არქივი

გამოსადეგი საიტები და საინტერესო ვებგვერდები (ნაწილი 1)

d91e7cf2f279

სასარგებლო საიტები რომელთაც შეგიძლიათ ეწვიოთ და მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე, გვერდები , რომლებიც დაგეხმარებათ და შესაძლებლობას მოგცემთ აღმოაჩინოთ უამრავი საინტერესო რამ, რისი ნახვაც და გაკეთებას ინტერნეტში შეგიძლიათ

http://whatthefuckshouldimakefordinner.com/

807b546c7638
როცა გშიათ და არ იცით რა შეჭამოთ, ეს საიტი დაგეხმარებათ საჭმლის შერჩევაში. თუ შემოგთავაზეს ის, რისი დაგემოვნებაც მოგინდებათ, შეგიძლიათ რეცეპტი ტექსტზე მაუსის დაჭერით ნახოთ.(NSFW)

 

 

https://www.screenr.com/

525236b17bf5
ამ საიტის მეშვეობით ძალიან მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ გადაუღოთ თქვენს მონიტორს სურათი ან ვიდეო და გააზიაროთ ის.

 

 

http://www.skyscanner.net/

1812b6de0771

 

თუკი აპირებთ მოგზაურობას ეს საიტი დაგეხმარებათ იმაში, რომ გაიგოთ ფრენის თარიღი,ფასი და სხვა ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მაშტაბით მაშინაც, კი თუ არ იცით სად აპირებთ გამგზავრებას. მონაცემების ნახვის შემდეგ შეგიძლიათ უფრო ადვილად მიიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში გაფრინდებით.

 

 

 

http://www.timeanddate.com

927036cde4ae
თუკი გაინტერესებთ რამდენი დრო გავიდა ერთი თარიღიდან მეორემდე, ეს საიტი სწრაფად და ზუსტად გამოგითვლით წლების, დღეების თუ საათების რაოდენობას.

 

 

 

http://www.writewords.org.uk

84305e2006d8

 

თუკი გაინტერესებთ რამდენჯერ გამოიყენეთ ესა თუ ის სიტყვა თქვენს თემაში/წერილში შეგიძლიათ ესტუმროთ ამ საიტს და უბრალოდ დაკოპირებული ტექსტი ჩასვათ ჩარჩოში.

 

 

http://rasterbator.net/

a30ac1b2608a

 

გააკეთეთ პოსტერი ნებისმიერი სურათისგან და შემდეგ ამობეჭდეთ ის

 

 

 

http://agoodmovietowatch.com/

8b5e31c71811

 

თუკი გსურთ ფილმის ყურება და არ იცით რომელს უყუროთ, ეს საიტი დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

 

 

 

http://ripetrack.com/

567f61445858

 

გაიგეთ რომელ თვეს არის თქვენი საყვარელი ხილის/ბოსტნეულის დამწიფების პიკი, ანუ როდისაა ის ყველაზე ნოყიერი და გემრიელი

 

 

https://www.duolingo.com/

3ce5e491f02b

 

ეს საიტი არაჩვეულებრივია თუკი თქვენ გინდათ ახალი ენის შესწავლა. ვებგვერდი გვთავაზობს ფრანგული, გერმანული, ესპანური და სხვა ენების შესწავლას მარტივად და სახალისოდ. შეიცავს მოსმენის დავალებებსაც. ახალი ენის ათვისება თუ გინდათ, ეს საიტი ამისათვის ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელია.

 

 

https://www.goodreads.com/

f8aef1ec9880

 

თუ თქვენ გიყვართ წიგნების კითხვა, ეს ვებგვერდი თქვენთვის ზედგამოჭრილია. თქვენ შეგიძლიათ აქ ჩაწეროთ თქვენი წაკითხული წიგნები, შეაფასოთ ისინი, დატოვოთ მასზე კომენტარები, იპოვოთ ციტატები, ითამაშოთ ქუიზები  და ა.შ. რამდენიმე წიგნის ჩაწერის შემდეგ საიტი თავად გაგიწევთ რეკომენდაციას და შემოგთავაზებთ წიგნებს. შესაძლებელია მეგობრების დამატებაც და წიგნის წაკითხვის შემდეგ გამოცდილების გაზიარება. ამავდროულად თქვენ შეგეძლებათ გამოიწვიოთ საკუთარი თავი და ჩაწეროთ იმ წიგნების რაოდენობა, რის წაკითხვას შემდეგ წლამდე აპირებთ.

 

 

http://www.twofoods.com/

6583440ae8ab

 

თუ ვერ გადაწყვიტეთ 2 სახის საჭმლიდან/ხილიდან რომელი ჭამოთ, შეგიძლიათ საიტზე გადახვიდეთ და ჩაწეროთ მათი სახელები. ვებგვერდი მათ შეადარებს (კალორიების, პროტეინებისა და ცხიმების შემცველობით და ა.შ) ,რაც გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას.

 

http://www.facebook.com/profile.php?=743264506

4884c3429309
ეს საიტი ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გადაიყვანს, შეგიძლიათ მეგობრების მოსატყუებლად გამოიყენოთ

 

 

http://gifprint.com/

1a3e1a25e448
ამ საიტზე შეგიძლიათ განათავსოთ ანიმაციური სურათი, შემდეგ კი ვებგვერდი შემოგთავაზებთ PDF ფორმატის ფაილს, რომლის ამობეჭდვის შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ გააკეთოთ “ანიმაცური წიგნი”

 

 

http://www.manualslib.com/

6881071c5bc9
ამ საიტზე შეგიძლიათ გადმოწეროთ და წაიკითხოთ ნებისმიერი წიგნი თუ დოკუმენტი.

მსგავსი ამბები

Back to top button