გასართობიმისტიკასაკითხავი

ეშმაკის სკოლა

აშშ-ს ერთ-ერთ ქალაქში, ჯექსონვილში, არსებობს სკოლა რომელზეც მრავალი ლეგენდა დადის და მოიხსენიებენ როგორც ეშმაკის სკოლას. ყველაფერი 1960 წელს დაიწყო, სკოლაში აფეთქებამ მრავალი ადამიანი იმსხვერპლა.

ტრაგიკული დღის შემდეგ მსხვერპლთა სულები სკოლაში დაბინავდნენ და რამოდენიმე ხნის შემდეგ მასწავლებლებმაც კი უარი თქვეს იქ მუშაობაზე, ამის გამო სკოლა რამოდენიმე წლით დახურეს. სკოლამ მხოლოდ იმის შემდეგ გააგრძელა ფუნქციონირება რაც მღვდელი იქნა მოწვეული რათა დემონური სულები გაეყარა. ასევე ნათქვამია რომ დირექტორი კანიბალი იყო და როდესაც მოსწავლეებს კლასში იძინებდნენ ისინი დირექტორთან გაჰყავდათ ხოლო იქიდან აღარ ბრუნდებოდნენ. დირექტორს ჰქონდა კარადა რომელიც მაცივრის ფუნქციას ასრულებდა და იქ საჭმელად გამზადებულ სტუდენტებს ინახავდა, თუმცა იმის შესახებ თუ ოდესმე ვინმეს უჩივლია დაკარგულ ბავშვებზე ინფორმაცია არ მოიძებნება.

არსებობს არანაკლები ისტორია მკვლელი პერსოანლის შესახებ, ნათქვამია რომ სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა ათობით ბავშვი კორიდორშივე ამოხოცეს.
ყველაზე რეალისტური ისტორია ამ შენობის შესახებ არის რომ მიტოვებული შენობა სატანის მორწმუნეების შეხვედრის ადგილი იყო, დასამტკიცებლად კი სატანური ნახატები იქნა გამოყენებული. ასევე არსებობს ისტორია რომ სკოლის შუაგულში იდგა ხე თუმცა ამას ზოგი ეთანხმება ზოგი კი არა.

გამოძიების შემდეგ ხალხმა ამ შენობაზე სიმართლე გაიგო. ეს შენობა დაპროექტებული იქნა რუტლეჯ ჰოლმსის მიერ 1917 წელს როგორ რივერსაიდის სკოლა, ასევე როგორ მე-4 საჯარო სკოლა. სკოლის დახურვის შემდეგ ცარიელი შენობა უსახლკაროებმა თავშესაფრად გამოიყენეს, ეს ადგილი ასევე ნარკომანების სამალავიც გახდა.
ძველი მიგდებული შენობა ლეგენდების შტაგონება გახდა, 1995 წელს იქ ხანძარი გაჩნდა თუმცა აღმჩნდა რომე ეს მხოლოდ იქ “დასახლებულების” ბრალი იყო. ბოლოს შენობის ბინების კომპლექსად გადასაკეთება გადაწყვიტეს თუმცა ის დღემდე მიტოვებულად რჩება.

 

loading...
თეგები

1shkhnel1

............

მსგავსი ამბები

Close
Close