გართობაკულტურა

104 წლიანი ისტორიის დასასრული

9d341df53baf
2013 წლიდან მაიბახი, როგორც ბრენდი აღარ იარსებებს.

მაიბახის ისტორია 1909 წლიდან იწყება, როდესაც ვილჰელმ მაიბახმა თავის ვაჟ კარლ მაიბახთან ერთად ძრავების მწარმოებელი კომპანია დაარსა. დასაწყისში მაიბახი დიზელი და ბენზინის ძრავებს აწარმოებდა დირიჟაბლებისთვის. შემდეგ ეტაპზე კომპანიამ თვითმფრინავების ძრავების წარმოება დაიწყო რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს. პირველი საექსპერიმენტო ავტომობილი 1919 წელს გამოუშვეს, რომელის წარმოებაც 1921 წლიდან დაიწყო. 1921-1940 წლებში მაიბახი აქტიურად აწარმოებდა ავტომობილებს.
6bb4f89c7d3a

მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურ გერმანიაში, როგორც ყველა მსხვილი საწარმო ასევე მაიბახიც სახელმწიფოზე მუშაობდა და აწარმოებდა ძრავებს მსუბუქი და მძიმე ტანკებისთვის. ომის დასრულების შემდეგ მაიბახი კრიზის განიცდიდა და მათი ძირითადი საქმიანობა ავტომობილების შეკეთება გახდა. 1960 წელს მაიბახი, დაიმლერ-ბენცმა შეიძინა და დროთა განმავლობაში კომპანიის განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა. მიუხედავათ ძლიერი მფლობელისა მაიბახის ავტოწარმოება XX საუკინის მიწურულამდე მაინც პრობლემატური იყო.
109e73bf9749

1997 წელს ტოკიოს ავტო შოუზე დაიმლერმა, მაიბახის ორი კოცეპტ ქარი წარმოადგინა, რომლის წარმოება 2002 წლიდან დაიწყო. მაიბახ 57 და 62 ლუქს კლასის ავტომობილებია, რომლებიც 11 წლის განმავლობაში დაახლოებით 2110 დამზადდა.
c526c09816ff

მიუხედავათ დაიმლერის მცდელობისა მაიბახმა მაინც ვერ შეძლო სათანადო კონკურენცია გაეწია სხვა ლუქს კლასის მწარმოებელი კომპანიებისათვის როგორიცაა როლს-როისი და ბენტლი. 2011 წლის მიწურულს დაიმლერმა განაცხადა, რომ 2013 წლიდან მაიბახი აღარ იარსებებს ხოლო მსგავსი კლასის ავტომობილების წარმოებას მერსედეს-ბენცი დაიწყებს. სწორედ ასე დასრულდა მაიბახის 104 წლიანი ისტორია და სავარაუდოთ ასე დაიწყება მერსედეს-ბენცის ისტორიის ახალი ეტაპი.

SClass

22 Y.O.

მსგავსი ამბები

Back to top button