერები ქმნის მუსიკას.

მუსიკალური ნოტები –
მუსიკალური ბგერები დალაგებულია ნოტებად. თითოეული ტონის ტონალობა კონკრეტული სიხშირეა. გამა ნოტების თანამიმდევრობაა. დასავლურ მუსიკაში გამების უმრავლესობა ერთი სიხშირის ნოტით სრულდება. ასეთ ტონებს შორის შუალებს ოქტავა ეწოდება.
ჰარმონია მაშინ იქმნება, როდესაც ორი ან მეტი სხვადასხვა ტონალობის ნოტი ერთად ჟღერს. ნოტების გრძლიობაც განსხვავებულია. გრძელი და მოკლე ბგერების ერთობლიობა ქმნის რიტმს, რომელიც ყველა სტილის მუსიკაში მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია.

მუსიკალური ინსტრუმენტები –
ყველა მუსიკალური ინსტრუმენტი წარმოქმნის რხევებს. ინსტრუმენტები ისეა გათვლილი, რომ ამ რხევებმა მუსიკალური ნოტები მოგვცეს.
ინსტრუმენტების სამი ძირითადი ტიპი არსებობს. სიმებიანი საკრავები ბგერებს სიმების რხევით გამოსცემენ. ჩასაბერ ინსტრუმენტებს სული უნდა ჩაბეროთ. დასარტყამ ინსტრუმენტებს კი რამე უნდა დაარტყათ.

განსხვავებული ჟღერადობა –
გიტარა და ვიოლინო ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულად ჟღერს, თუნდაც ერთსა და იმავე ნოტს უკრავდნენ.
როდესაც ინსტრუმენტი ნოტს იღებს, უამრავი სხვადასხვა რხევა წარმოიქმნება. ამ რხევებიდან ერთ-ერთი, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე ხმამაღალია, ნოტის ტონალობას განსაზღვრავს. ყველა დანარჩენი რხევა შედარებით ჩუმია. ბგერა, რომეიც ჩვენ გვესმის, ყველა ამ რხევის ნაკრებია.
ვიოლიონო რხევების ერთგვარ ნაკრებს ქმნის. გიტარა კი – ოდნავ განსხვავებულ ნაკრებს. აი, ამიტომ ჟღერენ ისინი განსხვავებულად.

f9fb72e21d41

დამატებით –
ადამიანის ხმა უმარტივესი მუსიკალური ინსტრუმენტია. ყელში ჰაერი ირხევა პატარა ძაფების მეშვეობით, რომლებსაც მბგერი იოგები ეწოდება.

ელექტრონული ინსტრუმენტები ელექტრულ ტალღებს სხვა ინსტრუმენტების მიერ გამოცემულ ბგერით ტალღებს ამსგავსებენ. შემდეგ ისინი დინამიკების საშუალებით ბგერებად გადაიქცევა. მათ აგრეთვე ნამდვილი ბგერების ჩაწერა და მათი მრავალნაირად შეცვლა შეუძლიათ.

ინსტრუმენტების დასახელება ინგლისურად (ვიდეო):

GiGii

Nope

მსგავსი ამბები

Back to top button