უცნაური

ევროკავშირი – განახლებული რომის იმპერია?!

0d423b301ee4

ევროპის კავშირის ჩამოყალიბება დიდ ინტერესს და დისკუსიებს იწვევს როგორც ინგლისში, ასევე მთელ მსოფლიოში. იბადება კითხვა: რით არის გამოწვეული, ჩვენს დროში, 21-ე საუკუნეში, ევროკავშირის, ევროპის იმპერიის შექმნის აუცილებლობა, რომელიც ადრე არასდროს ყოფილა? ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის კავშირი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ რა დგას ყოველივე ამის უკან? არის თუ არა მის შექმნაში რაიმე დაფარული მიზანი?

ევროკავშირის დაფუძნების ძირითადი მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რათა თავიდან აეცილებინათ ომი ევროპაში, რადგან მთელი ისტორიის განმავლობაში ტომები და ერები ეწეოდნენ დამპყრობლურ ომებს საზღვრების გადანაწილების მიზნით. თვით რომაელებმაც კი შესძლეს მცირედი ნაწილის გაერთიანება, მაგრამ ჯერ მათ ხელი შეუშალეს ჰუნებმა და სლავებმა, ბოლოს კი გერმანულმა ტომებმა გაანადგურეს. ვერც კარლოს დიდმა, ვერც ნაპოლეონმა, ვერც ჰიტლერმა, მიუხედავად მათ ხელთ არსებული შესაძლებლობებისა და ძალებისა, ვერ შესძლეს მიეღწიათ ამ კავშირისთვის.

და მაინც, რა დგას გაერთიანებული ევროპის სახელმწიფოს უკან? ეს შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა თვალსაზრისით: პოლიტიკურით, სოციალურითა და ეკონომიკურით. მაგრამ საჭიროა ასევე გავითვალისწინოთ ბიბლიური განმარტება, რადგან, ევროპის კავშირი ხომ იმის განხორციელებაა, რაც ბიბლიურ წინასწარმეტყველთა მიერ ჯერ კიდევ 3000 წლის წინათ იყო ნაწინასწარმეტყველევი. საჭიროა სწორედ ამ ასპექტის გამოკვლევა და განხილვა იმისა თუ რას ამბობს ბიბლია გაერთიანებული ევროპის შექმნის შესახებ.

XX საუკუნის მიწურულის მოვლენები მოწმობდნენ არა მარტო ისეთი ზესახელმწიფოს დაშლაზე, როგორიც საბჭოთა კავშირია, – არამედ, კომუნიზმისა საერთოდ. ჩვენ თანდათანობით ვიწყებთ იმის შეგნებას, რომ ისტორიაში, უკიდურეს შემთხვევაში, ბოლო 4000 წლის განმავლობაში, არსებობდნენ მთელი რიგი იმპერიები და სამეფოები. XX საუკუნის დასაწყისში კი ახალი, კომუნისტური იმპერიის აღორძინების მოწმენი გავხდით, რომელიც აკონტროლებდა მთელი დედამიწის 1/3-ს.

შემდეგ, იმავე ასწლეულის მეორე ნახევარში დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის თანდათანობითი დაშლა, რომელიც თავის დროზე ასევე ფლობდა მთელი დედამიწის 1/3-ს. კომუნიზმის დაცემის შემდეგ, პოლიტიკაში გაბატონებული მდგომარეობა იპყრო ამერიკამ, მაგრამ ამავე დროს ჩნდება ახალი ძალა – ევროპის იმპერია. და აქ სიტყვა “იმპერია” შემთხვევით როდია გამოყენებული.

რა არის ევროკავშირი? ეს არის უბრალოდ სოციალური, ეკონომიკური და კომერციული ერთობა? იქნებ პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც ემუქრებოდა მსოფლიოს, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს, და ადრინდელ იმპერიებშიც არსებობდა? მოდი, განვიხილოთ ეს ყოველივე დეტალურად. თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმას თუ რას ამბობს ბიბლია. როგორც უკვე ვთქვი, მსოფლიო იმპერიები ერთიმეორეს ცვლიდნენ, და ამის ყველაზე ზუსტ განსაზღვრებას სწორედ ბიბლიაში ვპოულობთ.

