გასართობისაკითხავისასარგებლო

კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა

%25E1%2583%2592%25E1%2583%259A%25E1%2583%259D%25E1%2583%2591%25E1%2583%2590%25E1%2583%259A%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598+%25E1%2583%2593%25E1%2583%2590%25E1%2583%2597%25E1%2583%2591%25E1%2583%259D%25E1%2583%2591%25E1%2583%2590

ქრისტიანული სამყროსათვის ბიბლია და ზოგადად, ბიბლიის კანონიკური ტექსტები მთავარი არსის მატარებელია. ის ასწავლის თითოეულ მართლადიდებელს თუ როგორ „მოამზადოს“ სული მარადიული ცხოვრებისათვის. ერთ-ერთი კანონიკური ტექსტი, რომელსაც 10 მცნების სახელით ვიცნობთ, მოგვიწოდებს: „არა კაც-ჰკლა“, „არა იმრუშო“, „არა იპარო“ და თუ ადამიანი იქცევა სრულიად საპირისპიროდ, ე.ი ის ცოდავს. მაშასადამე, ყოველივე ღვთისაგან ნაკარნახევი ისევ ჩვენივე სულის საცხონებლად უნდა მოვიაზროთ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ადამიანი ცოდვას ჩადის და შედეგად არა მარტო „სულის წარწყმედა“ შეიძლება მიიღოს, არამედ აქ საკითხი მისი, როგორც ბიოლოგიური არსების გადაგვარებას შეეხება. ცოდვის ასეთ ინტერპრეტაციაზე გვესაუბრება XX საუკუნის დიდი მოაზროვნე კონრად ლორენცი.იგი საკუთარ ნაშრომს უწოდებს „მთელი კაცობრიობისადმი მიმართული მოწოდებას მონანიებისა და შემობრუნებისათვის“. ავტორი შესავალშივე აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ნაშრომი უფრო სასულიერო პირს შეიძლებოდა დაეწერა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე არა სულიერ ცოდვებს ეხება, არამედ ცოდვებს, რომლებიც საფრთხეს მთელ კაცობრიობას, თითოეულ ცოცხალ არსებას უქმნის და ბუნების მკვლევარზე უკეთ ამ პროცესებს ვერავინ აღწერს და შეაფასებს. თუ ადამიანები არ შეწყვეტენ ამ პარადოქსს, მოახლოვდება დრო და სამყარო აღარ იარსებებს, ან იარსებებს სიცოცხლის გარეშე. სანამ უშუალოდ ცოდვებზე დავიწყებთ მსჯელობას, განვიხილოთ თუ როგორ ჩამოყალიბდა ცოცხალი სისტემები. ინდივიდის ფორმა და ფუნქცია, მათ შორის ქცევა, განვითარდა ისტორიული პერიოდიდან. ევოლუციურმა პროცესმა საბოოლოდ მიიღო დასრულებული სახე მუტაციებსა და გენეტიკურ რეკომბინაციებში და შემდგომ მოხდა სახეობათაშორისი გადარჩევა. ლორენცს მოჰყავს კატის მაგალითი. რატომ აქვს კატას განვითარებული კლანჭები? ცხოველისთვის კლანჭი წარმოადგენს საკვების მოსაპოვებელ იარაღს, მაშასადამე გადარჩენადობის ინსტიქტის მეშვეობით ჩამოუყალიბდა კატისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება. ადამიანის შემთხვევაშიც იგივე ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ვიცით, რომ წინ მიიწევს ცივილიზაცია და მაგალითისათვის ტექნოლოგიების განვითარება ავიღოთ. თუმცა, ისმის კითხვა – რაში სჭირდება ცივილიზებულ ადამიანს ისე გასათუთდეს, რომ ელემენტარული პრობლემის გადაწყეტა ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე არ შეეძლოს? კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ადამიანი ქნმის ისეთ ტექნოლოგიებს, რომელიც არამც უადვილებს მას ცხოვრებას, არამედ ურთულებს. რატომ შექნმა მან ატომური იარაღი, საგანი, რომელიც სამყაროს გაანადგურებს თუკი როდესმე მის ღილაკს თითს დააჭერენ?

