გამოგონებაგასართობიუცნაური

კვადროკოპტერი – ორვილკოპტერი

26138743bf20

ჰოლანდიელმა მხატვარმა ბარტ იანსენმა (Bart Jansen) თავისი კატის, ორვილის  ფიტულისაგან გააკეთა კვადროკოპტერი. კატას მანქანა დაეჯახა და დაიღუპა. როგორც პრესა იუწყება, ამის შემდეგ ბარტს კატა საყინულეშე ედო 6 თვის განმავლობაში, შემდეგ კი მისგან ფიტული გააკეთებინა. ამის შემდეგ მან კატას ოთხი პატარა მოტორი დაუმაგრა თათებზე, ასევე მართვის სისტემა და პატარა აკუმილატორი. დღეს კატა უკვე დაფრინავს და ართობს ხალხს.

7dfbf2d2c2b6

6f6bd0efe374

მას შემდგე, რაც ორვილკოპტერი პირველად წარუდგინეს საზოგადოების ფართო მასებს (გამოფენა KunstRai ArtFair, ამსტერდამი) , ხალხი როგორც მსგავს შემთხვევებში ხდება ორ ბანაკად გაიყო. პირველნი თვლიდნენ რომ ეს კატის საინტერესო რეინკარნაცია იყო, მითუმეტეს ამით თვით ცხოველისთვის არაფერი იცვლებოდა. მეორე თვლიდნენ რომ ეს იყო ამორალური და ყოვლად მიუღებელი ცივილიზებული სამყაროსათვის.

dcf46e26378c

b4aa7123156f

ზოგიერთა ცხოველთა დამცველთა აქტივისტმა გამოფენის კედლებზე წარწერაც კი გააკეთა: “Kill the animal Killers” (სიკვდილი ცხოველების მკვლელს). ისინი მოითხოვდნენ დაედგინათ მართლა მანქანამ მოკლა კატა თუ პატრონმა და აგრეთვე ბარტის ფსიქიკის შემოწმებას.

edb8aa45420d

თვით ბარტი კი ამბობდა, რომ ორვილკოპტერი მან საყვარელი ცხოველის უკვდავსაყოფად შექმნა, რისთვისაც სხვა ხერხი ვერ მოიფიქრა. „ეხლა კატას შეუძლია იფრინოს ჩიტებთან ერთად, ეს საუკეთესოა რაზეც მას ოცნება შეეძლო“. ))))

Back to top button