საკითხავი

COSA NOSTRA

6b0452421f8b

ყველაზე ძველ, მსხვილ და კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას აშშ-ს ტერიტორიაზე წარმოადგენს ”კოზა ნოსტრა”, ”ჩვენი საქმე”.

ეს დაჯგუფება გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ბატონობს აშშ-ს დანაშაულებრივ სამყაროში. მისი ისტორია ბოლო 70 წლის მანძილზე აღნიშნულია უამრავი ალიანსით და გარიგებით. მაფიოზებს შორის თანამშრომლობა და ომები, ძირითადად, ”კოზა ნოსტრას” ფარგლებში მიმდინარეობდა და მხოლოდ ხანდახან – მის პერიფერიებზე. მიზეზი სწორედ ისაა, რომ ”კოზა ნოსტრა” – მთავარი დანაშაულებრივი ორგანიზაციაა.

ამერიკა კოზა ნოსტრამდე…
შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ სანამ ეს უძლიერესი ორგანიზაცია შეიქმნებოდა, აშშ-ს ტერიტორიაზე არ არსებობდა ორგანიზებული ბანდიტური დაჯგუფებები. მათ ძირითადად, ირლანდიელები ქმნიდნენ. ყველაზე ცნობილ ბანდას ეწოდებოდა ”თეთრი ხელი” და მას ხელმძღვანელობდა უილიამ ”ველური ბილი” კოვეტი. ალბათ, ამ ბანდას დასახელება სიცილიური დაჯგუფება ’შავი ხელის” დაპირისპირების პრინციპით მიეცა. ხოლო თვით ეს ”შავი ხელი” წარმოადგენდა იტალიური წარმოშობის ამერიკელტა მომავალი საიდუმლო ორგანიზაციის ”კოზა ნოსტრას” პროტოტიპს. პირველი იტალიური ბანდიტური დაჯგუფების ხელმძღვანელი, აშშ-ს ტერიტორიაზე იყო დონ ჯუზეპე ბატისტა ბალზამო.

დიდი მაფიის დიდი ”დონები”
1886 წლიდან აშშ-მ ოფიციალურად გაუხსნა საზღვარი ევროპელ ემიგრანტებს. დაიწყო ხალხთა დიდი მიგრაცია ”ამერიკული ოცნების” განხორციელების იმედით, მათ შორის ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი იტალიიდან ჩავიდა. აქედან იწყება ქუჩის ომები ირლანდიელებსა და იტალიელებს შორის. XX საუკუნის დასაწყისისთვის იტალიურმა ”კოზა ნოსტრამ” უკვე თითქმის მთლიანად ხელში აშშ-ს დამნაშავეთა სამყაროზე (და არა მარტო მასზე) კონტროლი.
ახლა უკვე თვით იტალიურ კლანებს შორის ატყდა ხანგრძლივი ომი, რომელიც მცირე შესვენებებით 1931 წლამდე გაგრძელდა. ”კოზა ნოსტრას” ”კლასიკურ” ხანად ითვლება ე.წ. ”მშრალი კანონის” ხანა აშშ-ში, როდესაც აკრძალული იყო სპირტიანი სასმელების გაყიდვა (1919-1933 წწ) და უკანონო ვაჭრობით ისეთივე ფული კეთდებოდა, როგორც ახლა ნარკოტიკებზე. სწორედ ამ პერიოდში სრულდება ”კოზა ნოსტრას” სტრუქტურის ცენტრალიზაცია და ყველაფერი ”დიდი დონების” ხელში გადადის – ეს ის დრო იყო, როდესაც ალ კაპონეს, ბაქსი სიგალის, ჰოლანდიეი შულცის, ვიტო ჯენოვეზეს და სხვათა სახელები მსოფლიოში ქუხდა. მაფიამ ყველგან შეაღწია, იგი აკონტროლებდა რიგით მოქალაქეებს და შოუ-ბიზნესს, პოლიციას და მთავრობას, არავის შეეძლო ქუჩაში გავლა ან ბიზნესის მშვიდად წარმოება. 30-იან წლებში ”კოზა ნოსტრას” მიერ პროვოცირებულ ”ქუჩის გარჩევებს” და სხვა სისხლიან საქმეებს ოცი ათასამდე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

”კოზა ნოსტრაში” წესრიდის დამყარება ჩარლი ლუჩიანოს სახელს უკავშირდება. ჩარსლის ”ლაკი” (Lucky) – ბედნიერი უწოდეს, ვინაიდან ყველა საქმიდან გამარჯვებული გამოვიდა, მან შეძლო ”კოზა ნოსტრას” სათავეში მოსვლა და 1933-1962 წლებში უცვლელი დიდი ”დონი” იყო. ლუჩიანო წავიდა კომპრომის რუზველტის მთავრობასთან და გარკვეულწილად მასზე დაიწყო მუშაობა. მას მერე დღემდე ”კოზა ნოსტრა” და აშშ-ს მთავრობა მშვიდ სიმბიოზში არიან, ერთმანეთს ხელს არ უშლიან და ფულს აკეთებენ.

