ახალი ამბებიგამოგონებაგასართობი

საჰაერო ფრანების ფესტივალი ავსტრალიის „Bondi Bech“ პლაჟზე

9ed1a29daab8
ავსტრალიის ქალაქ სიდნეის გააჩნია 20 პლაჟი, რომელიც ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩევა და ასევე უამრავი ნავსადგურებით. ყველაზე ცნობილი პლაჟია Bondi Beach, რომელიც სერფინგის მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილია. ამ სანაპიროზე (Bondi Beach) ტურისტებისა და ადგილობრივების ნაკადი არ წყდება.
0a78e8ba44d9
იყო დრო, როდესაც ამ სანაპიროს ფირზე ასახვაც კი პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან 1982 წლამდე ეს სანაპირო კერძო საკუთრებაში იმყოფებოდა. ავსტრალიელი აბორიგენების ენაზე კუნძულის სახელწოდება ნიშნავს წყალს, რომელიც რიფებს ეჯახება. მიუხედავად იმისა, რომ სანაპირო Bondi მანდამაინც დიდი სიდიდით არ გამოირჩევა, იგი უღრუბლო ცისა და სერფერების მოყვარულებისთვის შესანიშნავი ვარიანტია…
dd5168b22540
სიდნეის ცნობილი პლაჟი Bondi Beach არის ადგილი, სადაც იმართება ყოველწლიურად „ქარის“ ფესტივალი; ხოლო 2012 წლის ღონისძიებამ, რომელიც ჩატარდა 9 სექტემბერს ყურადღება მიიპყრო დაახლოებით 50 ათასი ადამიანის, რომელთა შორის იყო ათასობით მაყურებელი და ასევე საჰაერო ფრანების მოყვარულებიც მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან
1485f7e7080c
საჰაერო ფრანების ფესტივალის ჩატარებისათვის პოპულარული პლაჟის „Bondi Beach“ შერჩევა შემთხვევითი არ იყო: ამ სანაპიროზე ქარიანი ამინდები უზრუნველყოფს იდეალურ პირობებს ფესტივალის ჩატარებისათვის და საჰაერო ფრანების გაშვებას –
„ქარის“ ფესტივალი ყოველთვის ღიაა როგორც პროფესიონალი მონაწილეებისათვის, ასევე ახალბედებისათვისაც, არა მარტო ავსტრალიიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც: 2012 წელს მონაწილეები ჩამოვიდნენ მალაიზიიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და აგრეთვე ინდონეზიიდანაც…

016245f8fe86
„ქარის“ ფესტივალი უკვე 30 წელია არის ერთ-ერთი პოპულარული
მოვლენა, რომელიც იმართება სიდნეიში. ფესტივალის ცატარების დღეებში , თქვენ შეგიძლიათ არა მარტო უყუროთ უცნაური ფორმის ფრანების გაშვებას , არამედ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა რეკრეაციულ და გასართობ საქმიანობაშიც.

3b4b1781f0c0

2aa9cc719094
d000d3eeb593
0a35fb602985
55982149da9c
8bee5301c4c7
d93620386f52
d37b3aa699b7
392505029430
bdddfb17486e

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close