კულტურა

System Of a Down აღსდგა !

b1a8628c63d1

სულ ახლახან ისეთი ამბავი შევიტყვე, თქვენთვის-როკის მსმენელთათვის რომ არ მეთქვა არ შემეძლო. ყველანი გაგრძელებაში…

ლეგენდარული და მრავალთათვის საყვარელი ჯგუფის System Of a Down -ის გაერთიანებას ბევრი როკის მოყვარული სულმოუთქმელად ელოდა.. და აი სულ ახლახან, მათ ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მათ, 2011 წელს ექნებათ კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში.
System Of a Down წარმოიქმნა 1994 წელს, კალიფორნიაში. ჯგუფმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და გრემზე არაერთხელ იყვნენ წარდგენილნი სხვადასხვა ნომინაციით, სადაც ერთხელ გაიმარჯვეს კიდეც. ჯგუფმა 1998 წლის შემდეგ 5 ალმობი გამოსცდა. შემდგომ 2006 წელს, წევრებს შორის უთანხმოების შედეგად ჯგუფი დაიშალა და ბევრ მათ თაყვანისმცემელს გული დასწყვიტა. ახლა კი, როგორც გაირკვა ჯგუფი გაერთიანდა. გაერთიანება საბოლოოა, თუ მხოლოდ რამოდენიმე კონცერტისათვის გაერთიანდნენ ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ რაც გვაქვს ჯერ იმით დავკმაყოფილდეთ :)

კონცერტების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის და ბილეთების დასაჯავშნად მოინახულეთ მათი ოფიციალური ვებ გვერდი- http://Systemofadown.com

ახლა კი გთავაზობთ SOAD -ის შემოქმედების რამდენიმე ნიმუშს  :)

System of a down- Spiders

System of a down- Question

System of a down- Deer Dance

System of a down- Chop Suey !

P.S. ჩემი პირველი პოსტია და მკაცრად ნუ განმსჯით :)

წყარო: Http://Systemofadown.com და მე :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button