მრავალს ჰგონია, რომ ეს არის წიგნი, რომელიც გადმოსცემს ისტორიას ან მომავლის წინასწარმეტყველებას და დარწმუნებულია, რომ რაც ბიბლიაში წერია, მხოლოდ მომავალში უნდა აღსრულდეს და არა ჩვენს დღეებში. ჩვენ კი დავამტკიცებთ, რომ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როდესაც წინასწარმეტყველებანი პირდაპირ ჩვენს თვალწინ სრულდება…

დანიელის წინასწარმეტყველებაში გადმოცემულია ნაბუქოდონოსორის სიზმარი, რომლის განმარტება ვერავინ შესძლო დანიელის გარდა. ნაბუქოდონოსორმა იხილა კერპი, რომელსაც ჰქონდა ოქროს თავი, ვერცხლის მკერდი, ბრინჯაოს თეძოები, რკინის ფეხები და ტერფები რკინისა და თიხის ნარევისგან.

დანიელმა ეს ხილვა შემდეგნაირად ახსნა: კერპი ეს ხუთი იმპერიაა, რომლებიც მიყოლებით შეცვლიან ერთმანეთს. თავი ნაბუქოდონოსორის იმპერიაა; შემდგომი, “ვერცხლის” იმპერია, რომელიც დანიელმა იხილა, მიდიურ-სპარსულ იმპერიად იწოდება; ბრინჯაოს იმპერია – ბერძენთა ბატონობაა, რკნისა კი – რომია.

საინტერესოა, რომ დანიელის წინასწარმეტყველებამ უკვე მაშინვე დაიწყო აღსრულება. პირველი ოთხი იმპერია ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა და ქრებოდა მთელი ბიბლიური პერიოდის განმავლობაში, ხოლო რომის იმპერიამ (“რკინის ფეხებმა”) ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნემდე გასძლო და საბოლოოდ დაიშალა.

მაშ, სად იმყოფება ეს განახლებული რომის იმპერია?

ერთადერთი წინასწარმეტყველება, რაც აღუსრულებელი დარჩა კერპის “ტერფებია”, რომელიც რკინისა და თიხისგან შედგებოდა. მრავალი მეცნიერი, რომელიც ცდილობდა ბიბლიის წინასწარმეტყველებათა განმარტებას, მიიჩნევდა, რომ რკინა და თიხა – ეს კვლავ აღდგენილი რომის იმპერიაა, მაგრამ რადგან ეს კომპონენტები ერთმანეთს არ ერევა, ვარაუდობენ, რომ ამ სახელმწიფო, არ ექნება მყარი ერთობა და დაინგრევა. ნაბუქოდონოსორის ხილვაში არის გაფრთხილება იმაზეც, რომ ამ ტერფებს დაანგრევს ლოდი – იესო ქრისტე, როდესაც მეორედ მოვა დიდებითა და ბრწყინვალებით, ურიცხვ ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად.

ახლა მივაყურადოთ ახალ აღთქმას. გამოცხადების 17-ე თავში ნახსენებია მისტიკური ფიგურა, რომელსაც შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი “დიდი ბაბილონი” (გამოცხ. 17:5). და ამ საიდუმლოს ფარდა სწორედ ბოლო ჟამს აეხდება.

