არქივი

მთვრალმა კურიერმა 1.35 მილიონიანი ნახატი დაკარგა (ნაწ.II)

294b11d6c4be

საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გამოჩნდა
მას შემდეგ რაც ნახატის თანამფლობელმა ქრისტინმა ნახატების კურიერ ჯეიმს ჰაგრეტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, სასამართლომ დაიწყო საფუძვლიანი გამოძიება ამ საქმისა. აღმოჩნდა რომ ნახატის ერთ-ერთ თანამფლობელს თომას დოილს ჰქონია კრიმინალური წარსული და რომ მას წარსულში მოპარული ჰქონდა ვერცხლის ქანდაკება, რის გამოც იგი 2 წელი ციხეში იჯდა.

ასევე იგი 2 თვე იმყოფებოდა ციხეში მუზეუმიდან წიგნების მოპარვის გამო. ამ ინფორმაციის მოძიების შემდეგ პოლიციამ ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად დაასახელა თომასი, ასევე საეჭვო იყო ის, რომ სწორედ თომასმა დაიქირავა ჯეიმსი ნახატის მისატანად და გამორიცხული არ არის, რომ ეს ქურდობა წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ქრისტინმა საჩივარი ჯეიმსზე არ გამოიტანა, რადგან სწორედ მისი სიმთვრალის გამო მოხდა ნახატის დაკარგვა.

პ.ს. საქმეში თუ რამე ახალი იქნება შეგატყობინებთ

მსგავსი ამბები

Back to top button