საკითხავისასარგებლო

სწავლა და ინტელექტი

როგორ მჟღავნდება ადამიანის მაღალი გონებრივი შესაძლებლობები – გამოცდის კარგი შედეგებით, სამსახურში მაღალი თანამდებობით, მშვენიერი სურათების ხატვის ნიჭით? ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს აზროვნები უნარი, ანუ ინტელექტი, თუმცა განსხვავებული დოზით. საინტერესოა როგორ განისაზღვრება და იზომება გონებრივი შესაძლებლობის ეს ფორმა?

 

ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა არის გონიერება, მაგრამ მისი ზუსტი განმარტება და გაზომვა საკმაოდ რთულია. ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან თვით ფსიქოლოგებიც. წლების განმავლობაში თითოეული მათგანი ინტელექტს განსაზღვრავდა, როგორც ”სწავლის უნარს” ან როგორც ”გარემოსთან ადეკვატურ შერიგების უნარს”, ზოგიერთი კი მიიჩნევდა, რომ ეს იყო ”ზოგადი მიდრეკილება მიღწევებისადმი”. მიუხედავად ლოგიკური მსჯელობისა არც ერთი მათგანი არ შეესაბამება სიმართლეს.
სიტყვა ინტელექტი ლათინური სიტყვისგან inter (”შორისი”) და legere (”არჩევა”) მომდინარეობს. კლასიკურ სამყაროსი ინტელექტი მოიაზრებოდა აბსტრაქტულ თვისებად, რომელიც საერთო და ინდივიდუალური იყო ყველა იმ ინტელექტუალური პროცესებისათვის, როგორიცაა შეგრძნება, მახსოვრობა, წარმოსახვა და აზროვნება.
მეცხრამეტე საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჰერბერტ სპენსერი პირველი იყო, რომელმაც ინტელექტს ბიოლოგიური განზომილება მისცა. იგი ამტკიცებდა, რომ ინტელექტი შიდა, თანდაყოლილ უნარს წარმოადგენდა. ევოლუციის მიმართ მისი ინტერესი საფუძვლად დაედო ინტელექტის ბიჰევიორისტულ ასპექტებს. სპენსერი ევოლუციას მიიჩნევს ”კანონად”, რომელიც ყველანაირ მოვლენაზე ვრცელდება.

წარმომავლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სწავლის უნარის მიმართებაში. ჩინელ ბავშვებს ინდუსტრიულ საზოგადოებაში წარმატების მისაღწევად ასწავლიან მაოს ფილოსოფიას და დასავლურ ალგებრასაც. ბუდისტი ბერი სწავლობ თვითგვემას, მედიტაციასა და რელიგიურ მრწამსს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიაღწიოს სულის სისპეტაკეს.

სპენსერის შეხედულება საფუძვლად დაედო ზოგად მოსაზრებას. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგმა გამოკვლევებმა სახე შეიცვალეს და განავრცეს ინტელექტის განმარტება, სპენსერისეული განსაზღვრება დღესაც ფართოდაა მიღებული. ამ სტანდარტული დეფინიციის მიხედვით, ინტელექტი მოიცავს სამ ძირითად თავისებურებას:

1) იგი შემეცნებითია, ანუ აზროვნების უნარია, რომელიც განსაკუთრებით გამორჩეულია სხვა ემოციური პიროვნული თვისებებისგან.
2) იგი ზოგადი უნარია, რომელიც ყველა ტიპის ინტელექტუუალურ პროცესში იკვეთება და არანაირი სპეციალური ტიპის შესაძლებლობას არ გამოხატავს.
3) იგი თანდაყოლილია და მას, როგორც წესი, გენეტიკური ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა, მასზე მცირე გავლენასახდენს გარემო და გამოცდილება.

 

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ინტელექტი მრავალი ფსიქოლოგის დაკვირვების საგნად იქცა. ამას მოჰყვა ინტელექტის შეფასების სისტემის პირველი მცდელობის დანერგვა. ინტელექტის შესამოწმებლად პირველი ეფექტური ტესტი გალტონმა შექმნა, მოგვიანებით კი ბინემ და სიმონმა განავითარეს. შემდეგ ეს ტესტები გადამუშავებული იქნა ბრიტანეთში და გერმანიაში.