როგორც უკვე ვთქვით, პირველი იყო ნაბუქოდონოსორის იმპერია, რომელიც მიდიელებმა და სპარსებმა დაანგრიეს. და სად? ბაბილონში. თავის მხრივ, მიდიურ-სპარსული იმპერია დაამხეს ბერძნებმა ალექსანდრე მაკედონელის მეთაურობით და იცით სად? ისევ ბაბილონში. ბერძნული იმპერია გაანადგურეს რომაელებმა და ეს ისევ ბაბილონში მოხდა. მაგრამ ვინ გაანადგურებს რომის იმპერიას? პასუხი, ცხადია, არსებობს. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ არ უნდა მივიღოთ სერიოზულად ის, რომ რომის იმპერია საერო ძალაუფლებისადმი მიდრეკილების გამო დაიშალა და საკმაოდ დამოკიდებული გახდა საკუთარ სტრუქტურებზე, კანონსა და უზომო ბიუროკრატიაზე. ფიზიკურად რომის იმპერია გაანადგურეს გერმანულმა ტომებმა და არა ბაბილონში, არამედ ევროპაში. ბაბილონის ნაწილი გერმანიაში გადაბარგდა, თუმცა ეს XIX საუკუნის ბოლოს მოხდა. დღეს ბაბილონის ნიშნები შეგვიძლია ვნახოთ არა მარტო თანამედროვე ერაყში, არამედ გერმანიაშიც. ქვემოთ მას განსაკუთრებულად შევეხებით და ამიტომაც, ამჯერად ყურადღება მივაპყროთ სტრასბურგს; დავაკვირდეთ დღევანდელ ევროპას, ვნახოთ ევროპის პარლამენტის ორი ცენტრიდან ერთ ერთი – სტრასბურგი, – რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ეკუთვნოდა გერმანიას, ახლა კი საფრანგეთის ტერიტორიაზეა.

დავაკვირდეთ სტრასბურგში მდებარე ევროკავშირის პარლამენტის შენობას. მისი პროექტის საფუძვლად აღებულია ბრიუგელის ტილო (იხ. სურ 1), რომელზეც გამოსახულია ბაბილონის დაუმთავრებელი გოდოლი. ევროკავშირის პარლამენტის შენობაც ისეა აშენებული, დაუმთავრებელის შთაბეჭდილება რომ დატოვოს. დავაკვირდეთ შენობის ჩონჩხს. ზემოთ ჩანს რგოლები, რომლებიც შენობის დაუმთავრებლობის შთაბეჭდილებას ტოვებენ, სინამდვილეში მთელი ეს არქიტექტურა ჩაფიქრებულია, როგორც დაუმთავრებელი შენობის იმიტაცია, სინამდვილეში კი ის დამთავრებულია და დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებს. ასე, რომ ეს არის ევროპარლამენტის სრულიად დამთავრებული და ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღჭურვილი შენობა, რომელიც მოქმედებაშია! მისი მშენებლობა დასრულდა 2000 წლის დეკემბერს და მისი მშენებლობა 8 მილიარდი ფუნტი სტერლინგი, ანუ 12 მილიარდი დოლარი დაჯდა.

0380dae23c24
8871670dc68f

ეს არის მცდელობა აჩვენონ ბაბილონის გოდოლის დაუმთავრებლობა. მაგრამ, ეს ხომ ბაბილონი არ არის, ეს სტრასბურგია ევროპის კავშირში!

რამდენიმე წლის წინათ ევროპელი პოლიტიკოსები რეკლამას უკეთებდნენ ევროპის კავშირის შექმნის იდეას და ევროპული ქვეყნების ყურადღება რომ მიეპყროთ, გამოსცეს სარეკლამო პლაკატი, რომელიც შექმნილია ცნობილი მხატვრის, პიტერ ბრიუგელის “ბაბილონის გოდოლის” მიხედვით, რომელიც მან 1563 წელს შექმნა (იხ. ნახ. 1). სწორედ ეს ნახატი დაედო საფუძვლად შემდგომ ევროპის პარლამენტის შენობას. პლაკატზე გამოსახულია ბაბილონის გოდოლი და დევიზი ფრანგულ ენაზე: “მრავალი ენა – ერთი ხმა”, რომელიც ამახინჯებს ბაბილონზე გამოტანილ ღმრთის მსჯავრს. ამ პლაკატზე ევროპის დროშაზე ხუთქიმიანი ვარსკვლავები გადმობრუნებულია! მაგრამ, რატომ? ეს ხომ ცნობილი ოკულტური ნიშანია, და ამგვარი ვარსკვლავში თვით ეშმაკის რქები და წვერი იხილვება?!

