საოცარი ბინა თელ-ავივში
თელ-ავივი (თელ-ავივ იაფა) მსოფლიოს საუკეთესო ქალაქადაა აღიარებული- ქალაქი განლაგებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ნიშნავს „გაზაფხულის ბორცვს“.
ამ ქალაქში მდებარეობს ბინა , რომელიც დააპროექტა არქიტექტორმა პიტ კადემომ (Pete Kedem). ბინაში ნამედროვე დიზაინი შერწმულია ძველ სტილთან; არქიტექტორმა გაითვალისწინა შენობის არქიტექტურული ისტორია და მოარგო პროგრესული მინიმალისტური ინტერიერი; აგურის კედლები და ჭერი დატოვა მოპირკეთების გარეშე, ასე ვთქვათ დატოვა „ხელშეუხებელი“. განათება, დეკორის ელემენტები და ავეჯი იქცევს ყურადღებას თავისი უბრალოებით და არ იწვევს რეზონანს საზოგადო ფორმასა და წვრილმან დეტალებს შორის;
ამ ბინის კიდევ ერთი განმასხვავებელი თავისებურებაა- ხედი ხმეთაშუა ზღვაზე.
ცნობილმა არქიტექტორმა დიზაინის სფეროში შემოიტანა აბსოლუტურად ახალი დეკორის ელემენტები.
მისი სტილის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ ის განსხვავდება ინტერიერის დიზაინერული გადაწყვეტილებების თავისუფლებით. იგი ყოველთვის მისდევს დიზაინის სფეროში ასეთ ფორმირებას: „მოგწონთ მინიმალიზმი – განთავისუფლდით ზედმეტისგან“ და ამით იგი ხაზს უსვამს მლობელის ინდივიდულაობას და განუმეორებლობა
მისი ინტერიერის დამახასიათებელი ნიშნებია : არამკაცრი ხაზები, კარისა და ფანჯრის ჭრილის რკალისებრი ფორმები, გარდა ამისა, პიტ კადემოს ახასიათებს ფერმკრთალი და დახვეწილი ტონების მხატვრული ჰარმონია.
მინიმალიზმი, ხომ პრაქტიკულად დეკორის არ გამოყენებაა და მის მიერ ასეთ სტილში გადაწყვეტილ ბინას ახასიათ ებს ახალი პროპორციები, მაგალითად: არქიტექტორის – დდიზაინში დამახასეათებელია უახლესი მასალების და ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენება სამზარეულოში , ავეჯი, მიუხედავად მისი მაქსიმალური ფუნქცილნალურობისა, ექსტრავაგანტული და არატრადიციული ფორმისაა.
მკრთალი, ფაქტურული, თითქოს ხელით შექმნილი ზედაპირებია გამოყენებული ვერანდის გასაწყობად, სახლის ერთ კედელზე შეიძლება სხვადასხვა ფაქტურა იქნას გამოყენებული: მოზაიკური ფილა, დეკორატიული ბათქაში და მეტ-ნაკლებად კედლის მხატვრობა –
ყველაზე ხშირად არქიტექტორმა პიტ კადემომ გამოიყენება დეკორატიული ბათქაში – სტუკო , აგრეთვე გამოიყენა მარმარილოს ნატეხების, კირის, თაბაშირისა და ცოტაოდენი წყლის ნაზავი, რომლის უხეში ფაქტურა ე.წ. „გლეხური“ უბრალოება შეჰმატა ამ ბინის ინტერიერს და ამ სტილისთვის აუცილებელი ხელით ნაკეთობის შარმი შექმნა.
ასეთი ინტერიერის შექმნაში – რომელიც ფუნქციური მოხერხებულობით და არქიტექტურული გადაწყვეტის სიახლით გამოირჩევა, არქიტექტორმა პიტ კადემომ სახელი გაითქვა არა მარტო თავის ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.