გასართობისაკითხავი

შტორმი(პერსონაჟი)

შტორმი

შტორმი (ორორო მუნრო) – გამოგონილი სუპერგმირი მარველის კომიქსების მსოფლიოში. პირველად გამოჩმნდა კომიქსში გიგანტური ზომის იქს-ადამიანები #1 (1975 წ.). შექმნილია მწერალი ლენ უეინისა და ილუსტრატორი დეივ კოკრუმის მიერ.

ორორო მუნრო ცნობილია არა მხოლოდ მარველის კომიქსებიდან, აგრეთვე ანიმაციური სერიებიდან, ვიდეო თამაშებიდან და სრულმეტრაჟიანი ფილმებიდანაც კი. ეს უკანასკნელი 20th Century Fox-ის ”იქს-ადამიანებია”, რომლის პირველი ნაწილი 2000 წელს გამოვიდა დიდ ეკრანებზე. შტორმს ფილმში ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი ქალი ჰალი ბერი ანსახიერებს.

ეს პერსონაჟი 1975 წელს, გიგანტური ზომის იქს-ადამიანების პირველივე ნომრიდან გაიცნო მკითხველმა. ამ კომიქსში, იქს-ადამიანების 1960 წლის თაობას ცოცხალ კუნძულ კრაკოასთან ბრძოლის შემდგომ ჩაენაცვლებიან ახალი, 1970 წლის პერსონაჟებითავად შტორმი არის ამალგამაცია კოკრუმის სუპერგმირების ლეგიონის რამოდენიმე პერსონაჟისა.

1999 წელს კოკრუმმა ერთ-ერთ ინტერვიუში შტორმის დაბადებაზე ისაუბრა. ყველაფერი ასე დაიწყო: კოკრუმს “სუპერგმირთა ლეგიონისთვის” სურდა შეექმნა ახალი პერსონაჟი, შავგვრემანი ქალი რომელსაც „შავ კატას“ დაარქმევდა. მხატვარმა მას თავიდანვე შტორმის მსგავსი ტანსაცმელი შეურჩია. თუმცა მას შემდეგ, რაც კომიქსში ახალი „ქალი კატა“, სახელად ტიგრა გამოჩნდა, კოკრუმი იძულებული გახდა ცვლილებები შეეტანა მისი პერსონაჟის გარეგნობაში. მან „შავ კატას“ თმის ფერი შეუცვალა, ხოლო მის კოსტუმს მოსასხამი დაუმატა. ასე გაჩნდა შტორმი.

როდესაც კოკრუმს კოლეგებმა უთხრეს, რომ შტორმს თეთრი თმა ბებოს შესახედაობას აძლევდა, მან უბრალოდ უპასუხა: „მენდეთ“.

ახალმა პერსონაჟმა განსაკუთრებით მოხიბლა მწერალი კრის კლერმონი. მან წამოიწყო ახალი ისტორიების წერა, მათ შორის God Loves, Man Kills („ღმერთს უყვარს, ადამიანი კლავს“) და Dark Phoenix Saga („შავი ფენიქსის საგა“). სწორედ მათ დაეფუძნა სრულმეტრაჟიანი ფილმის, „იქს ადამიანების“ მეორე და მესამე ნაწილების სიუჟეტები. ორივე ნაშრომში შტორმი წამყვანი, მთავარი პერსონაჟია. კლერმონის ამ ნამუშევართა წარმატების შედეგია ის, რომ ეს ადამიანი 16 წლის მანძილზე შემორჩა მარველის კომიქსების მთავარ მწერლად. მას ეკუთვნის კიდევ უამრავი გამოცემა შტორმის უშუალო მონაწილეობით.