„მთელი კაცობრიობისადმი მიმართული მოწოდება მონანიებისა და შემობრუნებისათვის“

 

1.ჭარბი მოსახლეობა

ადამიანი, როგორც ყველა სოციალური არსება ისწრაფვის კონტაქტებისკენ. თუმცა, მას აქვს გარკვეული რაოდენობის სოციუმის აღქმის უნარი. მოსახლეობის სიჭარბე ცივილიზებულ სამყაროში აღარავის აკვირვებს, საქართველოს მაგალითი ავიღოთ. ადამიანები სოფლიდან დიდი ქალაქებისკენ მიისწრფვიან. თუმცა, დიდ ქალაქში ჩასულთ იმედი უცრუვდებათ, უცხო პირებისგან გრძნობენ მხოლოდ ცივ მზერასა და გულგრილობას. ეს სრულიად ბუნებრივიცაა, როდესაც ადამიანს უწევს მასასთან კომუნიკაცია, თავისდათავად ირთვება თავდაცვითი ინსტიქტი. რა გასაკვირია, ყველას თბილად ვერ მოეპყრობი, ვერ გაიზიარებ მათ პრობლემებს, ვინიდან თავადაც შენი პრობლემებით ხარ დაკავებული.ამ მიზეზით ადამიანები ხშირ ურთიერთობას წყვეტენ ერთმანეთთან. ავტორი ამბობს –„შეუძლებელია გიყვარდეს მოყვასი შენი, როდესაც ეს მოყვასი უამრავია, თან შენთან ძალიან ახლო დისტანციაზე.“ აქ იბადება სერიოზული „ცოდვა“ – გულგრილობა. მხოლოდ ეს არ არის სავალალო. არსებობს მეორე მიზეზი – ადამიანებს შორის აგრესია, რომელსაც ასევე ჭარბი მოსახლეობა წარმოშობს. ასეთ პირობებში, თავისთავად ცხადია, კონკურენცია დიდია. ინდივიდებს შორის არათუ გულგრილობა, არამედ სწრაფად ფეთქებადი აგრესია ჩნდება. „ძლიერები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ“ ამბობს ლორენცი. ამ აგრესიას მხოლოდ დაპირისპირებამდე და ომამდე მივყავართ.

 

2.სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგება

„ვჩეხავთ ტოტს, რომელზეც ვზივართ“. ცივილიზებული კაცობრიობის რიგით მეორე ცოდვა ეკოსისტემის განადგურებას შეეხება. საბედნიეროდ, დღეს ეს პროცესი ისეთი ტემპით აღარ მიმდინარეობს, როგორც წარსულში. გასულ საუკუნეს იყო ტენდენცია, თითქოს, ბუნებრივი რესურსი ულევია და ნებისმიერს შეგვეძლო საკუთარი კეთილდღეობისათვის გამოგვეყენებინა. ეს რომ ასე არაა, ამაში თავად ბუნებამ დაგვარწმუნა. ზოგადად ეკოსისტემა ნატიფ ქსელს ჰგავს, თუ ერთ ძაფს გამოსწევ, მთელი ქსელი იშლება. რა საჭიროა მტაცებელი?  იელოვსტოუნში ადამიანმა მგელი საერთოდ გაანადგურა, რადგან ჩლიქოსანი, რომლითაც ნადირი იკვებებოდა, სავსებით გამოსადეგი აღმოჩნდა ადამიანისთვისაც. ამ ყველაფერმა საბოლოოდ პარადოქსული შედეგი გამოიღო, ვინაიდან, ჩლიქოსნებს რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, მათ საეროდ გადააგვარეს მცენარე, რომელსაც საკვებად იყენებდნენ და ამასთან ერთად მღრღნელები, რომლებიც ამ მცენარეებთან ახლოს ცხოვრობდნენ. ჩვენ ვხედავთ თუ რა შედეგით დამთავრდა ეს შემთხვევა. მგელი ეკოსისტემის ნაწილი იყო, სწორედ ის ნატიფი ძაფი, რომელიც ქსელს ქმნის. კიდევ უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ამ თემაზე, თუნდაც რა ზიანი მოაქვს ხეების ჩეხვას? ალბათ გსმენიათ ლეიშმანიოზი – ძალზედ რთული დაავადება, რომელიც ვრცელდება პატარა მწერის საშუალებით, ეს მწერი ისეთ პირობებში ცხოვრობს, რომ ადამიანთან შეხება ფაქტობრივად არ აქვს, ხეების გაჩეხვამ გამოიწვია ამ მწერის საზოგადოებასთან ახლოს დასახლება, მისი რეზერვუარი გაიზარდა და შედეგად ბევრი ადამიანი დაავადდა.

