არქივი

არაყი “სვაროვსკის” კრისტალებით

36f17261e8b9

ლონდონის ექსკლუზიურ ღამის კლუბებში – Embassy, Dolce, Amika, Maya, Tramp, Maddox და Chinawhite – შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი OVAL Vodka, რომელიც სვაროვსკის 7000 კრისტალითაა შემკული. ბოთლის ფასი 3500 გირვანქა სტერლინგია. 

OVAL Vodka-ს წარმომადგენლები, სასმელის პოპულარიზაციის მიზნით, აპირებენ დაესწრონ ზოგიერთ ელიტარულ ღონისძიებას, სტუმრებს სასმელი შესთავაზონ და მისი შექმნის ისტორიაც გააცნონ.

OVAL Vodka მსოფლიოში ერთადერთი “სტრუქტურირებული” არაყია, რომელიც მზადდება მაღალხარისხიანი ინგრედიენტებისგან, რუს მეცნიერთა მიერ შემუშავებული დაპატენტებული ტექნოლოგიით. ჯერ კიდევ 2004 წელს, რუს და ავსტრიელ ტექნოლოგთა მიღწევების საფუძველზე, შეიქმნა კომპანია OVAL GmbH.

რაც შეეხება ბოთლის დიზაინს, ის სრულად შეესაბამება არყის სტრუქტურას და მასში მოლეკულების შეერთებას, რომლებიც ტეტრაედრის ფორმითაა განლაგებული.

მსგავსი ამბები

Back to top button