არქივი

ინტერნეტის ისტორია

29ea9883bd91
ინტერნეტის ისტორია.

როგორც ცნობილია ინტერნეტი ეს არის კომპიუტერული ქსელების გაერთიანებული საერთაშორისო სისტემა. ინტერნეტი გამოიგონეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავდაცვის სამინისტრომ 1957 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ არმიამ ომის შემთხვევაში საჭიროა ჰქონდეთ დაკავშირების და სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემის სისტემა. კომპიუტერული ქსელის გამოყენება სამინისტროს შესთავაზა აშშ-ს პერსპექტიული თავდაცვითი სამეცნიერო-კვლევითმა სააგენტომ. მოცემულ პროექტზე მუშაობდა ბევრი ორგანიზაცია: სტენდფორდის სამეცნიერო ცენტრი, შტატ კალიფორნიის უნივერსისტეტი სანტა-ბარბარაში, კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს-ანჯელესში და ასევე იუტას უნივერსიტეტი. 1969 წელს პროექტის ჩარჩოებში ქსელმა გააერთიანა ეს სამეცნიერო დაწესებულებები. მოცემული პროექტის ფინანსირება აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მხრებზე არ იწვა. ამ ქსელს ერქვა ARPANET. პირველი სერვერი დააყენეს 1969 წლის 2 სექტემბერს კალიფორნიის უნივერსიტეტში.

ელექტრონული ფოსტის გაგზავნის პირველი პროგრამა შეიმუშავეს 1971 წელს. ცხადია, რომ პროგრამამ დიდი პოპულარობა მოიპოვა მომხმარებლებს შორის.

კომპიუტერული ქსელი საერთაშორისო გახდა 1973 წელს. ტრანსატლანტიკური სატელეფონო საკაბელო ქსელით შეუერთდნენ უცხო ორგანიზაციები ნორვეგიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

1970 წელს ინტერნეტს იყენებდნენ მხოლოდ ელექტრონული ფოსტის გასაგზავნად. დაახლოებით ამ დროს გაჩნდნენ პირველი ახალი ამბების ჯგუფები და განცხადებების დაფები.

ARPANET-მა არსებობა შეწყვიტა 1990 წელს, როდესაც მისი კონკურენტი გახდა NSFNet.

ყველასათვის ხელმისაწვდომი საერთაშორისო ქსელი გახდა 1991 წელს, ხოლო ვებ-ბრაუზერი NCSA Mosaic-ი გაჩნდა 193 წელს.

ინტერნეტი ძალიან ცნობილი გახდა 1997 წელს, როგორც ინფორმაციის გაცვლის საშუალება, ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებული იყო 1 მილიონი დომეინი.

ჩვენს დროში ინტერნეტის შესაძლებლობები გლობალურია. მასში ჩართვა პრობლემას არ წარმოადგენს. ამის გაკეთება შესაძლებელია საკაბელო ტელევიზიით, თანამგზავრული კავშირით, ელექტრომავთულით ან ფიჭური კავშირით. საერთაშორისო ქსელი მიიჩნევა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

დღეს მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ინტერნეტს აჭარბებს 2 მილიარდ ადამიანს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button