შემზარავი იქს-ადამიანების (1976 წლის დეკემბერი) 102 ნომერში კლერმონმა მკითხველს შტორმის თავგადასავალი, დრამატული ისტორია გააცნო. ოროროს დედა — ენდეარი (N’Dare) აფრიკული ტომის (კენია) პრინცესა და შთამომავალია თეთრთმიანი, ცისფერთვალება აფრიკელებისა, რომლებიც დასაბამიდან ცნობილნი იყვნენ გრძნეულებითა და ჯადოსნობით. კომიქსის მიხედვით, ენდეარს უზომოდ უყვარდება აფრიკელ-ამერიკელი ფოტოჟურნალისტი დევიდ მუნრო. ისინი მიდიან ჰარლემში, სადაც ენდეარი დევიდისგან ფეხმძიმდება და შვილს აჩენს. როდესაც ოროროს 6 წელი უსრულდება, ოჯახი ეგვიპტეში გადადის საცხოვრებლად. 5 წლის შემდგომ, სუეცის კრიზისის (არაბეთი-ისრაელი) ჟამს ისინი უცაბედად იღუპებიან, მცირეწლოვანი ორორო კი სულ მარტოდ-მარტო რჩება. კომიქსის მიხედვით, აფეთქებისას ბავშვი სახლის ნანგრევების ქვეშ ექცევა, დედის გვამთან ერთად. ამის შედეგია შტორმისათვის დამახასიათებელი კლაუსტროფობია. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ამიტომაცაა მისი თმა თეთრი.

პატარა ოროროს ცხოვრება საგრძნობლად იცვლება. ახალგაზრდა გოგონა კაიროში ქურდობით ირჩენს თავს, დახეტიალობს სერენგეტიში, სადაც მას ქალღმერთის მსგავსად ეთაყვანებიან. საბოლოოდ იგი პროფესორ ჩარლს იქსევიერს ხვდება.

კლერმონმა შემზარავი იქს-ადამიანების (1979 წლის იანვარი) 117-ე ნომერში კიდევ უფრო გააღრმავა მკითხველის ცოდნა შტორმის წარსულის შესახებ. კომიქსის მიხედვით, პროფესორ იქსევიერს ნანახი ჰყოლია პატარა ორორო იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე საკუთარ გუნდში მიიღებდა მას. კაიროში ჩარლზიც გამხდარა მოხერხებული ქურდის ერთ-ერთი მსხვერპლი. პროფესორმა გამოიყენა მისი შესაძლებლობები, რათა შეეჩერებინა ახალგაზრდა ქურდი. ამ დროს იქსევიერს ამაჰლ ფაროუკი, იგივე ხელმწიფე-აჩრდილი ესხმის თავს. მათი ორთაბრძოლის დროს კი ორორო გაქცევას ახერხებს.

კომიქსის მომდევნო ნომრებში კლერმონმა ორორო წარუდგინა მკითხველს როგორც მშვიდი, გაწონასწორებული, თავისუფალი პიროვნება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შტორმს ძლიერ გაუჭირდა დასავლურ კულტურასთან შეგუება. შემზარავი იქს-ადამიანების (1980 წლის ნოემბერი) 139-ე ნომერში ორორო მუნრო უკვე იქს-ადამიანების ლიდერია. კომიქსის მიხედვით, შტორმს განსაკუთრებული სიყვარული გააჩნდა ახალგაზრდა კიტი პრაიდის მიმართ. Marvel Team-Up-ის (1980 წლის დეკემბერი) მეასე ნომერში კლერმონმა გამოაქვეყნა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა შავი პანტერა 12 წლის ორორომ მაშინ, როდესაც იგი ჯერ კიდევ კენიაში ცხოვრობდა. სწორედ ამ ისტორიამ დაუდო საფუძველი მარველის შემდგომ კომიქსებში ამ ორი პერსონაჟის შეუღლებას.

X-Men Annual-ის მეხუთე ნომერში იქს-ადამიანები, ფანტასტიკურ ოთხეულთან ერთად არკონის დასახმარებლად ემზადებიან. კომიქსის მიხედვით, ხვლიკის მსგავსი ბოროტი არსება — ბადუნი არკონის სამეფოს აოხრებდა. გამომშვიდობებისას შტორმი და არკონი საბოლოოდ კოცნიან ერთმანეთს, ვინაიდან ორორო უარს იტყვის მის ცოლობაზე.

80-იანი წლების ერთ-ერთ კომიქსში იქს-ადამიანები ებრძვიან ბოროტ არსება ბრუდს. შტორმი სწორედ ბრუდის კვერცხის მსხვერპლი ხდება. სასოწარკვეთილი ორორო თავის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა ბოლო წუთებში მას ვეშაპის მსგავსი უცხოპლანეტელი აკანტები გადაარჩენენ.

