არქივი

სიზმარი და ფსიქოლოგია

74013 546184442078000 316775609 n

რას ნიშნავს სიზმრები? რა იმალება თითოეული სიზმრის უკან? რა ტიპის სიზმრები არსებობს?

 

ყოველ ღამე თითოეული ჩვენთაგანი სზმრების რთულ სამყაროში ვხვდებით. იმის გამო, რომ სიზმარი ასეთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანების ფსიქიკურ ცხოვრებაში, ფაქტობრივად, ყველა კულტურა მივიდა ერთ კითხვამდე: აქვს თუ არა ამ სიზმრებს რაიმე მნიშვნელობა?

 

ადამიანები თავისი სიცოცხლის დაახლოებით 1/3-ს ძილში ატრებენ. ბევრი მათგანი ხედავს სიზმრებს. უმეტესობა კი თითქმის ყოველდღე. ზოგიერთები ხედავენ რამდენიმე სიზმარსაც კი ღამეში. მაგრამ ყველას როდი შეუძლია გაიხსენოს თავისი სიზმარი დილით.

 

სიზმარი ხშირად სასაცილო, შემაძრწუნებელი ანდა უაზროა. ამ დროს ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ სძინავს და ყველაფერს აღიქვამს რეალობად. სიზმარზე მოქმედებს გავლილი დღის მოვლენები, მეხსიერებაში აღბეჭდილი რაიმე ფაქტი, ფიქრები. მაგ, ჰაერში ტემპერატურის მატებისას შეიძლება დაგესიზმროთ პლაჟი ან ჯოჯოხეთი, ხოლო ტემპერატურის დაცემისას – ზღვაში ბანაობა ან კოსმოსში გაფრენა (რომ იცოდეთ, ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 20°С).

184409 546185172077927 1484046040 n

ფსიქოლოგია სიზმრებში ხედავს დამალულ ფიქრებს, სურვილებს, გატაცებებს, შიშსა და სიბრაზეს. სიზმრების ახსნას უძველესი დროიდან ცდილობენ. ითვლებოდა, რომ სიზმრებში ადამიანს შეეძლო კონტაქტი დაემყარებინა იმ სამყაროსთან, წასულ სულებთან, ადამიანები ესაუბრებიან გარდაცვლილ ახლობლებს…  ხშირად სიზმრებში აისახება ფარული სურვილები. შეგვიძლია გამოვყოთ სიზმრების რამოდენიმე სახეობა:

  • სიზმრები – დათრგუნული ლტოლვა. ეს ზუსტად ისაა, რაზეც საუბრობს ფროიდი. მაგალითად მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში მოკლებული იყო ქალთან ურთიერთობას, საბოლოო ჯამში მისი სექსუალური დაუკმაყოფილებლობა აისახება სიზმარში.
  • სიზმრები, რომლებიც ასრულებენ სურვილებს. დათრგუნული სურვილები მიეკუთვნება სიზმრების ამ ჯგუფს. მაგ, ქალს, რომელსაც არ ყავს შვილები, შეიძლება ესიზმრებოდეს ბავშვები, საბავშვო ეტლი, სათამაშოები. ბავშვს შეიძლება დაესიზმროს ნაყინი ან სათამაშო, თოჯინა რომელზეც ის ოცნებობს. სასიამოვნოა, როდესაც სიზმრები სრულდება. მაგრამ ბავშვის სიზმრის ასრულება ბევრად ადვილია ვიდრე მოზრდილი ადამიანის.
  • განმეორებადი  – იმ შემთხვევაში, თუ სიზმარი რაღაც პერიოდის განმავლობაში შენს ცხოვრებაში ბევრჯერ მეორდება, შეიძლება წლობითაც კი, ეს მანიშნებელია, რომ შენი რაღაც პრობლემა გადაუჭრელი რჩება. არაცნობიერი ყოველ ჯერზე გაძლევს სიგნალს, რომ რაღაცაა დაუმთავრებელი, გადაუჭრელია სიტუაცია, რომელიც გაწუხებს და შენში იწვევს შფოთვას. ასეთ შემთხვევაში უნდა გაცნობიერდეს ის სიტუაცია, რაც სიზმარში სიმბოლოების სახით თუ პირდაპირი გზით გვეძლევა, რომ შემდეგ რეალობაში გადაიჭრას პრობლემა. განმეორებადი სიზმარი პრობლემის გადაჭრის შედეგად ქრება.
  • კოშმარები, საშიში სიზმრები – მათ ხედავენ როგორც ბავშვები ისე მოზრდილები. თუ ბავშვს ესიზმრება კუდიანი, ჩვეულებრივ ამას უკავშირებენ დედის ნეგატიურ მხარეს. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფ ბავშებს ხშირად ესიზმრებათ ფილმის ან ზღაპრის პერსონაჯები, რომელსაც ძილის წინ უყვებიან და დილით აღარ ახსოვთ თავისი სიზმარი. ხშირად ადამიანი შეგნებულად ივიწყებს სტრესულ კოშმარებს და ისინი მჟღავნდებიან სიზმრებში. ასე ადამიანს, რომელმაც გადაიტანა სექსუალური ძლადობა ესიზმრებოდა, რომ მასზე ვიღაც ისევ ძალას ხმარობდა. კიდევ ერთ პაციენტს, რომელსაც ბავშვობაში თავისი ცუდი საქციელის გამო ფანჯრიდან გადაგდებით დაემუქა დედა, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს ისტორია მალევე დაივიწყა, წლების შემდეგ გამუდმებით ესიზმრებოდა, რომ ვარდებოდა აივნიდან ან ფანჯრიდან.
  • სიზმრები რომლებიც დაკავშირებულია დაუსრულებელ ურთიერთობებთან – შიდა კონფლიქტები, დაპირისპირება, დაუსრულებელი ურთიერთობა ვინმესთან ჩვეულებრივ ვლინდება სიზმარში – და ეს ნორმალურია. რადგანაც სიზმარში ტვინი განაგრძობს პრობლემის გადაჭრას და თავსატეხის ამოხსნას, რომელსაც ის წააწყდა. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დასვენება, განტვირთვა პრობლემებისგან,  საბოლოოდ აიკიდებთ უძილობას.
  • სიტუაციური – ეს სიზმრები უმეტეს შემთხვევაში უბრალო მოგონებაა, უკვე მომხდარის თავიდან განცდა. როგორც წესი ისინი გარემო ზემოქმედების შედეგად გვესიზმრება. ეს შეიძლება იყოს საათის წიკწიკი, ხმაური, კარის გაღების ხმა. ამ სიზმრებს არ გააჩნიათ აზრობრივი დატვირთვა, თუ ისინი არ განეკუთვნებიან განმეორებადი სიზმრების კატეგორიას.

სიზმარი შეიძლება იყოს ფერადი, შავთეთრი. შეიძლება შეიგრძნო შეხება, იშვიათად, თითქმის არასდროს ტკივილი. თანამედროვე მკვლევერთა აზრით სიზმარში ამა თუ იმ ხარისხით ყველა ჩვენი ფსიქიკური პროცესი იღებს მონაწილეობას. სიზმრის ემოციური შინაარსი ორგანიზმზე ახდენს გავლენას. მაგ, როცა ადამიანი ღრმა მწუხარებას ხედავს, არა მარტო გულისცემა და მიმიკა, არამედ ხშირად კვნესა და ცრემლების ნიაღვარიც ადასტურებს ამას. ძილში ჩვენი ფანტაზია წარმოსახულ “რეალურ” სინამდვილეს ქმნის, სადაც ჩვენი “მე” მოქმედ სუბიექტადაა წარმოდგენილი, მის განცდებს რეალური “მე”-ც განიცდის. ფროიდის მიხედვით, სიზმრის შინაარსი ძლიერი, არაცნობიერი, განდევნილი სურვილების სიმბოლური გამოხატულებაა. ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ანუ არაცნობიერი თავის ნებაზეა მიშვებული, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ნევროტული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია. მის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველ რიგში საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე – შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი “მნიშვნელობა.” ზოგიერთი მოაზროვნის შეხედულებით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აგზნებიდან, აგრეთვე – იმ სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობენ გამოხატულებას.

 

 

 

 

16754 546184352078009 339834909 n

 

 

პატივისცემით, ესთი ანტოშვილი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button