გართობაკულტურა

სასაცილო და საინტერესო ამბები(ნაწ.2)

636560e91027

წარმოგიდგენთ სასაცილო და საინტერესო ამბების მორიგ ნაკრებს

ბრიტანეთი
ბრიტანელმა სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ 47 საათი და 15 წუთი არის მაქსიმალური დრო, რა ხნის განმავლობაშიც ქალს სხვისი საიდუმლოს შენახვა შეუძლია.

იაპონია
იაპონიაში 1 000 კაცია დასაქმებული სპეციალურ ფირმაში. მსურველს შეუძლია, ისინი არენდით იქირაოს და საკუთარ ნათესავებად გაასაღოს. იჯარით აყვანილ „მამიკოს“ შეუძლია, ბავშვის კრებაზეც კი მივიდეს.

შტატები
ილინიოსის შტატის მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ბიუსტჰალტერი, რომელიც საჭირო მომენტში მშვენივრად ასრულებს აირწინაღის მაგივრობას.

შვეიცარია

შვეიცარიაში ფერმერები ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაცილებით ბევრს იწველება ძროხა, რომელსაც პატრონის სახელი ჰქვია.

უბრალოდ სასაცილო

„მეტი აღარ შემიძლია!“ – წამოიყვირა მუამარ კადაფის თარჯიმანმა, როდესაც კადაფი გაერთიანებული ერების ასამბლეაზე გამოდიოდა. საქმე ის არის, რომ კადაფი 75 წუთი შეუსვენებლად ლაპარაკობდა, თანაც ლოგიკის სრული იგნორირებით და ბურდღუნით.

განუმეორებელი ჰიტლერი

ავსტრიაში ადოლფ ჰიტლერის 39 ნათესავი მოიძებნა. უმრავლესობამ არც კი იცის, ვისი გენის მატარებელია. მათმა წინაპრებმა თავის დროზე გვარი გადაიკეთეს მასში რამდენიმე ასოს შეცვლით.

საინტერესოა და სულელური

რამდენიმე ინგლისელი თაღლითი 250 მილიონ ფუნტ სტერლინგად ყიდდა სასტუმრო „რიცს“ ლონდონში. მოლაპარაკებები საკმაოდ ცნობილ ბიზნესმენთან, კოლინზ ტერენსთან, ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და თანხის ნახევარი დასცინცლეს კიდეც.

:):):)

სილვიო ბერლუსკონიმ უკვე მეორედ უწოდა ამერიკის ახალ პრეზიდენტს „გარუჯული“, რაც აღაშფოთებს იტალიის ოპოზიციას. ბერლუსკონიმ არც ისინი დაინდო და „გამოთაყვანებულთა გამრავლებული“ ბრბო უწოდა.

ასევე :):):)

თქვენ არ მოგწონთ?! – გემოვნებაზე არ დავობენ. საუდის არაბეთის ერთ-ერთმა შეიხმა თავის საყვარელ ცოლს „გუანტანამო“ დაარქვა. ცოლს ჯერ მოეწონა ამ სიტყვის ჟღერადობა, მაგრამ, როცა გაიგო, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, გაბრაზდა და განქორწინება მოითხოვა.

მექსიკა

მექსიკის პოლიციაში განგაშია: პოლიციელების 70 პროცენტი ისე გასუქდა, რომ მათთვის ფორმები ხელახლა შეკერეს. ხელმძღვანელობის კატეგორიული მოთხოვნით, ისინი იძულებით დიეტაზე დასვეს.

მანჩესტერი

მანჩესტერის ერთ-ერთ პრესტიჟულ ღამის კლუბში ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. „მის ინგლისმა“ ცხვირი გაუტეხა „მის მანჩესტერს“. ჩხუბი მამაკაცის, კონკრეტულად, ტელევარსკვლავ დევიდ მაკინტოშის გამო ატყდა. საქმე ისაა, რომ დევიდი ჯერ „მის ინგლისს“ ხვდებოდა, მერე კი მას „მის მანჩესტერი“ ამჯობინა.

კანფეტების ცვენა აუფ ამასთან ვიყო ეხლა

8 წლის გერმანელმა ბიჭმა, კანფეტებზე, არც მეტი, არც ნაკლები, 1 680 ევრო დახარჯა. გამყიდველი ისე გააოცა ამ ფაქტმა, რომ პოლიციაში დარეკა. პოლიციამ მაშინვე მოძებნა „მფლანგველის“ მშობლები. აღმოჩნდა, რომ ბიჭუნა დედის საკრედიტო ბარათის ანგარიშს ანიავებდა.

წყარ: smargi.com

პოსტი საკონკურსოა-იმედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button