 

3.შეჯიბრი საკუთარ თავთან

ისევ ტექნოლოგიის განვითარებაა დამნაშავე რადგან უამრავი ადამიანი, ლამის მთელი კაცობრიობაა, ჩაძირული ამ ცოდვაში. მოსახლეობის რაოდენობის უსაშველო ზრდა იწვევს ინდივიდებს შორის კონკურენციის მატებას. ხშირად ადამიანი იძულებულია საკუთარი კეთილდღეობის, მიზნების მისაღწევად დაივიწყოს ადამიანური პრინციპები. კომუნიკაცია დამახინჯებული ფორმით გვევლინება, „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“. დაძაბულ პირობებში მათ ავიწყდებათ სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა და სხვა უამრავი ზნეობრივი და ადამიანური გრძნობა. ამასთან ინდივიდი ცდილობს სულ  დაკავებული იყოს, არ სურს დარჩეს საკუთარ თავთან მარტო, მაგრამ თუ ეს ოდესმე მაინც მოხდა, მას ნამდვილად არ მოეწონება ის, რასაც საკუთარ თავში დაინახავს. ფაქტობრივად ეს პრობლემა ხელს უწყობს, ადამიანის, როგორ შემოქმედი ინდივიდის გადაგვარებას.

 

4.გრძნობების გაციება

ლორენცი მეოთხე ცოდვად მიიჩნევს გრზნობების გაცივებას, ეს არ უნდა მივიღოთ, როგორც გულგრილობა. საერთოდ ადამიანს ორი სახის სტიმულაცია ახასიათებს – დადებითი და უარყოფითი. დადებით სტიმულაციაში მოიაზრება წახალისება, სიამოვნების მინიჭება, ხოლო უარყოფითის დროს ადამიანი ტკივილსა და უსიამოვნებას განიცდის. ამ სახის სტიმულაციას, განსაკუთრებით ძლიერს, ორგანიზმი ვერ ეგუება. მისი მოხსნა აღიქმება, როგორც ნეტარი სიამოვნება. ზოგიერთ ადამიანს აქვს ნებისყოფა მიზნის მისაღწევად უამრავი უარყოფითი შეგრძნება აიტანოს.თუნდაც მუშაობის ან სწავლის დროს – უძილობა, თავის ტკივილი, შედეგის მიღწევისას ეს მტკივნეული შეგრძნება ერთი-ასად იქცევა დადებით სტიმულაციად და ინდივიდი ძალიან ბედნიერია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მოვალეობას თავს არიდებენ, სიზარმაცის, გადაღლილობის გამო, ასეთ დროს ადამიანს არ ძალუძს გაუძლოს უარყოფითშეგრძნებას, შედეგად ისიც კმაყოფილია, თუმცა ცხოვრების ტემპი სიზარმაცეს მკაცრად სჯის. ლორენცი ამბობს, რომ ორგანიზმისთვის არც მონოტონურად შეგრძნებადი დადებითი სტიმულაციაა კარგი, ვინაიდან ხშირი განცდა, მის შეგრძნებადობას ასუსტებს. როდესაც მამაკაცი მუდმივად იცვლის სექსუალურ პარტნიორს და ზოგადად ის ხშირად არის დაკავებული სექსით, საბოლოოდ მას ქალის დანახვაც კი აღარ უნდა ხოლმე, რადგან ის, რაც მას თავდაპირველად სიამოვნებას ანიჭებდა, ახლა სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სწორედ ეს არის ადამიანების პრობლემა დღეს. ცხოვრებისეული ტემპი არ აძლევს მათ უფლებას გააკეთონ სწორი არჩევანი. ცივილიზაციამ დაანგრია უამრავი ძვირფასი დეტალი ინდივიდის შემოქმედებითობისა, მათ შორის აღქმა სილამაზისა, სათუთი შეგრძნება სიყვარულისა. ეს ადამიანის ფსიქიკაზე დამანგრევლად მოქმედებს.