ამავე ნომერში, კლერმონი მკითხველს შტორმის პიროვნულ სიძლიერეს უჩვენებს. კომიქსის მიხედვით, იქს-ადამიანების ერთ-ერთ წევრს, ანგელოზს, ბოროტი მუტანტების გუნდი, Morlocks იტაცებს. ისინი რაოდენობრივად აღემატებიან იქს-ადამიანებს… გამოსავალი კი მხოლოდ გუნდის ლიდერის, კალისტოს დამარცხებაში მდგომარეობს. ბრძოლის ინიციატივას შტორმის კოლეგა, ნაითქროლერი იჩენს, თუმცა ორორო საკუთარ თავზე იღებს ამ მისიას და ამარცხებს მოწინააღმდეგეს იმის მიუხედავად, რომ პრაღასთან ბრძოლის შემდგომ საშინლად დასუსტებული იყო.

შემზარავი იქს-ადამიანების (1983 წლის ოქტომბერი) 173-ე ნომერში კლერმონმა და პოლ სმიტმა (ილუსტრატორი) თითქმის მთლიანად შეცვალეს შტომის გარეგნობა. ძველი კოსტუმის ნაცვლად მას ტყავის შარვალი, ზედა და ლაბადა ჩააცვეს, მისი თეთრი თმის ვარცხნილობა კი პანკის მოჰავკს დაამსგავსეს (იხ. ფოტო). 2008 წელს სმიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „ეს იყო უბრალოდ ცუდი ხუმრობა…მე ვიცოდი, რომ მისთვის თმის დამოკლებას აპირებდნენ, ხოდა მეც უბრალოდ პანკის მოჰავკი შევურჩიე…“ ლუის სიმონსონმა ირონიით განაცხადა: ჩვენ გადავწყვიტეთ ჩაგვედინა პატარა დანაშაული, ცუდი ხუმრობა, რომელიც პანკის ვარცხნილობას დავუკავშირეთ…

კომიქსის მიხედვით, შტორმის შეხედულება ცხოვრებაზე მკვეთრად იცვლება ბრუდთან ბრძოლის შემდგომ. იგი დროებით წყვეტს კიტი პრაიდთან ურთიერთობას და უახლოვდება ნინძა იუკიოს, სამურავის ყოფილ შეყვარებულს. ისინი სულ მალე საუკეთესო მეგობრები ხდებიან.

შტორმის სასიყვარულო ურთიერთობების გადახალისების მიზნით, კლერმონმა ახალი ისტორია გამოიგონა: ახალგაზრდა მუტანტი ფორჟი იგონებს იარაღს, რომელსაც მუტანტთა ძალების განეიტრალების უნარი გააჩნია. შტატების სამიზნე მუტანტი როუგია, მისი კრიმინალური წარსულის გამო, მსხვერპლი კი სრულიად შემთხვევით შტორმი ხდება. იგი დროებით მთლიანად კარგავს სუპერძალას.

კომიქსის მიხედვით, ორორო სიკვდილს ფორჟმა გადაარჩინა. მისი დახმარებით შტორმმა სუპერძალის გარეშე ცხოვრება ისწავლა. მალე ამ ორ პერსონაჟს უზომოდ უყვარდებათ ერთურთი. მოგვიანებით შტორმმა სრულიად შემთხვევით მოუსმინა ფორჟისა და გაირიჩის საუბარს და შეიტყო, რომ იარაღის შემქმნელი თავად მისი საქმროა. გულგატეხილმა ორორომ მალევე მიატოვა ფორჟი.

ამ მარცხის მიუხედავად, კლერმონი კვლავ ცდილობდა მკითხველისათვის შტორმის პიროვნული სიძლიერე და სიმტკიცე ეჩვენებინა. შემზარავი იქს-ადამიანების (1986 წ.) ორას მეერთე ნომერში ძალადაკარგული ორორო ახერხებს ციკლოპის დამარცხებას და კვლავ გუნდის მეთაური ხდება.

