გასართობისურათები

ჯაკუზის კრეატიული ნაკრები


ამ პოსტში წარმოგიდგენთ ჯაკუზების ნაირფეროვან არჩევანს, მაგრამ დავიწყოთ თავიდან..როგორია მეცნიერების აზრი აბანოების შესახებ:ზოგიერთი მეცნიერის აზრით, აბანო დაახლოებით სამოცი საუკუნის წინ -ქვის ხანაში არსებობდა. თუმცა ისტორიკოსები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, პირველი აბანო სად გაჩნდა.
ბანაობის კულტურა განსაკუთრებით მაღალ დონეზე ანტიკურ რომში აიყვანეს, სადაც აბანოს პირადი ჰიგიენის დაცვის გარდა, სხვა დანიშნულებასაც გააჩნდა.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ე,წ. რომაული „თერმები“ სხვადასხვა შენობების კომპლექსს წარმოადგენდა, სადაც საკუთრივ აბანოს გარდა -სხვადასხვა ტემპერატურის მქონე სამი აუზის, გასახდელები, სავარჯო დარბაზი, მოსასვენებელი ოთახები, სატრაპეზოები, სპა-პროცედურებისა და მასაჟისთვის განკუთვნილი ოთახები და ბიბლიოთეკებიც კი არსებობდა და ერთი სიტყვით, თანამედროვე „ფიტნეს-ცენტრის“ წინაპარი იყო.
დღეისათვის ბანაობის ტრადიცია აღორძინდა, და აბანოს კარგა ხნით მივიწყებული ტიპები ისევ პოპულარული გახდა თურქული ჰამამი, ფინური საუნა, რუსული აბანო, მექსიკური ტამასკალი, იაპონური ოფურო და სხვა. ამჟამად ადამიანები უკვე ნებივრობენ ჯაკუზებში და იღებენ დიდ სიამოვნებას…



ჯაკუზი მდებარეობს სასტუმრო Palms Casino Resortის “Hugh Hefner”-ის ნომერში, ძირითადი მახასიათებლები – მსახურთუფროსი, მოძრავი საწოლი, სარკირებული ჭერი, და ჯაკუზი, რომლის ხედიც გადაჰყურებს მთლიანად ლას-ვეგასს. ფასი ფასი – დღეში 38 070$

რომანტიკული ჯაკუზი :)

ჯაკუზი-ნავი შეშის ღუმლით – ახალი ჰოლანდიური ტრანსპორტი
ნიდერლანდებში უჩვეულო სატრანსპორტო საშუალება გამოიგონეს – ტრანსპორტი, სახელწოდებით HotTug-ი, ჰიდრომასაჟორიანი აბაზანა-ნავია, რომელიც 8 ადამიანზეა გათვლილი და მისი დაქირავება
როტერდამის არხებში გადასაადგილებლად უკვე შეიძლება.
მსურველს ჯაკუზიში ნებივრობა და მდინარის თვალწარმტაცი ხედით ტკბობა ერთდროულად შეუძლია. ნავი “Hot Tub” ღუმელისგან და პროპელერისგან შედგება. თუმცა, მას ერთი მინუსი აქვს – ნავის წყლით ავსებასა და სასურველ ტემპერატურამდე გაცხელებას 3 საათი სჭირდება.

როგორც ჯაკუზი-ნავის შემქმნელები აცხადებენ, ის 2 ათას ლიტრ წყალს იტევს, რომელიც იქვე დამონტაჟებული შეშის ღუმლით ცხელდება. Hot Tub- ის ღირებულება 13 000 გირვანქა სტერლინგია.



ახალი, მშვენიერი საკრუიზო ლაინერი Seabourn Sojourn–ი, Greenwich–იდან, გაემგზავრა პირველ 14 დღიან მოგზაურობაში. იგი გაჩერდა: შოტლანდიაში, დანიაში, ისლანდიაში, ნორვეგიაში და ნიდერლანდებში. ბილეთი ახალ ლაინერზე ჯდება 3499 ათასი დოლარი (ერთი კაცი). ლაინერს აქვს 225 კაბინა და იტევს 450 ადამიანს; ლაინერზე არის 4 უმშვენიერესი სასადილო, 6 ბარი და კაფე, სპა–სალონი, საცურაო აუზი და რა თქმა უნდა- ჯაკუზი…



ჯაკუზი 21 საუკუნის-სასაცილოა ხომ?




















loading...

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close