დაჯგუფების სტრუქტურა
არსებობის მანძილზე ”კოზა ნოსტრას” შემადგენლობაში შედიოდა 25-30 ”ოჯახი”. ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან წევრების რაოდენობით და განაწილებულები იყვნენ მთელი აშშ-ს ტერიტორიაზე. ”ოჯახების’ წევრთა რაოდენობა დაახლოებით 5000 ადამიანია. ზუსტი რიცხვის დადგენა ძნელია.
”კოზა ნოსტრა” მოქმედებს როგორც კორპორაცია და არ არის დამოკიდებული თავისი წევრების შემადგენლობის ცვალებადობაზე. ”ოჯახის” მოღვაწეობა არ წყდება მაშინაც, როცა კვდება მისი მეთაური. ”ოჯახს” მეთაურობს (Boss). მას ჰყავს თავისი მოადგილე (Underboss), რომელიც აგროვებს ინფორმაციას და აწვდის მას ბოსს. მოადგილე იღებს ბოსისგან ბრძანებებს და გადასცემს მას ”ოჯახის” სხვა წევრებს. ბოსის არყოფნისას მოადგილე ასრულებს მის ფუნქციებს. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ხდება, რომ ბოსი თვითონ უშუალოდ გადასცემს ბრძანებებს ”ოჯახს”. პრაქტიკულად, ეს პროცესი ყოველთვის დიდი ხნით ადრე დადგენილი სქემის მიხედვით ხდება: ბოსი აძლევს ბრძანებას მოადგილეს – მოადგილე გადასცემს მას ერთ ან რამდენიმე კაპორიჯემეს (კაპიტანს) – ისინი კი ”ოჯახის” რიგით წევრებს. ასეთი სქემა მოფიქრებული იქნა იმისთვის, რომ საფრთხის შემთხვევაში, რომელიც მოსალოდნელი იყო სახემწიფოს მხრიდან, ”ოჯახის” მეთაური – ბოსი ვერ ჩაეგდოთ ხელში. ”ოჯახის” ერთ წევრს ხელისუფლებისთვის რაიმე ჩვენება რომ მიეცა, ეს ჯაჭვი მაინც ვეღარ გაგრძელდებოდა. თუ მოწმედ კაპორიჯემე გამოვიდა, ბოსს დაიფარავს მისი მოადგილე, რამეთუ ”ოჯახის” მეთაური მოადგილედ ყოველთვის ირჩევს მათ, ვინც არასდროს დაარღვევს დუმილის კანონს – ომერტას.
ბოსს ჰყავს აგრეთვე მრჩეველიც – კონსილიერი (Consigliere). იგი იერარქიული კიბის იმავე საფეხურზე დგას, რომელზეც მოადგილე. ისიც ინფორმაციას აგროვებს, დაკავებულია საკადრო საკითხებით. იგი არის ტრადიციების ერთგვარი დამცველი, თვალყურს ადევნებს, რომ არ დაირღვეს პრინციპები, დისციპლინა, რჩევებს აძლევს ბოსს და ”ოჯახის” სხვა წევრებს, სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენითა და პატივისცემით.


”კოზა ნოსტრას” სათავეში დგას უმაღლესი საბჭო, რომელიც ყველა ”ოჯახის” ბოსებისგან შედგება. ამ საბჭოს მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კონფლიქტებს მოგვარება და არაიტალიური წარმოშობის ბანდებთაბ კავშირის დამყარება.
ასეთია ”კოზა ნოსტრას” ზოგადი სტრუქტურა. 30-იან წლებში ამ სტრუქტურას ქმნიდნენ ”დიდი დონები”: ალ კაპონე, სალვატორე მარანზანო და ”მაფიის მამა” – ჩარლი ლუჩიანო.
10 უდიდესი ბოსი, რაც კოსა ნოსტრას ჰყოლია!!!

10 – სალვატორე რიინა
9 – ფრანკ კოსტელო
8 – მაიერ ლანსკი
7 – პოლ კასტელანო, “დიდი პოლი”
6 – ჯოზეფ ბონანო, “ბანანასი”
5 – ალ კაპონე
4 – ჯონ გოტი, “The Teflon Don”
3 – ვიტო ჯენოვეზე, “დონ ვიტო”
2 – კარლო გამბინო
1 – ჩარლი ლუჩიანო

წყარო : join.ge

Back to top button