გასართობისაკითხავისასარგებლო

იცით თუ არა რომ??? (ნაწილი 2)

1. პორველად “ქოლგა” ჩვ.წ.აღ-მდე IX საუკუნეში იქნა გამოგონებული და მის სამშობლოდ ეგვიპტესა და ჩინეთს მიიჩნევენ.

2. ყველაზე ძვირადღირებულ “ჩაიდ” მიჩნეულია: “და ხუან პაო”-ს ჩინური მარკის ჩაი,რომლის ერთი კილოგრამის ფასი ჰონკონგისა და გუანჩჟოუს აუქციონების მონაცემებით 685 000 ამერიკულ დოლარად იქნა შეფასებული.
3. XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში,ინგლისსა და სხვა რიგ ქვეყნებში,”ხამანწკებით კვება”,მიჩნეული იყო ღარიბი ადამიანების საკვებად,რადგან ფიქრობდნენ,მისით იმიტომ იკვებებდონენ,რომ ხორცის საყიდელი ფული არ ჰქონდათ.
4. პირველი პატენტი,სუნამოს გამოშვების შესახებ,გაიცა საფრანგეთში – ანრი VI-ის,მიერ 1190 წელს.
5. “მინა” წარმოადგენს რეკორდსმენს,გაუხრწნედოვალების მხრივ სხვა მასალებთან შედარებით,რადგან იგი შესაძლოა პირვანდელი ფორმით შენარჩუნებულ იქნა 1 მილიონი წლის განმავლობაში.
6. ეგვიპტეში შუქნიშნები,მხოლოდ დიდ ქალაქებშია განთავსებული.პატარა ქალაქებში ისინი საერთოდ არ არსებობენ.
7. დღესდღეობით დედამიწაზე 3000-მდე სახეობის “კაქტუსია გავრცელებული.
8. ყველაზე ძველ “მარადიულ ცეცხლად” მიჩნეულია,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში “ტრიუმფალურ თაღთან” არსებული – უცნობი ჯარისკაცის,საფლავთან ანებული ცეცხლი,რომელიც ერთგვარი სიმბოლოა პირველ მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი.აღნიშნული “მარადიული ცეცხლი” 1921 წელს იქნა ანთებული და დღემდე უწყვეტად ანთია.
9. ერთ-ერთ უძველეს დოკუმენტურ ცნობად,რომელშიც მოყვანილია “ალკოჰოლიზმის” უარყოფითი თვისებები,გახლავთ ჩინური დოკუმენტი სახელწოდებით “ცნობა სიმთვრალის შესახებ”და იგი თარიღდება ძვ.წ.აღ-ით 1116 წლით.
10. 1828 წელს,გერმანელმა ქიმიკოსებმა – ლუდვიგ რეიმანმა და ვილჰელმ პოსელტმა,თამბაქოდან პირველებმა გამოყვეს ნიკოტინის არსებობა.
11. პირველი მულტიპიკაციური ფილმი მსოფლიოში გახლავთ,ცნობილი ფრანგი კარიკატურისტის – ემილ კოლის,მიერ შექმნილი და 1908 წლის 17 აგვისტოს ნაჩვენები ნახატი ფილმი,სახელწოდებით: “ფანტასმაგორია”.
12. მსოფლიოში,ყველაზე პოპულარულ გაზეთად მიჩნეულია,იაპონური ყოველდღიური გაზეთი,სახელწოდებით: “The Yomiuri Shimbun”,რომლის ყოველდღიური ტირაჟი არც მეტი და არც ნაკლები 10 მილიონ ეგზემპლარს შეადგენს.მისი პირველი ნომერი გამოცემულ იქნა 1874 წლის 2 ნოემბერს და გამოცემის დღიდანვე,იაპონელი მკითხველის უსაყვარლეს პრესად იქცა.
13. ამერიკის შეერთებული შტატის,მოსახლეობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვან შტატატად მიჩნეულია – “კალიფორნიის შტატი”,სადაც 37 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.ამ შტატში კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 92 ადამიანი მოდის.
14. ვეტერინართა და სპეციალისტთა მონაცემებით,მსოფლიოში არსებულ შინაურ კატებს შორის,ყველაზე დიდი აგრესიით – “სიამის კატები” გამოირჩევიან.
15. დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ “ზურმუხტად”,მიჩნეულია მუზოს მუნიციპალიტეტში (კოლუმბია),აღმოჩენილი ზურმუხტი,სახელწოდებით: “ფურა”.იგი იწონის 2 კილოგრამსა და 270 გრამს,რაც 15 000 “კარატის” ტოლსწორია.
16. ყველაზე ძვირადღირებულ “ორდენად” მიჩნეულია,ყოფილ საბჭოთა კავშირში გამოშვებული “გამარჯვების ორდენი”,რომლის წონაც გახლდათ 78 გრამი.აქედან 47 გრამი პლატინა იყო,2 გრამი ოქრო და 19 გრამი ვერცხლი.ამასთანავე,იგი შემკული იყო – 72 მცირე ზომის ბრილიანტით.მისი დიამეტრი სულ 77 მილიმეტრს შეადგენდა.
17. ყველაზე ძვირადღირებულ “შამპუნად” მიჩნეულია,კომპანია “Alterna”-ს,მიერ დამზადებული: “Alterna White Truffle Luxury Alterna”.მისი 300 გრამიანი ფლაკონის ფასი 55 ამერიკული დოლარია.
18. თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ენად მიჩნეულია – “ჩინური ენა”,რომელზეც ჩვენი პლანეტის მოსახლეობის,ყოველი მეოთხე ადამიანი საუბრობს.
19. ყველაზე მაღალ მოდელ ქალად,მიჩნეულია ამერიკელი (კალიფორნია) ფოტომოდელი – ერიკა,ირვინი,რომლის სიმაღლეც – 2 მეტრსა და 5 სანტიმეტს შეადგენს.
20. მსოფლიოში,ყველაზე გავრცელებულ გვარად მიჩნეულია,ჩინური გვარი “ჩანგი”.ამ გვარს სულ დედამიწაზე 104 მილიონი ადამიანი ატარებს.

xelovani

მოგესალმებით მე ვარ გიგა გიორგაძე,დაბადებული 1996 წლის 19 მარტს   მოწოდებით გახლავართ ხელოვანი და ჩემ მომავალ პროფესიასაც ხელოვნების ერთ-ერთ დარგს ვუკავშირებ

მსგავსი ამბები

Close
Close