გართობაუცნაური

მეთევზე-აკრობატები ახალ კალედონიაში

f8d8c7fd0e7d
ამ პოსტში წარმოგიდგენთ მეთევზე-აკრობატს… ფოტოგრაფმა სტივენ დუკანდასმა (Stephane Ducandas) დააფიქსირა ეს წარმოუდგენელი მომენტი, როდესაც სასროლი შუბით შეიარაღებულმა მეთევზემ, გააკეთა ნახტომი, რომ დაეჭირა თევზი. მეთევზე, რომელიც მეტწილად იკვებება თევზით და ზღვის სხვა ბინადრებით, გვიჩვენებს თავის გასაოცარ უნარს და ოსტატობას ულამაზეს ტროპიკულ სამოთხეში ლოიალთიზე (Loyalty Island), წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით კუნძულთა მცირე ჯგუფზე, რომელიც არის ახალი კალედონიას ნაწილი;
44ddb8efae90
ახალი კალედონია – მდებარეობს წყნარ ოკეანეში,მელანეზიაში. კუნძულ ახალი კალედონიის უდიდესი ნაწილი მთიანია ,სანაპირო საკმაოდ შეჭრილია და მოფენილია ზღვის უამრავი უბით; კუნძული 1774 წელს აღმოაჩინა ჯეიმს კუკმა და უწოდა თავისი სამშობლოს შოტლანდიის ძველი სახელი – კალედონია. ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობა -მელანეზიელები გამოდიოდნენ კუნძულის დამოუკიდებლობის მოთხოვნით და მიაღწიეს კიდევაც.
სტივენი, რომელიც ცხოვრობს კუნძულზე, გააკეთა ეს საოცარი სურათი თავისი ციფრული SLR სარკიანი ფოტოაპარატით, რომელიც მოათავსა სპეციალურ წყალქვეშა წყალგაუმტარ ჩანთაში. ეს მეთოდი სტივენს აძლევს საშუალებას გამოიყენოს სასურველი მომენტის დასაფიქსირებლად ნებისმიერ და საჭირო დროს.
3cd44f29691b
ფოტოებიდან ჩანს მეთევზე, რომლის სახელია ალბერტი, ხოლო გრძელ შუბს, რომელსაც ის იყენებს ჰქვია „Assegai“. ალბერტის და მისი კლანის თევზის ჭერის ტექნიკა წარმოადგენს უნიკალურ და ერთადერთ ნაირსახეობას მთელს მსოფლიოში.
თვით სტივენი ამბობს: „მე არსად არ შემხვედრია მსგავსი თევზის ჭერის ტექნიკა. ახალ კალედონიაში, კრევეტებზე ზოგიერთი მონადირე იყენებს „Assegai“-ს. მაგრამ ნახტომები ასეთი წარმოუდგენელი სიზუსტით არის მართლაც საოცარი და დამახასიათებელია მხოლოდ და მხოლოდ ამ კუნძულისათვის.“
7f1aa40440ee
სტივენ დუკანდასი დაიბადა ახალ კალედონიაში. მან იქ გაატარა პირველი შვიდი წელი, მანამდე სანამ ის წავიდოდა სამოგზაუროდ , მუშაობის და მამის გამო; ბოლოს და ბოლოს , სტივენი დაბრუნდა სამშობლოში, რათა ხელახლა აღმოაჩინოს კუნძულის საიდუმლოებანი.
238c2f75b991

2fdf9191d37f
f8ffa08634a1
5558e853105b
7621b0a6cd0f

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button