გასართობივიდეოებიუცნაური

როგორ გავთხაროთ სარდაფი სათამაშოების საშუალებით

ფერმერი ჯო მიურეიმ (Joe Murray), კანადის პროვინცია სასკაჩევანიდან, ბოლო 10 წელია დაკავებულია საკუთარი სახლის სარდაფის გადიდებით. ეს ამ ყველაფერს აკეთებს თავისუფალ დროს სათამაშო რადიომართვადი ექსკავატორების, ბულდოზერებისა და სატვირთოების დახმარებით

მის ავტოპარკში შემავალი ყველა მოდელი წარმოადგენს ზუსტ ასლებს (მასშტაბი 1:16 და 1:14,5) რეალურად არსებული მოდელების – Liebherr, Caterpillar, Deere. რამოდენიმე ეგზემპლარი ჯომ შეიძინა, ხოლო ზოგიერთი მათგანი ააწყო საკუთარი ხელით.

ყველაფერი დაიწყო 2002 წელს, როდესაც ჯოს სარდაფის ერთ–ერთი კუთხე მცირედიდ ჩამოიშალა. მან გართობის მიზნით გადაწყვიტა ჩამოშლილი გრუნტი სათამაშოების დახმარებით გაეტანა, რომელთაც ის 1997 წლიდან აგროვებდა.

ზამთარში, როდესაც ფერმერს ცოტა საქმე ქონდა, გადაწყვიტა რადიომართვადი სათამაშოების დახმარებით დაეწყო სარდაფის ამოღრმავება და გაფართოება, რითაც დროსაც გაიყვანადა, გაერთობოდა, და სასარგებლო საქმესაც გააკეთებდა.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მან კიდევ უფრო გაამდიდრა საკუთარი ავტო პარკი, გააკეთა მინიატურული სანგრევი, ხის გადასასვლელები რათა გარეთ ადვილად გამოეტანა მიწა. ის ცდილობდა რომ მუშაობა ნატურალურთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო, ამიტომაც ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადასასვლელეადაც კი პულტს იყენებდა.

მან ამ ხნის განმავლობაში იმდენად დახვეწა რადიოსამართავი საშუალებების მართვა, რომ ვიდეოს ყურებისას რჩება შთაბეჭდილება რომ ეს ყველაფერი ნამდვილია და არა სათამაშო.

ჯო ცნობილი გახდა თავის Youtube-ს გვერდის საშუალებით სადაც თავისი მუშაობის ვიდეოები აქვს განთავსებული.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close