ოთხმოციანი წლების დასასრულს კლერმონმა შეადგინა ახალი კომიქსი, სადაც შტორმის ვარცხნილობა და ჩაცმულობა კვლავ თავდაპირველს უბრუნდება. კომიქსის მიხედვით, ორორო დროებით უერთდება ბოროტ მუტანტთა გუნდს, Hellfire Club („ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი“), იგი ფორჟთან ერთად იკარგება ახალ განზომილებაში, სადაც ბოლომდე შეძლებს სუპერძალის აღდგენას.[შტომს იტაცებს ბოროტი რობოტი, ნენი, რომლის ზემოქმედების შედეგად ოროროს ემართება უეცარი ამნეზია, ავიწყდება საკუთარი წარსული და გონებით ბავშვობის წლებს უბრუნდება. ბოროტი ტელეპათი, ხელმწიფე-აჩრდილის მიერ დევნილი მეხსიერების აღდგენამდე კვლავ ძველ საქმიანობას, ქურდობასა და ყაჩაღობას უბრუნდება.

1991 წლის ოქტომბერში კლერმონმა მუშაობა დაიწყო „იქს-ადამიანების“ მეორე ნაწილზე. კომიქსთა ახალ სერიაში შტორმი იქს-ადამიანების „ოქროს გუნდის“ ლიდერია. (პარალელურად არსებობს „ლურჯი გუნდი“, რომელსაც ციკლოპი ხელმძღვანელობდა). თექვსმეტწლიანი მუშაობის შემდგომ, კლერმონმა შემზარავი იქს-ადამიანების (1975 წ.) 94-ე ნომრის დებიუტით დატოვა თანამდებობა, მისი ადგილი ჯიმ ლიმ დაიკავა (მალე მას სკოტ ლობდელი ჩაენაცვლა). ლობდელმა კვლავ განაახლა სასიყვარულო ურთიერთობა შტორმსა და ფორჟს შორის. კომიქსის მიხედვით, ფორჟი ოროროს ცოლობას სთავაზობს. დიდი ყოყმანის შემდგომ შტორმი მზადაა გაჰყვეს მას ცოლად, თუმცა სანამ შემოთავაზებულ წინადადებაზე დასტურის სათქმელად ემზადება, ფორჟი მის საქციელს (დიდხნიან ყოყმანს) არასწორად იგებს და წინადადებას აუქმებს (თუმცა, კომიქსის მიხედვით, (1993 წ.) წყვილმა საბოლოოდ მაინც შეძლო ურთიერთობის მოგვარება.

პერსონაჟის ზრდა 1990-იან წლებში

1995 წელს ლობდელმა შეთხზა ახალი ისტორია, სადაც იქს-ადამიანები კვლავ Morlocks ებრძვიან. შტორმი სასიკვდილოდ ღადავს ოპონენტ მუტანტს, მაროუს, რომელსაც ორი გულიდან ერთ-ერთს აცლის.

1996 წელს გამოვიდა პერსონაჟის პირველი მინისერია, სახელად „შტორმი“. სულ გამოიცა კომიქსის 4 ნომერი. ისტორია მოგვითხრობს, თუ როგორ ხვდება ორორო ახალ განზომილებაში, სადაც რუსი ეროვნების ბოროტ მუტანტს, მიხეილ რასპურინს ებრძვის.

2001 წელს გამოიცა ’იქს-ადამიანების’ კიდევ ერთი, ძველ სამსახურზე ხელახლა დაწინაურებული კრის კლერმონის მიერ შექმნილი კომიქსი, სახელად იქსტრიმი იქს-ადამიანები (უკანასკნელი, 46-ე ნომერი, გამოვიდა 2004 წელს). აქ შტორმი კვლავ იქს-ადამიანების ლიდერია.

გუნდის ძირითადი შემადგენლობა: გამბიტი/რემი ლებეუ; როუგი; საგე/ტესა; ბიშოფი/ლუკას ბიშოფი; პსილოკი და სანდარბერდი/ნილ შაარა.

კომიქსის მიხედვით, შტორმსა და სლიფსთრიმს შორის გაებმენა ხანმოკლე ფლირტი. ოროროს ბოროტი მუტანტი, კანი იტაცებს. მას შტორმის ცოლობა სურს, თუმცა ორორო ამარცხებს კანს და თანაგუნდელებს უბრუნდება.