 

შემოქმედებითი აზროვნება

ტორნდაიკის კლასიფიკაციაში გამორჩენილი იყო კრეტიულობის განსაზღვრება. 1950 წელს გილფორდმა ინტელექტის შესამოწმებელი ტესტების მეთოდების მიმართა უკმაყოფილება გამოთქვეს. გილფორდმა კონვერგენციალური და დივერგენციალური აზროვნების საფუძველზე საკუთარი კვლევა ჩამოაყალიბა. გილფორდმა კონვერგენციალური, ანუ ანალიტიკური აზროვნება განსაზღვრა, როგორც ”მოულოდნელი” ამოხსნის წარმოსახვის უნარი.
”მოულოდნელი” ამ შემთხვევასი არ ნიშნავს არასწორს. ედვარდ დე ბონომ უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარა, როგორც ბავშვებზე, ასევე ზრდასრულებზეც იმის გამოსარკვევად, თუ როგორ იყენებდნენ ისინი თავიანთ ინტელექტს და აზროვნების უნარს.
მის წიგნებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პრობლემის ”მოულოდნელ” ამოხსნას, როგორც იგი უწოდებს ლიტერატურულ აზროვნებას – ინტელექტის შემოქმედებითი მხარის გამოყენებას. იგი ამტკიცებს, რომ ბავშვები ამას გაცილებით უკეთესად ახერხებენ.
1971 კატელი ასევე აცხადებდა, რომ ორი სახის ინტელექტი არსებობდა – თხევადი და კრისტალური. მისმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ თხევადი ინტელექტის მქონე ბავშვები გააზრებული და მოსალოდნელი შედეგისათვის გვერდის ავლა და შემოქმედებით, მოულოდნელ დასკვნამდე მისვლა შეძლო. კრისტალური აზროვნების მქონე ბავშვის პასუხი კი თითქოს ყოველთვის ფორმულით იყო განსაზღვრული და კრეატიულობის მცდელობა ნაკლებად იგრძნობოდა.

 

გონებრივი განვითარების კოეფიციენტი

ხუთი წლის ბავვის ერთი წლით ჩამორჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 13 წლისა, რადგან იგი წარმოადგენს ბავშვის მთლიანი განვითარების უფრო დიდ პროპორციას. ამ მიზეზის გამო ბოლო პერიოდში დადგინდა, რომ უკეთესი იყო ბავშვის გონებრივ განვითარებასა და მის ჭეშმარიტ ასაკს შორის თანაფარდობის გაზომვა, ვიდრე მათ შორის არსებული განსხავების დადგენა. გონებრივი განვითარების კოეფიციენტის IQ-ს შეფასება ხდებოდა ქულებით და ეფუძნებოდა გონებრივ ასაკს 100-ზე ნამრავლის გაყოფით ქრონოლოგიურ ასაკზე. ის ბავშვი, რომლის გოენბრივი განვითარების ქრონოლოგიური ასაკი ერთი და იგივეა, ნორმალურ ბავშვს წარმოადგენს და მსი IQ ზუსტად 100-ის ტოლი იქნება. აღსანიშნავია, რომ ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობა განუსაზღვრელად არ იზრდება: სადღაც 14-დან 18 წლის ჩათვლით იგი თანაბრდება.

 

სხვა ფაქტორები

ამ მეთოდით გაკეთებული IQ ტესტი ქალებსა და მამაკაცებს შორის სხვაობას არ აჩვენებს., თუმცა განსხვავებები ფიქირდება ადამიანთა მდგომარეობის მიხედვით: მაგალითად, ერთსა და იმავე ქვეყნის ღარიბსა და მდიდარ მოსახლეობას შორის. ამ მიზეზის გამო, დღეს ფსიქოლოგები ასეთ ტრადიციულ ტესტებს ადეკვატურად აღარ მიიჩნევენ. ბავშვები, რომლებიც ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც ბევრი წიგნი, სათამაშო, ტექნიკური საშუალებაა, თანაც მუდმივად ისმენენ უფროსების მეტყველებას, უკეთ ახერხებენ ადვალებების გაანალიზებას და მასწავლებელთანაც იოლად ართავენ დისკუსიას. ზოგიერთ ბავშვს ტესტის ვერბალურ ნაწილთან გამკლავება უფრო უჭირს, თუმცა არავერბალურ ნაწილში ქულების დიდ რაოდენობას აგროვებს.
ფსიქოლოგთა აზრით ტრადიციული ტესტები უფრო დატვირთულია კრისტალური ინტელექტის გამოსავლენად ვიდრე თხევადის.