 

5.გენეტიკური გადაგვარება

ჭიების სოციუმს, თავს ხშირად ესხმის მტაცებელი ფრინველი, ამ დროს დანარჩენები მაქსიმალურად ცდილობენ დაიხსნან თანამოძმე მსხვერპლი. ამ პროცესს ალტრუიზმი ეწოდება. ეს არის სრულიად უანგარო დახმარება, ინდივიდი ზღუდავს თავის შეგუებულობას, იმისთვის, რომ მოძმეს დაეხმაროს. ლორენცი დადებითად აფასებს ასეთ ქცევას. სოციუმში, სადაც არსებობენ ალტრუისტები, გადარჩენადობაც კოეფიციეტიც მაღალია. ადამიანების შემთხვევაში, როდესაც ინდივიდი ასოციალურად იქცევა, სხვებში იგი აგრესიას და წინააღმდეგობის გაწევის სურვილს აღძრავს. ერთმა ძალზედ დიდმა ფსიქოანალიტიკოსმა იუნგმა თქვა:  „ადამიანის ტვინი დაბადებისას სუფთა დაფა როდია, მასზე არსებობს გარკვეული ინფორმაცია, ქცევის ფორმა, ტრადიციების დანალექები“. როგორც ჩანს ლორენცი იზიარებდა ამ აზრს. ადამიანებს მართლაც აქვთ თანდაყოლილი გრძნობები, მათ შორისაა სამართლის გრძნობა. სწორედ იგი უწყობს ხელს ინდივიდებს შორის კომუნიკაციის უკეთ დამყარებას, სიტუაციების შეფასების უნარი სწორედ ამ გრძნობიდან ყალიბდება. ავტორი იხსენებს კიდეც შემთხვევას, მისმა საუკეთესო მეგობარმა, იურისტმა ზანდმა მიწერა წერილი, სადაც ახსნილი იყო თუ რაოდენ ბევრი საერთო ნიშნები ჰქონდათ სხვადასხვა კულტურების სამართლებრივ სტრუქტურებს, იმ დროს, როცა მათ არანაირი საერთო არ გააჩნდათ ჩამოყალიბების პროცესში. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ინდივიდებში ხშირად ეს შეგრძნება სრულიად იკარგება და სწორედ ეს ხდება მოტივი უამრავი კრიმინალური დანაშაულისა. შეგრძნების გაქრობა თავის მხრივ  მიზეზები გაჩნია. შესაძლოა ეს გენეტიკური იყოს, შესაძლოა არასწორი აღზრდის შედეგი, შესაძლოა რაიმე ფსიქოლოგიური სტრესი.  მას საფუძვლიანი გამოკვლევა სჭირდება, როცა საქმე დანაშაულს და დამნაშავეს ეხება. ლორენცი ცივილიზებულ ადამიანს ადანაშაულებს გენეტიკის მუტირებაში, ჭარბი მოსახლეობა, გაციებული გრძნობები და ამას დამატებული ადამიანის გენეტიკური მუტირება, სავალალო შედეგს იძლევა.

 

