გასართობისაკითხავიუცნაური

მილიონერი მეეზოვე

75644c2035ee
ჩინეთის ქალაქ უხანში ცხოვრობს ქალი სახელად იუ იუჟენი (Yu Youzhen). მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ საბანკო ანგარიშზე მილიონი იუანი აქვს, თუმცა მაინც მეეზოვედ მუშაობს.

c6150ba7c514

როგორც ამბობენ მდიდრებს უცნაური ჩვევები ახასიათებს, მაგალითად მილიონების გადახდა უსარგებლო ნივთებში, როგორიცაა ოქროს ველოსიპედი ან მტვერსასრუტი, მაგრამ ქალბატონი იუჟენი აშკარად გამონაკლისია. ამ ფაქტს უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ მან მილიონი თავისი შრომის შედეგად შექმნა და არ მოუგია ლატარიაში ან მსგავს გათამაშებაში.

5c42e877012f

ყველაფერი დაიწყო 80–იანი წლების დასაწყისში, როცა მომავალი მილიონერი მხოლოდ ფერმერი იყო. ის ქმართან ერთად მუხლჩაუხრელად მუშაობდა და სოფელში მათი ოჯახი გახდა პირველი, რომელმაც აიშენა სამსართულიანი სახლი. სწორედ ამ პერიოდში უხანში ბევრი ხალხი ჩადიოდა სამუშაოს საძებნელად და ქალმაც დაიწყო ოთახების გაქირავება.

fdc008204787

ცოტა ხანში მან მოახერხა აეშენებინა 3 ხუთსართულიანი შენობა, რომლებშიც პრაქტიკულად ყველა ოთახი გაქირავებული ქონდა. აღსანიშნავია, რომ ის არ იყო ერთადერთი ვინც დაკავებული იყო მსგავსი ბიზნესით. უბრალოდ მისი მეზობლები ფულის ხელახლა დაბანდების მაგივრად ყიდულობდნენ სასმელს ან ნარკოტიკებს, ან აგებდნენ კაზინოში.

653cf3fafbef

ერთხელას ქალი მიხვდა რომ არ სურდა მის შვილებს უპრობლემო გზა გაევლოთ. მან გადაწყვიტა საკუთარ მაგალითზე ეჩვენებინა შვილებისათვის რომ საჭიროა დარჩე მუდამ ადამიანად და რაც არ უნდა ქონება გქონდეს, მუშაობა მაინც აუცილებელი და საჭიროა ამისათვის. 1998 წელს მან განცხადებით მიმართა ადგილობრივ სანიტარულ სამსახურს და მუშაობა დაიწყო მეეზოვედ. და აი უკვე მე–15 წელია ის მეეზოვედ მუშაობს, ღამის სამ საათზე დგება და ალაგებს ერთ–ერთი ქუჩის 3 კილომეტრიან მონაკვეთს.
იუჟენს ყავს ორი შვილი, ბიჭი და გოგო, რომლებიც დღეს საკმაოდ დიდები არიან. ისინი მუშაობენ სამსახურში სადაც მათი შემოსავალი, საშუალო ჩინელის შემოსავლის ტოლია. ბიჭი ტაქსისტია, ხოლო გოგო ოფის მენეჯერი.

6aa1e6d6eaac

მსგავსი ამბები

Back to top button