თამაშები, რომლებიც უნდა ითამაშოთ 2013 წელს
პოსტში შევეცდები გაგაცნოთ ვიდეოთამაშები, რომლებიც 2013 წელს გამოდის და რომელთა შეძენაც ნამდვილად ღირს
Gears of War: Judgment
თამაშის ეს ნაწილი არ იქნება წინა ვერსიების გაგრძელება. მოქმედება პირველ Gears of War-მდე 14 წლით ადრე იწყება და E-Day-დან რამდენიმე თვის შემდეგ, ლოკუსტების პლანეტა Sera-ს ზედაპირზე პირველი ამოსვლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს გაგვაცნობს. დეიმონ ბერდის (ჯერ მხოლოდ ლეიტენანტი) და ოგოსტეს “The Cole Train” მეთაურობით, Gears-ის დანაყოფ “კილოს”, დაუნდობელი მტრის კლანჭებისგან, ქალაქი ჰელვო ბეის გადარჩენა მოუწევთ (ბეარდმა მთავარი გმირის როლი, სერიის თაყვანისმცემლებს შორის დიდი პოპულარობის გამო მოიპოვა).
პერსონაჟები:
- Damon Baird
- Augustus Cole
- Garron Paduk
- Sophia Hendricks
- Ezra Loomis
გამოსვლის თარიღი: 19 მარტი, 2013
ჟანრი: შუთერი
The Last of Us
მოქმედება პოსტაპოკალიფსურ პერიოდში – 2026 წლის ამერიკაში ვითარდება. გამანადგურებელმა ვირუსმა მთელი მსოფლიოს მოსახლეობა მონსტრებად აქცია. შემდომში გავრცელებული ინფორცმაციით, დაავადების გამომწვევ მიზეზად შხამიანი სოკო სახელად Cordyceps Fungus დასახელდა. მთავარი გმირები იარაღით მოვაჭრე შუახნის ჯოელი და ახალგაზრდა გონიერი გოგონა – ელი არიან.
პერსონაჟები:
- Joel
- Ellie
- Bill
გამოსვლის თარიღი: 7 მაისი, 2013
ჟანრი: ექშენი
God of War: Ascension
მოქმედება ახალგაზრდა კრატოსის გარშემო ტრიალებს. დანაშაულის გრძნობით გაჟღენთილი კრატოსი საკუთარი მბრძანებლის წინააღმდეგ გადაწყვეტს ბრძოლას, მისი მამოძრავებელი ძალა ოჯახის გამო შურისძიებაა. შემქმნელები შესაძლებლობას გვაძლევენ ვითამაშოთ მარტო ან კოოპერატიული რეჟიმით.
გამოსვლის თარიღი: 12 მარტი, 2013
ჟანრი: ექშენი
Aliens: Colonial Marines
დაზვერვის დანაყოფთან ერთად თქვენ მოგიწევთ კოსმოსური ხომალდის, „სულაკო”–ს საძებნად გამგზავრება. ისტორია ფილმ Aliens–სა და Alien 3–ს შორის მოხმდარ ამბავზე მოგვითხრობს. „თქვენ მოინახულებთ ფილმიდან უკვე კარგად ნაცნობ ადგილებს, მაგალითად როგორიც არის ხომალდი U.S.S. Sulaco ან პლანეტა LV-426, ასევე გახსნით სრულიად ახალ ლოკაციებს”, — აცხადებენ მწარმოებლები.
პერსონაჟები:
- Christopher Winter
- Peter O’Neal
- Bishop
- Jeremy Cruz
- Bella Clarison
გამოსვლის თარიღი: 12 თებერვალი, 2013
ჟანრი: შუთერი
პ.ს. თუ დაგაინტერესებთ, სხვა თამაშებსაც დავდებ