ძველად ფართოდ იყო გავრცელებული თამბაქოს ფოთლების ღეჭვა, მისი ფხვნილის, ე. წ. ბურნუთის ყნოსვა და სხვა.
ცოტა ხნის წინ კი მიუნხენში ჩატარდა მე-18 მსოფლიო ჩემპიონატი თამბაქოს ყნოსვაში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 290 ადამიანი გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ავსტრიიდნ.
მონაწილეების მთავარი ამოცანა იყო, რომ სულ რაღაც ერთი წუთის განმავლობაში ჩაეყარათ ნესტოში რაც შეიძლება მეტი დასრესილი თამბაქოს ფოთლები და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის გაკეთება ზედმიწევნით ფრთხილად და აკურატულად…
კონკურსის წესების თანახმად, გამარჯვებული გახდება ის, ვინც დიდხნს გაიჩერებს თამბაქოს თავის ცხირში;
დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ გამარჯვება, როგორც წესი შეხვდება არა იმას, ვისაც აქვს დიდი ნესტო, არამედ იმას, ვინც ინტესიურად, კარგად არის გაწვრთნილი და აქვს გამომუშავებული საკუთარი ტექნიკა…
ადრეც იყო გავრცელებული თამბაქოს ყნოსვა, მაგალითად ეკატერინე II დროს ძალიან გავრცელებული იყო არომატული თამბაქოს ყნოსვა, ისხდნენ ქალბატონები ბუდუარებში, თან ჭორაობდნენ და თან თამბაქოს ყნოსავდნენ. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისინი მხოლოდ მარცხენა ხელზე იყრიდნენ თამბაქოს და ისე სუნავდნენ, რადგან არ უნდოდათ რომ მარჯვენა ხელის საკოცნელად გაწვდის დროს მამაკაცებს მათ ხელზე მძაფრი სუნი ეგრძნოთ.
ნახეთ ამ კონკურსში მონაწილეების სურათები: