ახალი ამბებიკრეატივისურათები

უცნაური და საინტერესო ამბები, ნაწილი 26

ყველაზე მდიდარმა მომღერალმა ბრიტნი სპირსიმ მიიღო მონაწილეობა ალექსი ლუბომირსკის (Alexi Lubomirski) ფოტოსესიაში ჟურნალისათვის „Harper’s Bazaar US“ .

1. “ქალი ნინძები”- ვიდეოში ჩანს, თუ როგორი პროფესიონალიზმით ასრულებენ ირანელი ქალები სხვადასხვა, მათ შორის, გრავიტაციულ და უკან ხტომით ილეთებს.


ირანი, ისევე როგორც სხვა ისლამური ქვეყნები, ქალის თავისუფლებასა და მის ქცევებს მკაცრად აკონტროლებს. თუმცა კანონმდებლობაში არაფერია ნახსენები საბრძოლო ხელოვნებაზე.

ნინძის სკოლა ირანში 1989 წელს გაიხსნა. მისი ხელმძღვანელი სენსეი აკბარ ფერაჯი იყო. ამ დროისთვის სკოლას 24 000-მდე წევრი ყავს. მამაკაცებს – ნინძები, ხოლო ქალებს
კუნოიჩი ეწოდებათ. ”ქალი ნინძები” მახვილით ბრძოლას სწავლობენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანელი ქალები სპორტში წარმატებას აღწევენ. 2005 წელს ორმა ირანელმა ქალბატონმა ევერესტი დაიპყრო.

2. თევზი- ადამიანის მჭამელი

ინდოეთის მდინარეში „დიდი კალი“ დაიჭირეს თევზი-მუტანტი, რომელიც ხალხს ხოცავდა; სიგრძეში თევზი აღწევდა დაახლოებით 2 მეტრს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ უზარმაზარ თევზს თვითონ განუვითარდა ადამიანის ხორცის გემო, მას შემდეგ, რაც მან გასინჯა რამოდენიმე ადამიანის გვამი. ინდოეთში, გარდაცვლილთა გვამებს დაკრძალვის მერე, ხშირად ყრიან უბრალოდ წყალში;
რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი მაცხოვრებლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ წყალშო ცხოვრობდა იდუმალი ურჩხული- მონსტრი;


უჩვეულო არსების გამოძიებით, დაკავებული იყო ბიოლოგი ჯერემი ვეიდი (Jeremy Wade).
ინდოელები ყვებიან, რომ ასეთი თევზის სახეობები, როგორიც „მონსტრია“, განაგრძობენ გაზრდას და მოიმატებენ სიგრძეშიც და დაჭერილ თევზ-მონსტრზე უფრო დიდი იქნებიან სიგრძეში;
3. უცნაური ინსტალაცია საუდის არაბეთში

„აბჰა“-ეს არის ქალაქი დასავლეთ საუდის არაბეთში მშვენიერი და ულამაზესი მწვანე ლადშაფტით, რაც მას ძალიან პოპულარულს ხდის ტურისტებისათვის; მათი რაოდენობა აღემატება 1,5 მილიონ ადამიანს და დასვენების დღეებში , უიქენდებზე და ზაფხულის არდადაგებზე ჩამოდიან ამ ადგილას; ახლა, მათი რიცხვი გაიზრდება ქვის ინსტალაციის წყალობით, რომელიც დამონტაჟდება „აბჰას“ მიმდებარე ტერიტორიაზე;

ინსტალაცია არ არის ფარული მნიშვნელობის, უბრალოდ გართობის მიზნით, ხალხის გარკვეულმა ჯგუფმა ამ ადგილას ააშენა ქვის სტრუქტურა, რომელზეც განათავსეს თავიანთი ავტომობილები. ნახეთ ვიდეოც-



ნახეთ ვიდეო:

4. მწვანე კოშკი საფრანგეთში.

