ლონდონის მეტრო 150 წლისაა
რკინიგზის მშენებლობა დაიწყო დიდ ბრიტანეთში მე-19 საუკუნის დასაწყიში.მალე დედაქალაქ ლონდონში უკვე რვა დამოუკიდებელი სადგური იყო: ლონდონ ბრიჯი (London Bridge), იუსტონი (Euston), პედინგტონი (Paddington), კინგს კროსი (King’s Cross), ბიშოფსგეითი (Bishopsgate) და ვატერლოო (Waterloo).მეტრომ უშველა ქალაქს გადატვირთვისგან:იმხანად საკმაოდ დიდი საცობები იყო. მეტროს ქსელის აგება რამდენიმე წლით უსახსრობის გამო შეჩერდა., თუმცა სამუშაოები განახლდა 1860 წლის თებერვალში ინჟინერ ჯონ ფოულერის ხელმძღვანელობით.ლონდონის მეტროპოლიტენი 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. ის მსოფლიოში პირველი საქალაქო მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემაა მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი. გახსნიდან სულ მოკლე ხანში მეტრომ დღიურად 26 000 მგზავრის გადაყვანა დაიწყო.შემდეგომ ხანებში პირველი მიწისქვეშა სამგზავრო რკინიგზა განვითარებას არ წყვეტდა და აი დღეს ,მას უკვე 150წელი შეუსრულდა. იხილეთ ფოტოები