30ccccdd6cf3
მაშ რას წარმოადგენს თვით ბაბილონი? როგორც ბიბლია გვამცნებს, ეს ქალაქი წარღვნის შემდეგ ნოეს ერთ ერთმა შთამომავალმა, ნიმროდმა ააშენა. ადამიანები გაერთიანდნენ, რათა სახელი გაეთქვათ, გაეძლიერებინათ თავიანთი ძალაუფლება და აეშენებინათ დიადი ქალაქი დიდი გოდოლითა და ტაძრით მის ცენტრში. ეს ქალაქი იწოდა ბაბილონად. გოდოლი წარმოადგენდა ღმრთის წინააღმდეგ აჯანყების სიმბოლოს, მას ზეცამდე უნდა მიეღწია და დაემტკიცებინა, რომ ღმერთი არ არსებობს. ხოლო, თუკი არსებობს, გოდოლი იმდენად მაღალი უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანებს შესძლებოდათ თავიდან აეცილებინათ მეორე წარღვნა – სასჯელი ცოდვებისთვის. მაგრამ, ღმერთმა დაანგრია ბაბილონის გოდოლი და ქალაქსაც ღმრთის მოწინააღმდეგის სახელი დაუმკვიდრდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 586 წელს თვით აბრაამის შვილებიც კი წარტყვევნილ იქნენ ბაბილონს თავიანთი ცოდვებისთვის.

ამრიგად, ევროკავშირის მიზანი მდგომარეობს იმის დასრულებაში, რაც სამი ათასი წლის წინათ წამოიწყეს ადამიანებმა ნიმროდის მეთაურობით და ვერ შესძლეს თავიანთი განზრახვის ბოლომდე აღსრულება. რას მიაღწიეს მათ? ააშენეს თუ არა გოდოლი? თუ ადამიანები იმისთვის გააერთიანეს, რათა ღმრთისთვის აემხედრებინათ, ხოლო ცოდვა და ვნება ცხოვრების ნორმალურ წესად გამოეცხადებინათ?

ევროკავშირის პარლამენტის შენობა წარმოადგენს ადამიანური ამპარტავნებისა და ჯანყის სიმბოლოს ღმრთის წინააღმდეგ; ადამიანთა ცოდვებისთვის დანგრეული ქალაქისა და გოდოლის სიმბოლოს! თანამედროვე გოდოლი – ეს არის ტაძარი, XXI საუკუნის ადამიანთა ერთობის სიმბოლო, რომელსაც უნდა გააცხადოს: “ღმერთი მოკვდა, მოდი საკუთარ ღმერთებს ვეთაყვანოთ!”

დანიელის მიერ შორეული მომავლის ხილვა, რომელიც მას ბაბილონში მიეცა, წინასწარმეტყველებს რომის იმპერიის განახლებასა და მის ფინალს, რომელსაც ღმერთი დაანგრევს.
ჩვენ თვალი გადავავლეთ ევროკავშირსა და ბაბილონს შორის არსებულ სულიერ კავშირს; მაგრამ, სწორედ სტრასბურგში ვხედავთ პირველ კავშირს რომთანაც, რომის იმპერიის განახლებასთან.

ვიცით, რომის იმპერია დაეცა V საუკუნეში, ჩვენ კი XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, შუალედი 16 საუკუნეა. სად უნდა მოვიაზროთ ეს იმპერია მთელი ამ ხნის განმავლობაში? ცნობილია, რომ რომის იმპერია IV საუკუნეში ორად გაიყო: დასავლეთად (დედაქალაქი რომში) და აღმოსავლეთად (დედაქალაქი კონსტანტინოპოლი. თანამედროვე სტამბოლი). ამ მოვლენის შედეგად მოხდა განხეთქილება და რომის პოლიტიკური ძალაუფლების ნაწილობრივი დაცემა. მართალია, კონსტანტინეს დაბრუნების შემდეგ სულიერი ძალაუფლება შენარჩუნდა, მაგრამ მოგვიანებით, როგორც პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო უთანხმოებანი, რომელიც საბოლოოდ დასავლეთსა (კათოლიკური ეკლესია) და აღმოსავლეთს (მართლმადიდებლური ეკლესია) შორის დიდი განხეთქილებით დასრულდა.