საფრანგეთში-მწვანე კოშკის პროექტის იდეა ეკუთვნის არქიტექტორ ედუარდო ფრანსუას (Edouard François).
ფასადს განსაკუთრებულებას სძენს იქ არსებული მცენარეები; ასეთი მცენარეები არ საჭიროებს ბევრ სივრცეს, მხოლოდ საჭიროა მათი ხშირი მორწყვა;
ამ მცენარეების ბუნებრივი შეფერილობა დიზაინის ერთ-ერთი ძირითადი „გასაღებია“.




5. კრტეატიული სავარძელი:

ვფიქრობ, არავინ იტყვის უარს ასეთ კომფორტაბელურ სავარძელზე: ნახეთ სურათები





6. ინდოეთი: ბიჭი 8-კიდურით… ამ ვიდეოში ნახავთ აგრეთვე ბაშვს ერთი ტანით და 2 თავით, ტყუპ ბავშვებს გადაბმული სხეულებით და ა.შ

7. როჩესტერის (ნიუ–ორკი) უნივერსიტეტის ფსიქიატრმა უილფრედ პიჯნიმ დაამტკიცა,რომ ალუბლის წვენი სრულიად უვნებელი საძილე საშუალებაა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჯასაღი ძილის გასაღები ალუბლის წვენში იმალება–გამოკვლევამ ცხადყო, რომ, რომცა ექსპერიმენტის მონაწილეები თითო ჭიქა ალუბლის წვენს დღეში ორჯერ, დილა –საღამოს სვამდნენ და უფრო უკეთ ეძინათ;
ასევე, კოლორადოს უნივერსიტეტის ცნობილმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალუბლის ნაყოფი და ახალგამოწურული წვენი შეიცავს შაქრებს, პექტინებს, ორგანულ მჟავებს,კაროტინს, C, B, PP ვიტამინებს; მასში ასევე უხვადაა სპილენძი, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი და სხვა მინერალური ნივთიერებები.
დამტკიცებულია, რომ ალუბლის წვენი აუცილებლად უნდა გავაზავოთ ანადუღარი წყლით ან შეურიოთ სხვა ხილის წვენი .


საკმარისია, ძილის წინ სულ რაღაც 30 მილიგრამი წვენი მივიღოთ და მშვიდი ძილი გარანტირებული გვექნება.
ესოდენ სასიკეთო თვისებების მიუხედავად, ალუბლის წვენს უკუჩვენებებიც აქვს. მისი დალევა არ შეიძლება მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, გამწვავებული გასტროენტერიტების, კუჭის წყლულოვანი, ასევე, სიმსუქნის ქრონიკული დაავადებების დროს.


ალუბლის ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებს ინგლისელი მეცნიერები ხსნიან მასში ანტოციანინების არსებობით, რომელიც ამ ხილს წითელ ფერს ანიჭებს.
ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბლის მჟავე ჯიშების წყალობით უფრო სწრაფად მოხდება კუნთების აღდგენა მძიმე ფიზიკური დატვირთვების შემდეგ.
არსებული ანტიოქსიდანტები ამცირებენ დაჟანგვით სტრესს, ანუ უჯრედების დაზიანებას, რასაც ადგილი აქვს კუნთებში ძალიან აქტიური მუშაობის დროს.
ასე რომ , მიიღეთ ალუბლის წვენი… გისურვებთ მშვიდ ძილს !
8. ბრიტნი სპირსის ფოტოსესია „Harper’s Bazaar US“ ჟურნალისათვის .

ყველაზე მდიდარმა მომღერალმა ბრიტნი სპირსიმ მიიღო მონაწილეობა ალექსი ლუბომირსკის (Alexi Lubomirski) ფოტოსესიაში ჟურნალისათვის „Harper’s Bazaar US“ .



9. ყველაზე დიდი სურათი სტიკერებისგან. ნახეთ ვიდეო…

უჩვეულო ხელოვნების ნაწარმოების შექმნისათვის დაიხარჯა 350 000 სტიკერი.
პროცესი, რომელიც მოიცავდა 5 თვეს, დაფიქსირებულია ვიდეოზე. ინსტალაცია ამჟამად არის სამხატვრო “Mellisa” გალერეაში , სან პაულო, ბრაზილია.

loading...

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close