გასართობისურათებიუცნაური

საშინელი, საზარელი სანტა…


ფოტოგრაფია დღეს ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. და ბავშვების სურათების გადაღება სანტა კლაუსთან ერთად ძალიან სასიამოვნო და შთამბეჭდავი ტრადიცია…

დასავლეთ ევროპაში ძალიან უყვართ სურათების გადაღება სანტა კლაუსთან ერთად !!!
შობა-ახალი წლის დადგომა ამერიკისა და ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს უკავშირდება. მაგრამ ბევრმა არც კი იცის, თუ ვინ არის სინამდვილეში სანტა კლაუსი ან რატომ დამკვიდრდა იგი ამ სახით.


სანტა კლაუსის პერსონაჯჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად და როგორ დამკვიდრდა სანტა დასავლურ ტრადიციაში? აი კითხვა, რომლის პასუხი ბევრმა არც კი იცის…
19 დდეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სასწაულთმოქმედი წმიდანის -ნიკოლოზის სხენების დღეს აღნიშნავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში.
როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებით გამოირჩევა და მისი ცხოვრება ხომ სასწაულებითაა აღსავსე. სწორედ ერთმა ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იგი იქცა დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად.


XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია „კოკა-კოლას“ სარეკლამო სახე. მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად. დამკვიდრდა ასევე „სანტას“ ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი, შარვალი და ქუდი.

ამ სურათებში ვხედავთ ატირებულ ბავშვებს და მათ თვალებში ამოვიკითხავთ მხოლოდ ერთ კითხვას: „ ნეტა, ვინ არის ეს წვერიანი ბიძია?“
პატარა ბავშვებს, თავიანთი ასაკიდან გამომდინარე ეშინით ამ გაბურძგნული თეთრ- წვერიანი კაცის- გაიზრდებიან და შეუყვარდებათ სანტა, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.














loading...

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close