უცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 5

dark stairs

1.საბედისწერო იარაღი
ჯეისონ სანდერსი თავისი მანქანით კოლეჯში ბრუნდებოდა როცა მანქანა გაუფუჭდა და იძულებული გახდა პატარა ქალაქში გაჩერებულიყო. მანქანა შემკეთებელთან მიიყვანა, მან კი უთხრა, რომ მანქანა საკმაოდ დაზიანებულიყო და ძვირი დაუჯდებოდა მისი შეკეთება. ხელოსანმა 400 დოლარი მოითხოვა. ჯეისონს ამდენი ფული არ ჰქონდა. აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო კოლეჯში. ჯეისონმა გადაწყვიტა მშობლებთან დაერეკა. დარეკა კიდეც.მამამ უპასუხა, მაგრამ ჯეისონმა ყურმილი დაკიდა. მისი დედა კიბოთი იყო ავად. მამა უკვე საკმაოდ ასაკიანი იყო. მას ისედაც აწუხებდა, რომ მშობლები კოლეჯის ფულს უხდიდნენ, არ უნდოდა კიდევ 400 დოლარი ეთხოვა მანქანისთვის.
უკვე ღამე იყო. ჯეისონი ბაღში სკამზე იჯდა და სვამდა. არ იცოდა რა ექნა, როგორ ეშოვა ფული. ამ ფიქრებში რომ იყო, სკამის ფეხთან ბალახებში რაღაც შენიშნა. იარაღი აღმოჩნდა. ჯეისონს ძალიან გაუკვირდა, როგორ გაჩნდა ბაღში, სკამთან იარაღი. მანამდე მას არასდროს სჭერია ხელში პისტოლეტი. ახლა კი თავში ათასნაირი აზრი უტრიალებდა. მთავარი იყო ის 400 დოლარი ეშოვა როგორმე. ჯეისონი მაღაზიაში შევიდა. პისტოლეტი ჯიბეში ედო. მართალია უკვე საკმაოდ გვიან იყო, მაგრამ მაღაზიაში მყიდველები კვლავ შემოდიოდნენ. მხოლოდ გამყიდველი და ერთი მყიდველიღა იყვნენ დარჩენილები, როცა ჯეისონმა გადაწყვიტა ფული მოეთხოვა გამყიდველისთვის. მას არ სურდა ვინმესთვის რამე დაეშავებინა, მხოლოდ 400 დოლარი სჭირდებოდა. ჯეისონი სალაროსკენ რომ წავიდა, მყიდველი მობრუნდა. ჯეისონი ადგილზე გაშეშდა, მამამისი დაინახა. მყიდველი მაღაზიიდან გავიდა. ჯეისონმა თავისი განზრახვა ვერ განახორციელა. იგი გაოგნებული იყო, საიდან გაჩნდა მამამისი აქ, როცა ცოტა ხნის წინ სახლში იყო, 5 000 მილის დაშორებით, ტელეფონზეც უპასუხა. მაშ, აქ ვერ იქნებოდა, ჯეისონს უბრალოდ მოეჩვენა. რამდენიმე საათის შემდეგ, ჯეისონი დამშვიდდა, გადაწყვიტა რომ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო. მაღაზიაში მხოლოდ გამყიდველიღა იყო. იფიქრა, სწორედ ახლაა მოქმედების დროო. იარაღი ამოიღო და გამყიდველთან მივიდა, დაუყვირა ფული მომეციო. გამყიდველი ზურგით იდგა, რომ შემობრუნდა ჯეისონმა თვალებს არ დაუჯერა. მის წინ კვლავ მამამისი იდგა. ჯეისონი მაღაზიიდან გავარდა, სატელეფონო ჯიხურში შევარდა, მამასთან რეკავდა. მამამ უპასუხა. ის სახლში იყო. ჯეისონმა შვებით ამოისუნთქა. მამამ ჰკითხა ჯეისონს კარგად იყო თუ არა, ხომ არ სჭირდებოდა მისი დახმარება. ჯეისონს გაუკვირდა, მამამ უთხრა რომ სულ ახლახანს ცუდი სიზმარი ნახა, თითქოს ჯეისონს მანქანა გაუფუჭდა, მის გასაკეთებლად ფული არ ჰქონდა, იარაღი იპოვა და მაღაზიის გაძარცვას აპირებდა. მამამ თქვა, რომ სწორედ ჯეისონის ზარმა გააღვიძა. ბიჭი გაოგნებული იყო. მამამ გამოუგზავნა 400 დოლარი. ჯეისონი მშვიდობიანად გაემგზავრა კოლეჯში და არ ჩაიდინა ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომა თავის ცხოვრებაში. მაგრამ გაუგებარია, როგორ დაესიზმრა ჯეისონის მამა, ზუსტად ის რაც ხდებოდა ჯეისონის თავს. იყო თუ არა მისი სიზმარი კავშირში ჯეისონის ხილვებთან?!…..

2.ძველი ჩანთა
ეს ამბავი რომ მოხდა 15 წლის ვიყავი. ჩემმა ძმამ სტუდენტურ კონკურსზე გაიმარჯვა და საზღვარგარეთ უშვებდა უნივერსიტეტი სასწავლებლად. ჩემი ძმა და მშობლები ძალზე გახარებულები იყვნენ, მეც მიხაროდა ჩემი ძმის წარმატება და ისიც რომ მისი ველოსიპედი და კომპიუტერი მე დამრჩებოდა.
გამგზავრებამდე ორი დღე იყო დარჩენილი. ჩემს ძმას ყველა საბუთი მოწესრიგებული ჰქონდა, თვითმფრინავის ბილეთიც ნაყიდი. ჩემოდნები რომ ჩაალაგა, საბუთები გადაათვალიერა და აღმოაჩინა რომ მისი პასპორტი არ იყო. ბევრი ვეძებეთ. მთელი ორი დღე ვეძებდით მის პასპორტს მთელი ოჯახი და მეზობლებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ ვერსად ვნახეთ. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. ორ დღეში პასპორტს არავინ მისცემდა და ჩემი ძმა ვერ წავიდოდა სასწავლებლად უცხოეთში. ნიკა ისეთ დღეში იყო დანა პირს არ უხსნიდა. ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა რომ პასპორტს ვიპოვიდით. დედამ ყველგან დარეკა და ყველგან მივიდა, სადაც კი ნიკა შეიძლება ყოფილიყო იმ დღეებში. სადარბაზოსა და ქუჩაშიც კი ვეძებდით. განვაცხადეთ პოლიციაში, მაგრამ ყველა ცდა უშედეგო იყო.
ის დღე იყო ნიკა, რომ უნდა გაფრენილიყო. მე გამეღვიძა. მესმოდა დედას და ნიკას ლაპარაკი. პასპორტი კიდევ ვერ ეპოვათ. ნიკა ძალიან განერვიულებული და გაბრაზებული იყო, დედას უყვიროდა, თითქოს დედამ დაკარგა პასპორტი. არაფერი აღარ მინდაო ამბობდა.
მეც განვიცდიდი ნიკას ამბავს, საწოლიდან გადმოყუდებული ვიყავი და იატაკს დავშტერებოდი. ვფიქრობდი, ნეტა ეხლა აქ გაჩნდებოდეს-მეთქი ნიკას პასპორტი. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიწექი, მაგრამ იატაკს რომ ვუყურებდი უცებ ჩემს თვალწინ, არც მეტი არც ნაკლები, გაჩნდა ბებოს ძველი დახეული ჩანთა, რომელსაც ბებო ხმარობდა ცოცხალი რომ იყო. მე ისეთი განცვიფრებული ვიყავი რომ ვერაფერი მოვისაზრე. ხელიც კი არ შემიხია ამ ჩანთისთვის. ასე თვალებგაფართოებული დავშტერებოდი. არ ვიცი რა დროში, მაგრამ ჩანთა რამდენიმე წამში კვლავ გაქრა. ვიფიქრე რომ ნამდვილად გავგიჟდი, ამიტომ ამის შესახებ კრინტიც არ დამიძრავს, სასწრაფოდ ლოგინიდან წამოვხტი, ჩავიცვი და სკოლაში წავედი.
სკოლიდან რომ დავბრუნდი, ჩემს ოჯახში ერთი მოთქმა და ვაი-უშველებელი ტრიალებდა. ჯერ მეგონა ვინმე თუ მოკვდა-მეთქი. მთელი მეზობლები ჩემს სახლში შეკრებილიყვნენ, დედაჩემი ჩემი ძმის პასპორტსა და დაკარგულ მომავალს მისტიროდა, მეზობლები კი ჭირისუფლებივით შემოსხდომოდნენ გვერდით. ჩემი ძმა სახლში არ იყო. პასპორტი კვლავ ვერ ეპოვათ. თვითმფრინავი კი იმ ღამით გამთენიისას მიფრინავდა.
დედას ვკითხე სად იყო, ბებოს დახეული ჩანთა, დილით რომ მეზმანა. დედას ჩემთვის არ ეცალა და საერთოდაც იმ დღეებში სრულიად მიგდებული ვიყავი. პასუხიც კი არ გაუცია ჩემს კითხვაზე. საჭმელი რომ ვჭამე, ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერ მივაგენი ბებოს ჩანთას. მერე საკუჭნაოში შევედი, სადაც ძველ და გამოუსადეგარ ნივთებს მოეყარათ თავი, თუმცა კაცმა არ იცის რისთვის ინახავდნენ ჩემი მშობლები. რომელღაცა ყუთისა და ყოფილი ნივთების ფსკერზე მივაგენი ბებოს გაცრეცილ ჩანთას. გულისფანცქალით გავხსენი და .. იქ იყო ჩემი ძმის პასპორტი.. ჩემს განცვიფრებასა და სიხარულს მართლა ვერ გადმოვცემ სიტყვებით, ან ქმედებით. ზუსტად მახსოვს რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე.
მედიდურად შევედი ოთახში, გავარღვიე მეზობლების წრე და მომტირალ დედაჩემს წინ დავუდე პასპორტი.. შემდეგ შემოვტრიალდი და უკან გამოვედი.. მერე დედას გული წაუვიდა სიხარულისგან და როგორც იციან ხოლმე ქალებმა. იყო ახლა უკვე სიხარულის მოთქმა და ოვაციები.
გამთენიისას ჩემი ძმა გავაცილეთ. ყველა უზომოდ ბედნიერები ვიყავით.. მკითხეს როგორ ან სად ვიპოვე, როგორ მივხვდი რომ იმ ჩანთაში იქნებოდა პასპორტიო. თუმცა მე არ მითქვამს სიმართლე. ვთქვი რომ უბრალოდ ველოსიპედის რაღაც ნაწილს ვეძებდი და შემთხვევით გადმოვარდა ჩანთიდან. მართალია დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე ვერ ამიხსნია რა მოხდა მაშინ, თუმცა რაიმე მსგავსი ან უცნაური ისტორია აღარ გადამხდენია თავს…..

