ვიდეოებირეკორდები

ასტრონავტები

თქვენ რომ ასტრონავტი იყოთ, კოსმოსში ცხოვრება ძალიან უცნაური მოგეჩვენებოდათ. სიარულს ვერ შეძლებდით, რადგან კოსმოსში ძირს ფეხის დადგმა შეუძლებელია. სასმელს ვერ დალევდით, იმიტომ, რომ კოსმოსში სითხეები არ იღვრება. და, რაც მთავარია – იძულებული იქნებოდით საწოლზე მიბმულს დაგეძინათ, რათა ძილში სადმე არ გაფრენილიყავით… ასტრონავტები ის ადამიანები არიან, რომლებიც კოსმოსში მოგზაურობენ. რუსები მათ კოსმონავტებს უწოდებენ. 1961 წელს რუსი კოსმონავტი, იური გაგარინი, პირველი ადამიანი გახდა, ვინც კოსმოსში გაფრინდა. მას შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებიდან ასობით ასტროავტი და ქოსმონავტი – ქალი თუ კაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი – გავიდა კოსმოსში.

მომზადება –
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ასტრონავტი, რომელიც წუთიწუთზე კოსმოსში მისიის შესასრულებლად უნდა გაფრინდეს. სანამ გაემგზავრებით, ბევრი უნდა ივარჯიშოთ და გაიმეოროთ ის დავალებები, რისი შესრულებაც ორბიტაზე მოგიწევთ. ასეთ დროს დიდი დრო უნდა გაატაროთ სიმულატორებში. ეს სპეციალური დანადგარებია, რომლებიც თქვენზე ზუსტად ისე მოქმედებენ, როგორც კოსმოსური ხომალდი. თანაც ეს ყველაფერი დედამიწიდან გაფრენის გარეშე ხდება. თქვენს ყველა დეტალს დაამუშავებთ მისიის მაკონტროლებლებთან, ანუ იმ ცენტრთან ერთად, რომელიც მისიას დედამიწიდან ადევნებს თვალყურს.

თავისუფალი ტივტივი –
როგორც კი გამშვები რაკეტების მუშაობა შეწყდება და თქვენ დედამიწის გარშემო, ორბიტაზე აღმოჩნდებით, სხეული მძიმე აღარ მოგეჩვენებათ. თუ ღვედს გაიხსნით ნელ-ნელა გადმოსრიალდებით სავარძლიდან. აღმოაჩენთ, რომ თქვენს სხეულს წონა საერთოდ არ აქვს! ამას უწონობას ვეძახით. უწონობა ყველაფერზე ახდენს გავლენას, რასაც კოსმოსში აკეთებთ. სასურველია, თუ კოსმოსში ფხვნად საჭმელს არ მიირთმევთ, იმიტომ, რომ ნაფხვენები გაიფანტება და ყველაფერს მოედება. სითხე საწრუპით უნდა დალიოთ, რადგან კოსმოსში არ არის გრავიტაცია, რომლის საშუალებითაც სითხე გადმოიქცეოდა. საპირფარეშოც კი, რომელსაც კოსმოსში იყენებთ, წყლის მაგივრად ჰაერით უნდა “ჩაირეცხოს”.

კოსმოსური მედიცინა –
უწონობა კოსმოსში მხოლოდ თქვენს ქცევაზე არ ახდენს გავლენას. ის თქვენს სხეულზეც მოქმედებს. უწონობა ზემოქმედებს ყურში მოთავსებულ წონასწორობის ორგანოებზე, რის გამოც შეიძლება “ზღვის ავადმყოფობის” შეგრძნება გაგიჩნდეთ. სახე შეგიშუპდებათ, წელი კი დაგიწვრილდებათ და სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრით მოიმატებთ.
თუ კოსმოსში დიდხანს დარჩებით, უწონობის გავლენა უფრო სერიოზული გახდება. იმის გამო, რომ გრავიტაციასთან ჭიდილი აღარ დასჭირდებათ, თქვენი კუნთები მოეშვება და დასუსტდება. ფორმის შესანარჩუნებლად სისტემატიური ვარჯიში მოგიწევთ. იმის გამო, რომ კოსმოსში დიდხანს ყოფნა სერიოზულ შედეგებს იწვევს, ასტრონავტები მონაწილეობას იღებენ სამედიცინო ექსპერიმენტებში. ისინი ცხდილობენ დაადგინონ, თუ რა ზეგავლენას მოახდენს მათ სხეულზე უწონობა.

კოსმოსში სიარული –
სანამ ორბიტაზე იმყოფებით, შეიძლება კოსმოსში გასეირნება მოგიწიოთ. კოსმოსური ხომალდიდან გარეთ გასასვლელად სპეციალური სკაფანდრი დაგჭირდებათ. ის სუნთქვისთვის აუცილებელი ჟანგბადით გაგამდიდრებთ და გიცავთ სიცხის, სიცივისა და ასევე, კოსმოსის საშიში რადიაციისგან. შეიძლება თან ზურგჩანთაც გქონდეთ, რომელზეც პატარა რეაქტიული ძრავები იქნება დამონტაჟებული. ისინი გადაადგილებაში გეხმარებიან.

დამატებით –
რუსმა კოსმონავტმა, ვალერი კოლიაკოვმა, კოსმოსში ყველაზე დოდხანს ყოფნის რეკორდი დაამყარა. ეს რეკორდი დღემდე მას ეკუთვნის. მან 1994 წლის იანვრიდან 1995 წლის მარტამდე, ორბიტაზე, კოსმოსურ სადგურ “მირზე” 437 დღე დაჰყო.

ასტრონავტები კოსმოსში გასეირნებისთვის უზარმაზარ წყლით სავსე ავზში ვარჯიშობენ. ეს მათ ისეთივე უწონობის შეგრძნებას უჩენს, როგორიც კოსმოსში გადაადგილებისას ექნებათ.

კოსმონავტების ვარჯიში (ვიდეო):

GiGii

Nope

მსგავსი ამბები

Close
Close