ამრიგად, რომის იმპერია სრულიად როდი გაქრა. “რკინის ფეხები” დღემდე შემორჩა, ხოლო მათი ძალაუფლება გადაეცა ეკლესიას, რომელიც თაობიდან თაობამდე დასავლელ “თავადებს” – ეპისკოპოსებს გადაეცემოდა (განსაკუთრებით გერმანიაში); ეს ძალაუფლება შენარჩუნდა ასევე ვატიკანის მეშვეობით, რომელმაც ევროპაში დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც კი მოიპოვა. ბოლო 50 წელი, ახალი იმპერია, რომელიც დაეფუძნა “რომის ხელშეკრულებას” და მრავალი ერისგან შედგება, სულიერადაც გაერთიანდა და გარდაიქმნა ახალ, უკანასკნელ იმპერიად – ეს არის “რკინისა და თიხისგან შემდგარი ტერფები კერპისა”, რომლის შესახებაც დანიელი წინასწარმეტყველებდა.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ მარტინ ლუთერმა პირველმა გაწყვიტა კავშირი რომის ეკლესიასთან, ხოლო შემდეგ, ჰენრი VIII ბრიტანეთში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე გაწყვიტა გაწყვიტა კავშირი რომთან და პროტესტანტული მოსაზრებებით, რომლებიც დღემდე ქმედითია, ანგლიკანური ეკლესია დააფუძნა.

XVI საუკუნეში მომხდარი გაყოფა ბრიტანეთსა და რომს შორის იმ მოუშუშებელ ჭრილობად რჩება, რომლის გამოც ევროკავშირში დღემდე არ არის სრული თანხმობა, არამედ ვიხლიჩებით ამერიკასა და ევროპის კავშირს შორის. შესაძლოა ეს იყოს გადამწყვეტი ფაქტორი – იქნებ ღმერთი თავისი სიბრძნითა და განგებულებით ამ პროცესს იმისკენ მიმართავს, რათა ევროპის კავშირის მომავალი კლანჭებისგან გვიხსნას? განა უცნაური არ არის, რომ 4 საუკუნის განმავლობაში ეს პრობლემა ერთდროულად იყო სულიერ-პოლიტიკური პრობლემა? განა უცნაური არ არის, რომ დღემდე არ წყდება დებატები პოლიტიკურ კავშირთან და პროტესტანტულ და კათოლიკურ ეკლესიათა შორის გაერთიანებასთან დაკავშირებითაც?

“რკინის ფეხები” თიხაშერეული რკინის ტერფებად გადაიქცა, რაც მიანიშნებს შეუთავსებელ შეხამებაზე განახლებული იმპერიისა, რომელიც განწირულია და განადგურდება არა კაცთა ხელით, არამედ ქრისტეს მიერ, მისი მეორედ მოსვლის დროს, როდესაც ის განიკითხავს ცოდვილთა და მართალთ, რათა დააფუძნოს არა ათასწლოვანი რეიხი, რომელზეც ჰიტლერი ოცნებობდა, არამედ ზეციური სუფევა, რომლის მმართველიც თვით ჩვენი უფალი, იესო ქრისტე იქნება.

064d8c9c73b0

თუ მცირედი მაინც იყო თქვენთვის საინტერესო მე-2 რე ნაწილსაც დავდებ.

წყარო: http://www.apocalypse.ge/

donxn1k

დაინტერესებული ვარ ucnauri.com ით

მსგავსი ამბები

Back to top button