გართობა

უცნაური ექსტრემი

bca966bd689c
გთავაზობთ ვიდეოებს ექსტრემის საკმაოდ უცნაურ და ამავდროულად მარტივ სახეობაზე, მანამდე კი მათ შესახებ ორი სიტყვით გაგესაუბრებით.

პირველი ნაწილისთვის შევარჩიე ე.წ. მოპედის კარუსელი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული ექსტრემალური სახეოებაა. მისი არსებობა სათავეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70_იანი წლებში იღებს. თავიდან კარუსელის სწრაფად დასატრიალებლად საკერავი მანქანის ან რაიმე სხვა საშუალების მატორს იყენებდნენ, შემდეგ კი ეს საშუალებები მოპედის ბორბალმა შეცვალა. დღესაც სწორედ მოპედის ბორბალი წარმოადგენს კარუსელის სწრაფად მოძრაობის საშუალებას.

ამ ექსტრემალურ სახეობას ბევრი მიმდევარი და ამავდროულად ბევრი დაზარალებულიც ჰყავს. ამ “თამაშში” მონაწილე ბევრი ადამიანი კარგავს გონს ან კარუსელიდან ვარდება და შავდება. ტრავმატოლოგიურ სავადმყოფოშიც ხშირად მიყვანიათ ამ სახეობისგან დაზარალებული ადამიანები, მაგრამ რაც მთავარია ეს ექსტრემალური სახეობა მარტივად შესასრულებელი და სხვა ექსტრემალურ სახეობებთან შედარებით სასიკვდილო საფრთხეს არ წარმოადგენს.

ახლა კი გთავაზობთ ვიდეოებს, რომლებსაც “მოპედის კარუსელის” მიმდევრები ხშირად ტვირთავენ ვიდეოპორტალებზე.



მსგავსი ამბები

Back to top button