არქივი

მცდარი ფაქტები …

510921224320

თევზებს არ აქვთ ლაპარაკისა და სმენის უნარი

ალბათ, ყველასათვის ნაცნობია გამოთქმა “თევზივით მუნჯია”. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ადამიანები ფიქრობდნენ, რომ თევზები არა მხოლოდ მუნჯები, არამედ ყრუებიც კი არიან. ამჟამად, ამ ფაქტის საპირისპიროა დამტკიცებული. ამიტომაც, თევზის ჭერის დროს უნდა დაიცვათ სრული სიჩუმე. თევზები ბგერის უმნიშვნელო ზემოქმედებაც კი იჭერენ. მათ მშვენივრად ესმით, მიუხედავად იმისა, რომ სასმენი ორგანოების აგებულობა სხვა ცხოველებზე უფრო მარტივი აქვთ: თევზებს გააჩნიათ მხოლოდ შიდა ყური – აპკიანი ლაბირინთი, რომელიც თავის ქალის ძვლოვან კედელშია განთავსებული.

05fdd0b8428f

სპილო – ყველაზე ძლიერი ცხოველი

ერთი შეხედვით, რთულია დავა ამ მტკიცებულებასთან. მაგალითად, აფრიკაში, ამ დიდ ცხოველსა და ადამიანს შორის ბაგირის გადათრევის მეშვეობით ძალის მორიგი შემოწმების დროს სპილომ ათრია 100 ზრდასრული მამაკაცისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც 100 მეტრზე მეტი სიგრძის იყო. ამის მიუხედავად, ცხოველთა სამყაროს ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი ჭიანჭველაა. ამ პატარა მწერს დაღლილობის გარეშე შეუძლია მის სხეულზე 20-ჯერ მეტი მასის ტვირთის გადაზიდვა, თანაც ვერტიკალურ ზედაპირზეც. ადამიანი ასეთ ძალას რომ ფლობდეს, იგი მარტივად აიღებდა 10-ტონიან შტანგას.

ნიანგები სწრაფად დარბიან, ადამიანის დაწევისას კი შეუძლიათ მისი ხელის ან ფეხის მოკბეჩა

არა, ნიანგები არ მისდევენ საკუთარ ნადავლს სწრაფი სირბილით, მათ უბრალოდ აქვთ სწრაფი ნახტომების უნარი არა უმეტეს 15 მეტრის მანძილზე. ნიანგების ყბებს გააჩნიათ კოლოსალური წნევის უნარი, თუმცა ფლობენ ბლაგვ კბილებს, რის გამოც არ შეუძლიათ მსხვერპლისაგან ნაგლეჯების მოკბეჩა. ჩვეულებრივ, ნიანგი ნადირობს თავშესაფრიდან, ან წყლიდან, შემდეგ ტაცებს ნადავლს, მაგრად იჭერს და იმალება მასთან ერთად წყალში. სპეციალისტები გვირჩევენ: ნიანგთან შეხვედრისას გაიქეცით სწორ ხაზზე რაც კი ძალ-ღონე გაგაჩნიათ.

ხოლო თუ იმდენად არ გაგიმართლათ, რომ მის ხახაში აღმოჩნდით – არ ეცადოთ ყბების გახსნა, შექმენით რაც შეიძლება მეტი აქტიურობა და ხმაური, ურტყით ნიანგს ცხვირის და თვალების მიდამოებში, მაშინ იგი ჩათვლის, რომ ნადავლი საკმაოდ დიდია და შეასუსტებს შეჭიდებას.

მსგავსი ამბები

Back to top button