3.ღვინის ლაქა

ალექსი ყვება:” სოფელში ვისვენებდი და საღამოობით სოფლის კლუბში დავდიოდი, ერთ საღამოსაც იქ ლამაზი გოგონა გავიცანი, რომელსაც თეთრი კაბა ეცვა. შავი ღვინო დავლიეთ და შემთხვევით მას კაბაზე ღვინო დაეღვარა. ეს გოგონა ძალიან მომეწონა და ვთხოვე, რომ კიდევ ერთხელ სადმე შევხვედროდით, ის დამთანხმდა და მითხრა რომ მასთან ხვალ მივსულიყავი, მისამართიც ჩამაწერინა.
მეორე დღეს გოგონას სახლისაკენ გავემართე, დავაკაკუნე კარზე და სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა. მოხუცს ვთხოვე, რომ ელიზასთვის( გოგონა, რომელიც გუშინ გავიცანი) ეხმო. თავიც წარვუდგინე და ვუთხარი, რომ ელიზას მეგობარი ვიყავი.
მოხუცმა კი მიპასუხა: “შვილო, ის ელიზა, რომელზეც შენ ლაპარაკობ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ის ჩემი ერთადერთი შვილი იყო”
მე ვუმტკიცებდი,რომ გოგონა გუშინ კლუბში ვნახე.
ელიზას საფლავი გათხარეს და ნახეს, რომ გოგონას თეთრ კაბაზე ღვინის ლაქები ჰქონდა.”

4.”ჩემი ისტორია”

