საინტერესო ფაქტები
გთავაზობთ საინტერესო და უტყუარ ფაქტებს ყველაფერზე.
პირველი ხელოვნური კბილები
ხელოვნური კბილები პირველად ეტრუსკება გამოიგონეს. ეს მოხდა იტალიაში, ჩვენს ერამდე 700 წელს. ამასთანავე, რომაელებმა პირველებმა შექმნეს და გამოიყენეს კბილის პასტაც.
სასიყვარულო წერილები
ყველაზე ადრეული ეგვიპტური წერილები ეკუთვნის ერთ-ერთ ფარაონს და დაწერილია 4500 წლის წინ. შემორჩენილია სასიყვარულო წერილები, საქორწილო მოსაწვევები და გადასახადის ასაკრეფი დავთარი. უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცოდა და მწიგნობარს ფულს უხდიდა. პაპირუსის ქაღალდებს მნიშვნელოვანი წერილებისთვის იყენებდდნენ, რადგან ის ძვირი ღირდა. მოკლე წერილები თიხის ფრაგმენტებზე იწერებოდა.
შონას ქვა
ზიმბაბვეში გრძელი და მაღალი გალავანი აღმოაჩინეს, რომელიც შონას ხალხმა ააგო. ეს ქალაქის ყველაზე დიდი კომპლექსი იყო სამხრეთ აფრიკაში. ძვ.წ 400-1400 წლებში ზიმბაბვე ძლიერი ზამეფოა. 1270-1450 წლებში შონამ განვითარების პიკს მიაღწია, ქალაქი 720 ჰექტარზე გადაჭიმული იმპერიის ცენტრი იყო, სადაც 18 000 კაცი ცხოვრობდა. დიდი გალავნის კედლები მაღალი და შევრონის, ასევე ნაძვისებური დიზაინით ხასიათდება.
“თავებო, თქვენ გაიმარჯვეთ!
კელტებს სჯეროდათ, რომ თუ მოკვეთილ თავებს შეინახავდნენ, მტრების სულებსაც დაეუფლებოდნენ. თავები ცხენებსა და ქამრებზე, სალოცავების შესასვლელთან და ქოხებზე ეკიდა. მნიშვნელოვანი პიროვნებების თავები კედრის ზეთით სავსე ყუთებში ინახებოდა. ძვ.წ 214 წელს რომაელმა გენერალმა რომთან დაზავებულ კელტებს თავების შეგროვება აუკრძალა.
პირველად ამერიკაში
საპნის ქვა ნაპოვნია ნიუფაუნდლენდში, კანადაში. ნიუფაუნდლენდის ნასახლარები ადასტურებს, რომ ვიკინგები ამერიკაში ქრისტეფორე კოლუმბზე 500 წლით ადრე ჩავიდნენ.
ენის გახვრეტა
მაიას ცივილიზაციის კედლის მხატვრობაში მსხვერპლთშეწირვის რიტუალია გამოსახული. მეფეები, დედოფლები და დიდებულები ენას ეკლით იხვრეტდნენ და ჭრილობაში ძაფს იყრიდნენ, სისხლს ხის ქერქზე ასხამდნენ და ცერემონიის დროს წვავდნენ.
ყველაზე დიდი რელიგიური შეკრება
20 მილიონი კაცი შეიკრიბა 2001 წლის 30 იანვარს ჰინდუს დღესასწაულზე კუმბ მელაში, რომელიც უტარპრადეშში, ინდოეთში მდებარეობს.
კელტები
ბერძნები ამ ტომს “კელტოი”-ს უწოდებდნენ, საიდანაც მოდის დღევანდელი სახელწოდება კელტი. რომაელები მათ გალებს უწოდებდნენ და ბარბაროსებად თვლიდნენ, მაგრამ ეს მტრის ტენდენციური თვაალთახედვაა. კელტებმა ძვ.წ 390 წელს რომი გაძარცვეს, ხოლო ძვ.წ 280 წელს ძველი ბერძნული ქალაქი დაიპყრეს. კელტების უმრავლესობა რომაელთა იმპერიამ შთანთქა.
10000 წლის ქალაქი
იერიქონი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ქვის კედლები ძვ.წ 8000 წელს აშენდა. ეს იყო პირველი ქალაქი, რომელიც იუდეველებმა დაიპყრეს მას შემდეგ, რაც იორდანე გადალახეს. ისუმ, ნავეს ძემ თავის საყვირს კედლების დასანგრევად ჩაჰბერა.
ძაღლების და კატების ზეობა
ეგვიპტელები მუმიებს ძაღლისაგან, კატისაგან, მაიმუნისაგან, გველისა და თევზისგანაც კი აკეთედნენ. ჰიპოპოდამი, კატა, ნიანგი გააფეტიშეს. ნიანგს ხანდახან ათვინიერებდნენ კიდეც. კატებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ. ავი სულების დასაცავად მათ ფიგურებს სახლის წინაც კი დგამდნენ. ხოლო კატის მოკვლისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ.
წყარო : “365 დაუჯერებელი და უტყუარი ფაქტი ყველაფერზე”. გამომცემლობა პალიტრა, 2008 წელი.
P.s: თუ მოგეწონებათ შემდეგ ნაწილსაც დავდებ.