ამ პოსტში წარმოგიდგენთ ვიეტნამის ომის ფოტო კოლაჟს და ცოტაოდენ ინფორმაციას მის შესახებ.
ეს ომი მოხდა 1964-1975 წწ ინდოჩინეთში. კონფლიქტს ვიეტნამში ამერიკის ომი ეწოდება.სინამდვილეში ამერიკის ინტერვენცია ვიეტნამში იყო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მწვერვალი, რომელიც 1945-1946 წლებში საფრანგეთის კოლონიალური ჯარების ქვეყანაში დარჩენამ გამოიწვია.
ერთ მხარეზე იბრძოდა აშშ-ის, სამხრეთი ვიეტნამის, ავსტრალიისა და სამხრეთი კორეის სამხედრო კავშირი; მეორეზე კი — ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ფრონტი (დასავლეთის ქვეყნებში ცნობილი, როგორც ვიეტკონგი), რომელიც სამხრეთ ვიეტნამის კომუნისტურ გერილია-ორგანიაციას წარმოადგენდა. სსრკ და ჩინეთი ჩრდილოეთ ვიეტნამს სამხედრო დახმარებას აწვდიდნენ, თუმცა კონფლიქტში ღიად არ ერეოდნენ.
ეს კი არის დოკუმენტური ფილმი ამ ომის შესახებ.