 

მეხსიერება

მეხსიერების განსაზღვრა უფრო ადვილად ხდება, ვიდრე ინტელექტის. მეხსიერება მეტად მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში. ეს არის ნასწავლი მსალის შენახვისა და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენების უნარი.
სწავლის დროს ჩვენი მახსოვრობის უნარი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მიმდინარეობს ინფორმაციის მიღება და იმაზე, თუ სად მიმდინარეობს სწავლის პროცესი.ნებისმიერმა მოსწავლემ კარგად იცის ტესტისთვის უკანასკნელ წუთს მომზადებული და ნასწავლი მასალა იოლად ავიწყდება. ამას იწვევს ის ფაქტი, რომ თავის ტვინს გააჩნია, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მეხსიერება. რაც უფრო ხშირად მეორდება ფაქტები მოკლევადიან მეხსიერებაში, მით უფრო დიდია შანსი, რომ ისინი გრძელვადიან მეხსიერებაში დაფიქსირდეს.
დროის მოკლე პერიოდში ნასწავლი მასალა გრძელვადიან მეხსიერებაში გადასვლას ვერ მოახერხებს და სწრაფადვე გაქრება.
საინტერესოა, რომ ბავშვები იმ ოთახში უფრო ადვლად აბარებენ გამოცდას, სადაც სწავლის პროცესი მიმდინარეობდა. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ თავის ტვინში მეხსიერების უჯრედებში ფორმირდება გარკვეული კავშირები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დამახსოვრებული ინფორმაციის აღდგენას უწყობს ხელს.

 

დავიწყება

ზოგადად, დავიწყებას შექმნილი შთაბეჭდილებების თანდათანობით გაქრობა კი არ იწვევს, არამედ მეხსიერებაში შემავალი ახალი ინფორმაციით ძველის მუდმივად გადატვირთვა. ზოგჯერ ამ ახალი ინფორმაციის მოთხოვნილება, რომელსაც ჩვენ არ ვსწავლობთ და მხოლოდ ვცნობთ, იწვევს ძირითად მასალაში გაურკვევლობას, ანუ არა დამახსოვრების უნარის მოშლას, არამედ არ ცოდნას, თუ რისი დამახსოვრებაა აუცილებელი.
რეპრესია მეხსიერების სისტემის კრიტიკული კომპონენტია. ადამიანთა უმრავლესობას ავიწყდება კბილის ექიმთან დანიშნული შეხვედრა, თუმცა არა წვეულებაზე მოპატიჟება. ეს იმიტომ, რომ ადამიანთა გონება ეწინააღმდეგება არასასურველს და მზადყოფნას გამოხატავს სასურველისადმი.
ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა მოქმედებს სკოლაში სწავლების დროსაც. იმ შემთხვევაში თუ სწავლის მეთოდები ან ბავშვის სახლში არსებული ატმოსფერო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვს თავისი ასქციელის შერცხვეს, მის გონებას სასწავლი მასალი ბლოკირება და, უბრალოდ, მისი არსწავლა შეუძლია. ასე რომ მშობლები, რომლებიც თავიანთ ბავშვებს სწავლაში არ ეხმარებიან, თუმცა მათგან გამოცდების ჩაბარებას მოითხოვენ, საბოლოოდ მიაღწევენ იმას, რომ მათ ბავშვებს მალე დაავიწყდებათ ის მასალა, რაც ცნობიერების დაძაბვის გარეშე, ბრაზმორევით, მოვალეობის მოხდის მიზნით გამოცდისთვის ისწავლიან.

 

საკამათო სამხილი

“ინტელექტი” ფართო მცნებაა და თანაც უამრავი მნიშნელობა აქვს. ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული IQ ტესტების შედეგები საკმაოდ შეზღუდულია. ტესტები არ ზომავს ყოველმხრივ უნარებსა და შესაძლებლობებს.
მათ შორის პრაქტიკულ გონებამახვილობასა და ზოგადი სწავლის უნარებს. ფაქტობრივად, აშკარაა, რომ ზოგადი სწავლის უნარის მაჩვენებელი არ არსებობს. მაგალითად, ისინი ვინც სწრაფად სწავლობენ პიანინოს, ნაკლებს შესაძლებლობებს ავლენენ ჩოგბურთსი და ა.შ.
მოტოროლური ან გონებრივი შესაძლებლობის ყოველი ნაირსახეობა გამომუშავდება უნიკალური სწავლის უნარის მეშვეობით, რისი შესწავლაც IQ-თი
არ ხერხდება, თუმცა ბავშვის სრულყოფილი განვითარების მონაცემთა შესამოწმებლად მაინც საჭირო საშუალებას წარმოადგენს.

ვისაც IQ ტესტი ჯერ არ გაგივლიათ, შეიგიძლიათ ახლა გამოსცადოთ თქვენი შესაძლებლობები: http://www.iqtest.dk/main.swf

 

 

წყარო: ”შემეცნების სამყარო”.

თეგები

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

Close
Close