ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ლეონარდო დიკაბრიო სანკტ-პეტერბურგში


პეტერბურგში დასრულდა საერთაშორისო „ვეფხვის იშვიათი ჯიშების გადარჩენის“ ფორუმი . ფორუმს ესწრებოდნენ წარმომადგენლები 13 ქვეყნიდან, რომელთა ტერიტორაზეც ბინადრობდნენ ეს ზოლიანი მტაცებლები;
ამ სასტიკი „კატების“ ბედზე გულგრილნი არ დარჩნენ მსოფლიო კულტურის და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, კერძოდ ფორუმზე დასასწრებლად ჩამოფრინდა ლეონარდო დიკაბრიო; იგი სანკტ პეტერბურგში გამართული ეკოლოგიური ფორუმის მონაწილე იყო, სადაც ციმბირელი ვეფხვების გადაშენება განიხილებოდა.


მისი გზა პეტერბურგში აღმოჩნდა უაღრესად უჩვეულო, შესაძლოა სახიფატოც კი, რადგან პირველ ხომალდს, რომელზეც ლეო გამოფრინდა რუსეთში, ძრავას ცეცხლი წაეკიდა და თვითმფრინავმა საგანგებო და საავარიო დაჯდომა განახორციელა ნიუ იორკში. ხოლო მეორე კერძო თვითმფრინავი, საწვავის ნაკლებობის გამო, დაეშვა ჰელსინკის აეროპორტში;. თუმცა, დიკაპრიომ მაინც მოახერხა ჩასვლა პეტერბურგში, რითაც პუტინის მხრიდან მადლობა დაიმსახურა. რუსეთის მეთაურმა – პუტინმა ეს ფაქტი აღნიშნა თავის მისასალმებელ გამოსვლაში მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე და მოიხსენია დეკაბრიო, როგორც „ნამდვილი მამაკაცი“:
„ბატონი დეკაბრიო, მე ვფიქრობ, კი არ ჩამოვიდა ჩვენთან, არამედ გაარღვია ჩვენი ფრონტის ხაზი; ასეთებზე, ჩვენთან ხალხში ამბობენ: „მაგარი კაცი“. და ვფიქრობ, რომ თუ ბუნების დაცვა იქნება ასეთი ხასიათის მქონე ხალხის ხელში, მაშინ ჩათვალეთ, რომ ჩვენ სასკვდილოდ განწირულნი არ ვართ;
ბატონო დეკაბრიო,მშვოდიბმომტანი ყოფილიყოს შენი ჩამოსვლა რუსეთში…“


ლეონარდო დიკაპრიო აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას, ჩართულია ეკოლოგიურ მოძრაობაში. გადაადგილდება მზის ენერგიაზე მომუშავე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილით.
ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ლეონარდოს მამა იტალიურ-გერმანული წარმოშობის იყო, ხოლო დედა კი, ირმელინ ქალწულობაში ინდერბირკენი რუსი – ელენა სმირნოვა. საკუთარ თავს ლეონარდო დიკაპრიო ნახევრად რუსად მიიჩნევს და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ნახევრად რუსია და ამაყობს ამ ფაქტით.

დიკაბრიომ ვლადიმერ პუტინს მთელი ნახევარი საათი-30 წუთი ელაპარაკებოდა თავის წინაპრებზე:

“ჩემი წინაპრების გვარი სმირნოვი იყო”, – აღნიშნა დიკაპრიომ. “ცნობილი გვარია”, – უპასუხა პუტინმა. პუტინი იმითაც დაინტერესდა, შეეძლო თუ არა მსახიობს რუსულად ლაპარაკი, რაზეც დიკაპრიომ მიუგო: “არა, მაგრამ აქ რომ ჩემი ბებია იყოს, ის ნამდვილად დაგელაპარაკებოდათ რუსულად. ყოველთვის მინდოდა, რომ ბებია სანკტ-პეტერბურგში ჩამომეყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, ბებია ორი წლის წინ გარდაიცვალა” -, აღნიშნა მსახიობმა.


დიკაპრიომ ხელმეორედ დასძინა, რომ რუსი იყო:
“ასე რომ, ნახევრად რუსი ვარ”, – განმარტა მსახიობმა. მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ იგი სანკტ-პეტერბურგში პირველად იმყოფება და ქალაქის ღირსშესანიშნაობების მონახულებასაც გეგმავს. “დარწმუნებული ვარ, რომ როცა თქვენ სანკტ-პეტერბურგს გაეცნობით, თქვენი რუსული ფესვებით იამაყებთ”, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა;







loading...

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close