შტორმი ქმნის ახალ ორგანიზაციას, X-Treme Sanctions Executive (იგივე XSE), რომლის მიზანი მსოფლიო მასშტაბით მუტანტების გაკონტროლებაა. ორორო თავადაა ამ ორგანიზაციის ლიდერი.

ამავე წელს, მარველის კომიქსებმა გამოაშკარავეს, რომ შტორმი ახალგაზრდა აფრიკელ სუპერგმირზე, შავ პანტერაზე აპირებდა დაქორწინებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ორ პერსონაჟს შორის ადრე არასდროს ყოფილა სასიყვარულო კავშირი. Marvel Team-Up-ის (1980) მეასე ნომრის მიხედვით, ისინი ჯერ კიდევ კენიაში შეხვდნენ ერთმანეთს პირველად. 12 წლის ორორომ შავ პანტერა თეთრკანიანი რასისტისგან იხსნა. წყვილი „შავი პანტერას“ (2006 წლის ივლისი) მეთვრამეტე ნომერში დაქორწინდა.

ემის მფლობელმა დიზაინერმა, შონ დუდლიმ, შტორმის საქორწინო კაბის მოდელი დაამზადა და ფოტოები გაზეთ TV Guide-ის მეჩვიდმეტე ნომერში გამოაქვეყნა.

მარველის კომიქსების მთავარმა რედაქტორმა, ჯო ქუესადამ ისიც კი განაცხადა, რომ შტორმისა და შავი პანტერას ქორწილი კომიქსში წააგავდა პრინცესა დიანასა და პრინც ჩარლზის ქორწინებას. მან ორივე პერსონაჟს ძალებში განმტკიცება უსურვა. ორორო და შავი პანტერა დროებით ფანტასტიკურ ოთხეულს უერთდებიან (2007 წ.), თუმცა შტორმი მალევე უბრუნდება მშობლიურ გუნდს.

ორორო ახლახანს ჩამოყალიბებული გამაუგნებელი იქს-ადამიანების (#25) წევრი გახდა. გუნდის შემადგენლობა: ციკლოპი (პერსონაჟი); ემა ფროსთი; მხეცი; შტორმი; სამურავი და არმორი.

ამასობაში, ტელეპათი ხელმწიფე-აჩრდილი იმორჩილებს შავი პანტერას გონებას, მის კონტროლქვეშაა ციკლოპიც, რომელიც იქს-ადამიანების განადგურებას ცდილობს. შტორმი იძულებულია შეაჩეროს ერთ-ერთი მათგანი. იგი ახერხებს ციკლოპის შეჩერებას, სამაგიეროდ ხელმწიფე-აჩრდილი მის გონებას ეუფლება, სადაც იძულებულია შეებრძოლოს პანტერას ღმერთს – ბასტს, რომელიც შტორმის თხოვნით, მის ფსიქიკაში იმალებოდა. ბასტი შურს იძიებს შავი პანტერას გამო და ამარცხებს ხელმწიფე-აჩრდილს. ამის შემდგომ ორორო გადაწყვეტს იქს-ადამიანებთან დარჩენას.

ინფორმაცია შტორმის წარსულზე მწერალმა კრის კლერმონმა პირველად შემზარავი იქს-ადამიანების (1976 წ.) [5] 102-ე (მოგვიანებით, 117-ე)[34] ნომერში გამოაქვეყნა. 2005-2006 წლებში კი მწერლებმა მარკ სუმერაკმა და ერიკ ჯერომე დიკეიმ მოკრძალებული ცვლილებები შეიტანეს ოროროს წარსულში. (Ororo: Before the Storm [35] და Storm (II დონე) [36] )

კომიქსის მიხედვით, ორორო კენიას ტომის პრინცესა, ენდეარისა და აფრიკელ-ამერიკელი ფოტოგრაფი, დევიდ მუნროს ქალიშვილია.

