გართობა

თბილისის ეროვნული პარკი

d4953505b4d1

ხანმოკლე პაუზის შემდეგ გავაგრძელოთ ციკლი საქართველოს დაცული ტერიტორიები…ასეთი თბილისი ბევრს არც ექნება ნანახი,ასე რომ გააგრძელეთ… :papa:

თბილისის ეროვნული პარკი შექმნა საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა 1957 წელს. იგი თბილისიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული და ქალაქის გამწვანების ზოლში შედის. საგურამოს ნაკრძალის შექმნის მიზანი იყო აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ტყის შენარჩუნება და მის ბინადართა დაცვა, მათ შორის ისეთი იშვიათი სახეობების, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი.
თბილისის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 24328 ჰა-ს. იგი საქართველოს ორი მნიშვნელოვანი ქალაქის მცხეთის და თბილისის სიახლოვეს მდებარეობს.

9a87413e8ccf

თბილისის ეროვნული პარკი ზომიერად ტენიანი ჰავის ოლქს მიეკუთვნება. აქ ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ზაფხული იცის. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ 523-720 მმ შეადგენს. საშუალო წლიური ტემპერატურაა: იანვარი -0,5ოჩ და აგვისტო +24,1 ოჩ. ტერიტორია გეომორფოლოგიურად მრავალრიცხოვანი მთებით, ფერდობებით და ხევებით შედგენილ, ძლიერ დასერილ რაიონს წარმოადგენს. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1385 მეტრზე მდებარეობს.

6c4cb43ddde6

თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიებზე საკმაოდ ნაირგვარი მცენარეულობაა. აქ გავრცელებულია 675 სახეობის ბალახოვანი თუ მერქნიანი მცენარე, მათ შორის 104 ხე და ბუჩქია. ნაკრძალის დენდროფლორა იმითაცაა საინტერესო, რომ აქ გავრცელებულია მესამეული პერიოდის კოლხეთის ფლორის წარმომადგენელები: კოლხური ჭყორი (Iლეხ ცოლცჰიცა), კოლხური და პასტუხოვის სურო (Hედერა ცოლცჰიცა, Hედერა პასტუცჰოწიი), ძახველი (Vიბურნუმ ოპულუს), თაგვისარა (ღუსცუს პონტიცუს), უთხოვარი (თახუს ბაცცატა), კავკასიური დეკა (ღჰოდოდენდრონ ცაუცასიცა) და სხვა.

f1aee3a59d40

თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ძირითადად წარმოდგენილია ქართული მუხის, აღმოსავლეთის წიფელის, კავკასიური რცხილის, ჩვეულებრვი იფნის, ჯაგრცხილის და პანტის ტყის ეკოსისიტემებით.
თბილისის ეროვნული პარკის ფაუნა საკმაოდ მდიდარია. ძუძუმწოვრებიდან ნაკრძალში ყველაზე გავრცელებულია მელა (Vულპეს ვულპეს) და მგელი (ჩანის ლუპუს). თითქმის ყველგან გვხვდება ტყის კვერნა (Mარტეს ფოინა) და სინდიოფალა (Mუსტელა ნივალის). დიდი მტაცებლებიდან იშვიათია ფოცხვერი (Lყნხ ლყნხ) და მურა დათვი (Uრსუს არცტოს).

17ab5041af30

თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორია გამოირჩევა ფაუნის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებით. აქ გავრცელებულია ისეთი ცხოველები როგორიცაა: შველი (ჩაპრეოლუს ცაპრეოლუს), კურდღელი (Lეპუს ეუროპაეუს), ტყის კვერნა (Mარტეს ფოინა) და სხვა. ასევე გვხვდება მგელი (ჩანის ლუპუს), მურა დათვი (Uრსუს არცტოს), მელა (Vულპეს ვულპეს), ფოცხვერი (Lყნხ ლყნხ).
ჩლიქოსნებიდან მრავლადაა შველი. ადრე საგურამოს ნაკრძალი კავკასიური კეთილშობილი ირმის (ჩერვუს ელაპჰუს) პოპულაციით იყო განთქმული.

2aacbb896f09

მრავალფეროვანია აქაური ორნითოფაუნა. ხშირად შეხვდებით ჩხიკვს, შაშვს და რამდენიმე სახის კოდალას. მტაცებელ ფრინველთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანი მიმინოა, ხოლო საქართველოს “წითელი ნუსხის” შემდეგი ფრინველებიდან აქ გვხვდება: ბეგობის არწივი (Aქუილა ჰელიაცა), დიდი მყივანია არწივი (Aქუილა ცლანგა), ქორცქვიტა (Aცციპიტერ ბრევიპეს).

398b5a454d85

თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 12 სახის ქვეწარმავალი გვხვდება, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებული გველხოკერაა. ბევრია უბრალო ანკარაც, ჩვეულებრივია ყვითელმუცელა მცურავის და სპილენძა გველის ნახვა.
თბილისის ეროვნული პარკის პირდაპირ ესაზღვრება მეექვსე საუკუნის ქართული არქიტექტურის შედევრს მცხეთის ჯვარს, რომლიდანაც ქალაქ მცხეთაზე და მთელ გარემოზე არაჩვეულებრივი პანორამა იშლება. მცხეთის ჯვრიდან მტკვარს გაღმა, ბაგინეთის ქედზე წარმოებული გათხრებიც მოსჩანს. ეს არმაზის პიტიახშთა (მცხეთის გამგებელთა) სასახლის, ანტიკური აბანოების და წარმართული კერპების ნაშთებია. სწორედ იმ კერპებისა, რომლებიც საქართველოს გამაქრისტიანებელმა წმინდა ნინომ დაამსხვრია, ხოლო რამდენიმე საუკუნის შემდეგ მათ მოპირდაპირე მხარეს, მაღალ მთაზე, ნიშნად ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვებისა ჯვრის გუმბათოვანი ტაძარი აღიმართა. მცხეთა ძალზე მდიდარია არქეოლოგიური და კულტურული ძეგლებით. მცხეთასა და მის უშუალო შემოგარენში არაერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლია, რომლებიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება. ესენია: მეთერთმეტე საუკუნის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, იმავე პერიოდის სამთავროს ეკლესია, მეექვსე საუკუნის სამონასტრო კომპლექსები: შიო მღვიმე და ჯვარი. მთლიანად მცხეთა პატარა ქალაქ-მუზეუმს წარმოადგენს და ყოველდღიურად არაერთ ქართველ თუ უცხოელ დამთვალიერე ბელს მასპინძლობს.

81824e242dc4

თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორია ძალზე საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. კულტურული ტურიზმი თბილისშიც და მცხეთაშიც – ორივე მრავალეთნიკურ და ისტორიული ძეგლებით მდიდარ ქალაქში ძალზედ კარგადაა განვითარებული. თბილისის ეროვნული პარკის შემადგენელ საგურამოს ნაწილს ეკოლოგიური, ბოტანიკური და ფრინველებზე დაკვირვების ტურებისთვის საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს.

წყარო: www.dpa.gov.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button