არვიცი, რით დავიწყო… ამ ბოლო დროს თავს შეუძლოდ ვგრძნობ… ძილით ვერ ვიძინებ, თუკი ჩამეძინება, ვიღაცის ხშირი და ცხელი სუნთქვის ხმა მაღვიძებს. გარშემო ვერაფერს ვხედავ… ნელნელა თვალებს ბინდი ეფარება და რაც უფრო მეტად მებინდება მხედველობა, მით უფრო მკვეთრად ვხედავ ჩემი შიშის მიზეზს. საშინელებაა… ეს სიცივეა… სული, რომელსაც ყველა გზა აებნა… არ ვიცი როგორ მოხვდა ჩემს სახლში, ან რას ითხოვს ჩემგაან. დიახ, ჩემგან, რადგან მხოლოდ ჩემთან გამოდის კავშირზე…
სახლში მარტო დარჩენა ყოველთვის მიყვარდა… მხოლოდ მაშინ შემეძლო მუსიკისთვის ხმამაღლა მომესმინა და გემრიელი ჩიფსი მეჭამა… ერთერთ ასეთ დღეს დინამიკს მოულოდნელად ხმა ჩაუვარდა და წუილი დაიწო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სანამ მათ გასწორებას ვცდილობდი, ჩიფსის პაკეტი დაბლა დავარდა. დინამიკები შევაკეთე, მერე ჩიფსის ასაღებად დავიხარე მაგრამ იქ საზარელი სანახაობა გადამეშალა: ჩიფსის პაკეტში სისხლის წვეთები იყო… კარტოფილი კი სულ დამსხვრეული… რომ დავყნოსე, ასე მეგონა იქ ასი წლის გვამი ესვენა. საშინელი სუნი ამოდიოდა. პაკეტი სასწრაფოდ დავწვი აივანზე და პოლიეთილენის ნარჩენი ურნაში ჩავყარე.
ცოტახნის შემდეგ დედაჩემს მოვუყევი ეს ამბავი. პანიკურად ვიყავი შეშინებული. მან კი გამიცინა და მითხრა, რომ ეს ყველაფერი ჩემი მოგონებული იყო. არ დამიჯერა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ვიცოდი, რომ მისი ნდობის შანსიც კი არ მქონდა…
მალე დედამ ამ ამბის დასავიწყებლად ნანატრი აიპედი მიყიდა. მასზე გამოსვლის დღიდან ვოცნებობდი, თუმცა ალბათ შესაფერის მომენტს ელოდნენ. ერთ დღეს, როდესაც აიპედში ვთამაშობდი, აპარატი გაცხელდა. ისე რომ ხელები გავუშვი. ასე არასდროს დამართნია, მითუმეტეს 10 წუთის ჩართული მქონდა. გამოვრთე, რომ დაესვენა. როცა ჩასართველად ავიღე, მასში საშინლად დასახიჩრებული ანარეკლი დავინახე… ისე შემეშინდა, რომ კივილით გავვარდი ოთახიდან…
დედამ კი ისევ არ დამიჯერა… ეს ჩემი მორიგი ახირება ეგონა… არ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე… ყოველდღე უფრო და უფრო ვსუსტდები… ყველაფერი მიჭირს… ჩემს ტანსაცმელს სისხლში ამოსვრილს ვპოულობ… მხოლოდ ეკლესიაღა დამრჩა ხსნად… ჯერ პატარა ვარ, 15 წლის მაგრამ უკვე საშინელი წნეხის ქვეშ ვარ…. ალბათ მალე მოვკვდები და მხოლოდ მერე მიხვდება დედა, რომ მე საზარელი, მოახლე ქალის მოჩვენებამ მიმსხვერპლა.

5.ერთ ერთი რუსი გოგონა წერს : ჩემი მეგობარი ხშირად ამბობდა რომ მასთან რაღაც უცნაური ხდება,ვიღაც გამუდმებით აკაკუნებს მის კედლებზე.ჩვენ დავცინოდით,მაგრამ ერთხელ მან მე და ჩემი დაქალი მასთან სახლში დაგვპატიჟა.ჩვენ დავთანხმდით და უკვე ვიცოდით,რომ ხვალ მთელ სკოლას მოვუყვებით რომ ჩვენი მეგობარი- გიჟია.ის ამბობდა რომ ეს უფრო ხშირად მაშინ ხდება,როდესაც იგი მარტოა სახლში,მაგრამ იმ დღეს დედამისიც მანდ იყო.მე და ჩემმა დაქალმა ეგრევე დავიწყეთ კაიფი “მოჩვენება,მოდი აქ” და რამე.ასე ვიჯექით დაახლოებიტ 20 წუთი.მერე მოვიდა ჩემი კლასელი,აი მაშინ დაიწყო ყველაფერი.შევთანხმდით,რომ წრეზე დავსხდეთ და მოჩვენებას დავუძახოთო.

მე კარების პირდაპირ დავჯექი.ამ დროს გავიგონეთ,რომ მშობლების ოთახში ვიღაცა აკაკუნებს,ჩემი მეგობარი იძახდა,რომ ზუსტად იქიდან ესმოდა ხოლმე ხმები.მე ჩემს დაქალს შევხედე,მეგონა შიშისგან მოვკვდებოდი.მერე კაკუნი ისევ გაისმა,და ისევ.ჩემი მეგობარი დედამისის დასაძახებლად გავიდა,მაგრამ აღმოჩნდა რომ ის სადღაც იყო წასული.ჩვენ გვეშინოდა,ვიღაც ძალიან დიდი ძალით აკაკუნებდა კედელზე.ჩვენ გადავწყვიტეთ იმ ოთახში წასვლა.”მივხოხდით”…კაკუნი ცოტა ხნით შეჩერდა..მაგრამ როდესაც კარს მივუახლოვდით ისევ დაიწყო..მე კარს მივადე ხელი,ვიბრაცია საშინელი იყო,და უცებ პირდაპირ ჩემს წინ რაღაცამ გაიქროლა.ჩვენ კივილით გავვარდით სხვა ოთახში.როგორც კი დედა მოვიდა,ყველაფერი დასრულდა..ჩემი მეგობარი ამბობდა,რომ მას ნანახიც კი ყავს მოჩვენება,ეს ქალია.ახლა ძალიან მეშინია მასთან წასვლა და ვუთანაგრძნობ კიდევაც.

წყარო: facebook-ის გვერდი: საშიში ისტორიები / Scary Stories

sali

me var salome
Back to top button