სუეცის კრიზისის დროს წყვილი საცხოვრებლად გადადის ეგვიპტეში, სადაც ცეცხლმოკიდებული რეაქტიული თვითმფრინავი ეჯახება მათ სახლს. ენდეარი და დევიდი იღუპებიან, მცირეწლოვანი ორორო კი ნანგრევების ქვეშ ხვდება და ამის შედეგად მთელი ცხოვრება ძლიერი კლაუსტროფობია ტანჯავს.[5]კაიროში გოგონას პოულობს ცნობილი ქურდი ახმედ ელ-გიბარი. ამის შემდგომ, ორორო ქურდული საქმიანობით ირჩენს თავს, [35] მისი ერთ-ერთი მსხვერპლი თავად პროფესორი ჩარლზ იქსევიერი ხდება (რომელიც კაიროში ბოროტ ტელეპათ მუტანტთან, ხელმწიფე აჩრდილთან შესახვედრადაა ჩასული)[34].

მიჰყვება რა გულისთქმას, იგი დახეტიალობა სერენგეტიში, სადაც პირველად ხვდება შავ პანტერას, უაკანდას სამეფოს პრინცსა და მის მომავალ მეუღლეს.[9][36] 12 წლის ორორო თეთრკანიანი რასისტი, ანდრეას დე რუიტერისგან იხსნის ტიჩალას და ამავე დროს აღმოაჩენს მის ზებუნებრივ შესაძლებლობებს.

კომიქსის მიხედვით, მოგზაურობისას ორორო გადაეყრება უცნობ მამაკაცს, რომელიც გოგონას გაუპატიურებას შეეცდება. შტორმი იძულებულია თავის დაცვის მიზნით მოკლას იგი.

ხანგრძლივი მოგზაურობის შემდგომ, ორორო ჩადის წინაპართა მამულში, კენიაში (სერენგეტის დაბლობი). მისდამი განსაკუთრებულ ყურადღებას კენიას ტომის წევრი, ეინეტი იჩენს. იგი ოროროს იმ უდიდეს პასუხისმგებლობაზე ესაუბრება, რაც ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებულ თითოეულ ადამიანს აკისრია. აფრიკელ ტომებს შტორმი ქალღმერთად მიაჩნდათ და ეთაყვანებოდნენ მას.

წლების შემდგომ, ორორო იძულებულია შეებრძოლოს ბოროტ დელუჯს, ამინის მართვის უნარის მქონე მუტანტს. იქს-ადამიანების რამოდენიმე წევრის დახმარებით, შტორი ამარცხებს მას და კვლავ მშობლიურ ტომს უბრუნდება. კომიქსის მიხედვით, ოროროს შესაძლებლობებით აფრთოვანებულმა იქს-ადამიანებმა პროფესორს აცნობეს მუტანტის შესახებ. იქსევიერმა კი სტუდენტებს უპასუხა, რომ მას არ სურდა ახალგაზრდა ქალიშვილისთვის მისი ზებუნებრივი ძალების ნამდვილი ბუნების განმარტებით სულიერი ტრავმა მიეყენებინა, ვინაიდან ოროროს თავი არა მუტანტად, არამედ ქალღმერთად მიაჩნდა.

თვეების შემდგომ, იქსევიერი იძულებულია მსოფლიო მასშტაბით მოიძიოს და შეკრიბოს მუტანტები, რათა ბოროტი კუნძული კრაკოასგან დაიხსნას მისი სტუდენტები. პროფესორი ესაუბრება შტორმს მის შესაძლებლობებზე და ოროროც მზადაა დახმარებისათვის.

ორორო უერთდება პროფესორი იქსევიერის იქს-ადამიანებს, ნიკით ”შტორმი”[3], და საბოლოოდ გუნდის ლიდერიც ხდება.[8]

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ოროროს უზომოდ უყვარდება ახალგაზრდა მუტანტი ფორჟი, თუმცა მათი ურთიერთობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდება.[22]

საბოლოო ჯამში, შტორმი ტიჩალაზე, ახლა უკვე ”შავი პანტერას” სახელით ცნობილ აფრიკელ სუპერგმირზე ქორწინდება და უაკანდას სამეფოს დედოფალი ხდება.[28]ახლადდაქორწინებული წყვილი დროებით უერთდება ფანტასტიკურ ოთხეულს. კომიქსის ერთ-ერთ ნომერში, არსება ვაჩერი მათ შვილებს განსაკუთრებულ ბედისწერას უწინასწარმეტყველებს. რიდისა და სიუს შვებულებიდან დაბრუნების შემდგომ, შტორმი კვლავ იქს-ადამიანებთან ერთად განაგრძობს ბრძოლას.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close