არქივი

დარვინიზმი -არგუმენტები

lf13f
დარვინიზმი, ორგანული სამყაროს ევოლუციის (ისტორიული განვითარების) მატერიალისტური თეორია, რომელიც დაფუძნებულია ჩარლზ დარვინის მოძღვრებაზე. შეისწავლის ორგანული სამყაროს ევოლუციის მოვლენებს, მიზეზებს, გზებს, კანონზომიერებებს და მართვის ხერხებს. საკუთარი დაკვირვებების, თავისი დროის მეცნიერული ცოდნისა და სელექციის მიღწევათა განზოგადების საფუძველზე ჩარლ დარვინმა 1837-1858 წლებში ჩამოაყალიბა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით მცენარეთა და ცხოველთა ახალი ფორმების წარმოშობის შესახებ. დარვინის თეორია გადმოცემულია მის უმთავრეს თხზულებაში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (1859). თავისი შეხედულებები დარვინმა სხვა თხზულებებშიც განავითარა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დარვინიზმი საკმაოდ სწრაფად დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო თანამედროვე ბიოლოგიას. დარვინიზმის გავრცელებასა და განმტკიცებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ა. უოლესს, ტ. ჰაქსლის, ე. ჰეკელს, კ. ტიმირიაზევს, ვ. კოვალევსკის, ა. კოვალევსკის და სხვებს.

მაშ ასე,გავიგეთ რომ დარვინის თეორია სრულად დაფუძნებულია ბუნებრივ სელექციაზე,ბუნებრიც გადარჩევაზე და მდგომარეობს იმაში,რომ ერთ ბუნებრივ პირობებში დაბადებული ორგანიზმები თუ განვითარდებიან და იცხოვრებენ განსხვავებულ პირობებში მაშინ მათ მეათიათასე-მეოციათასე თაობას განსხვავებული ნიშან თვისებები,სხეულის მოყვანილობა და სხვა მარავალი განსხვავებული რამ ჩამოუყალიბდებათ.

ბუნებაში მრავალი კანონზომიერაბაა,და საეთოდ თვითონ ეს მექანიზმიც უზუსტესად მუშაობს.ბუნებაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენას თვისი აზრი და დანიშნულება აქვს.მაშინ რა დანიშნულება აქვს ევოლუციის მოვლენას?ამ კითხვაზე პასუხის მრავალგავარი ინტერპრეტაციაა შესაძლებენი,მაგრამ მე მოვიყვან ერთ კონკრეტულს,რომელიც მოყავთ მაგალითად დარვინიზმის მიმდევრებს.მთავარი პრობლემაა საკვები.სახეობის ის ნაწილი,რომელიც გამოეყო მათი სახეობის საცხოვრებელ არეალს,განაწილების ზონას გაუძნდა საკვების პრობლემა.ასეთ შემთხვევაში ეს ~ტომი~ ან მალევე განადგურდება ან ცოტა მოგვიანებით(კანიბალიზმზე მაქ საუბარი,ეს ცალკე თემაა.ის ინსტინქტებში შედის).მაგრამ გადის დრო და ეს ~ტომი~ არ წყდება-საინტერესოა(მხედველობაში ვიღებთ,რომ ეს დაკვირვებები რამოდენიმე ასეული წელი მიდის).მაგრამ ახლა გამოვიკვლიოთ ან ორგანიზმების ანატომიური მხარე.შევამჩნევთ,რომ მათ პირვანდელ ვარიანტთან შედარებით,ცხიმოვანი შრე აქვთ დათხელებული,კუჭის ზომა აქვთ შემცირებული,ჩონჩხის ძვლებიც აქვთ დაპატარავებული.ეს ყველაფერი არამარტო გარეგანია არამედ გენეტიკურიც.მაშ ასე ევლუციის შედეგად იცვლება ორგანიზმის გენეტიკური ინფორმაცია და შემდგომ თობებს უვითარდებად გარემოსთნ შეგუებული,ადაპტირებული ნიშან თვისებები.-ყველაფერი აქ რაც წერია ეს არის ჭეშმარიტება რომელიც ჩანს დარვინის თეორიის გადმოსახედიდან,ახლა კი შევუდგეთ მის კრიტიკას წმინდა ბიოლოგიური თვალსაზრისით.

vl8cj

ნებისმიერ ორგანიზმს,რომელსაც გააჩნია გენეტიკური ინფორმაცია(ანუ ყველა) ახასიათებს გენის რეგომბინაცია,ანუ დნმ-ის დაზიანებული უბნის აღდგენა.დაზიანებული შეგვიძლია ვუწოდოთ დნმ-ს,რომლის ნუკლეოტიდური შემადგენლობა თუნდაც უმნიშვნელოდ შეიცვალა.ევოლუციის შემთხვევაში ადგილი აქვს გენების მასობრივ შეცვლას,რაც იმას ნიშნავს,რომ უჯრედის ფუნქცია დაირღვა,ის ვეღარ ახერხებს თავისი ფუნქციის კეთებას-აღკვეთოს ასეთი შემთხვევა.დაზიანებული უჯრედი კი კვდება.ბიოლოგები აღიარებენ ადაპტაციის შემთხვევას,რომელიც ვლინდება ორგანიზმის ტვინზე ან მხოლოდ მცირეოდენ ზეგავლენას ახდენს მის გარეგნობაზე(მის გენეტიკური ინფორმაციის საზღვრებში)მაგალითად თუ კურდღელს მოვათვსებს თოვლიან გარემოში,რამოდენიმე კვირაში მისი ბეწვი თეთრი გახედება და ასე შემდეგ.

gor2e

ასე,რომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ,რომ ნებისმიერი ორგანიზმის ცვალებადობა არ სცილდება მის გენეტიკურ საზღვრებს,თუ საქმე არა გვაქვს მუტაციასთან.მუტაციის მოვლენის გამოყენება კი ევოლუციის ჭეშმარიტების დამტკიცებისთვის კი სრული სისულელე იქნებოდა რადგან მნიშვნელოვანი მუტაცია შეიძლება მოხდეს მილიარდი ინდივიდიდან ერთში…

-ეს ყველაფერი ნათქვამია წმინდა ბიოლოგიური თვალსაზრისით.და არჩევანი თქვენზე,ვიმსჯელოთ ამ საკითხზე,წამოვაყენოთ კითხვები და არგუმენტები და ასე მივიდეთ ჭეშმარიტ რეალობამდე.

(პოსტს აქვს მეცნიერული დატვირთვა და მე განგებ არ შევეხები და არ განვსჯი არ საკითხს რელიგიური თვალსაზრისით,რადგან თუ ამ გადმოსახედიდან შევხედავთ ევოლუციაზე ფიქრიც კი ზედმეტია და მსჯელობა კი მითუმეტეს,რაც აბსოლუტურად მართალია)

By Ztemo

მსგავსი ამბები

Back to top button