6.ტრადიციების უგულებელყოფა

რას ნიშნავს ტრადიცია? ძალიან მარტივია განვმარტოთ იგი. ეს არის ადამიანის მიერ დაგროვილი ცოდნა, რომელმაც დროს გაუძლო, უამრავი გამოცდა გაიარა თაობებს შორის და დასრულებულ სახედ, ტრადიციად მოგვევლინა. ხშირ შემთხვევაში თაობებს შორის დაპირისპირებას სწორედ ეს თემატიკა იწვევს. ახალგაზრდობა ხშირად აქილიკებს ძველ თაობას და პირიქით. დროთა განმავლობაში, ვიცილიზაციის განვითარებამ გამოიწვია ტრადიციების სრული უგულებელყოფა. ერთის მხრივ, მართალია ზოგიერთი ტრადიცია ზედმეტად კონსერვატიულია და ცვლილებას საჭიროებს, მაგრამ მისი სრულად მივიწყება კარგს არაფერს მოიტანს. ეს იგივეა ადამიანმა საკუთარი წარსული და ისტორია დაივიწყო და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო. აქ კი ნამდვილად უნდა გავიხსენოთ მეცნიერი და ისტორიის მკვლევარი ბლოკი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანს ისტორიის გარეშე არც აწმყო აქვს და არც მომავალი, ვინაიდან, თუ რ იცი ვინ იყავი გუშინ, დღეს და ხვალ გეგმების დაწყობა რთულია. ასე ხდება ტრადიციების შემთხვევაში. რაღაც დოზით ყველა მათგანმა განიცადა ევოლუცია, დღემდე, ცვლილების გარეშე იგი ვერც მოაღწევდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მისი სრულიად დავიწყება სავალალოა.

 

7.ინდოქტრინაცია

„რასაც ვფიქრობთ უმეტესად მცდარია, მაგრამ რაც ვიცით სწორია“ ეს სიტყვები ოსკარ ჰეინრიტს ეკუთვნის. იმისათვის, რომ ცოდნა მივიღოთ, ფაქტებს ვაჯამებთ, ერთმანეთს ვუკავშირებთ და ბოლოს გაზრებულ დასკვნამდე მივდივართ, აი სწორედ ეს არის ცოდნა. ალბათ გეომეტრიიდან ხშირად გსმენიათ ჰიპოთეზა, რომელსაც დამტკიცება სჭირდება, ასევეა ყველა ფაქტი, რომელიც ჰიპოთეზის სახით არსებობს, დამტკიცებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეუმოწმებელი ჰიპოთეზა ვრცელდება საზოგადოებაში მედიის საშუალებით. რაც უფრო განვითარებულია მედია, მით უფრო მარტივია ხალხის „ტვინის გამორეცხვა.“ მასმედია ხელს უწყოფს არასწორი ცოდნის დაგროვებას. ხშირ შემთხვევაში ეს აბსურდული დოქტრინა საზოგადოების აზრი ხდება და თუ ვინმე არ დაეთანხმება მას, ერეტიკოსად შერაცხავენ ხოლმე და დევნიან კიდეც. XX საუკუნეში სოციალიზმი ქადაგებდა, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იქნებოდა თუკი ერთნაირ პირობებში იცხოვრებდა. ამ პოლიტიკის იდეოლოგიაც სწორედ ეს იყო. ეს დოქტრინა მიმართული იყო ადამიანების ინდივიდუალურობის წინააღმდეგ. რაც უფრო დაკარგული აქვს საზოგადოების თითოეულ წევს აზროვნების უნარი და რაც მეტად შეგუებულია თავის ცხოვრებას, მით უფრო მარტივი სამართავია იგი.

 

პოლიტიკოსებისთვის ეს საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა. ასევე კარგი მაგალითია შაჰიდის მეთოდი მუსლიმანურ სამყაროში. მოზარდს ბავშობიდან უნერგვენ თავგანწირვის, ბრძოლის უნარს. 12 წლის მუსლიმანი ბავშვის თამაშებში უხვადაა ბრძოლოსა და ომის ელემენტები.

 

 

8.ბირთვული იარაღი

შესავალში დავსვით კითხვა, თუ რაში სჭირდებოდა ადამიანს ბირთვული იარაღი. ახლა პასუხს ალბათ თავადაც ხვდებით. ეს „ცოდვა“ ყველაზე ადვილად მოგვარებადია, ადამიანმა უბრალოდ ღილაკს არ უნდა დააჭიროს თითი, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მერვე ცოდვის წინ სხვა დანარჩენი ცოდვებია. ჯერ ისინი უნდა აღმოიფხვრას, ეს თავისთავად უკვე აღარ შექმნის საფრთხეს.

 

წყარო : http://blog.elsa.ge

 

მსგავსი ამბები

Back to top button