არქივი

ორი საოჯახო ავტომობილი შევროლეტისგან

1100494 f921411a

ამ პოსტში წარმოგიდგენთ საოჯახო ავტომობილებს.


4-კარიანი Cruze დაკუნთული, მრავალფუნქციური 4-კარიანი სედანი.

  • 6 არი ბალიში
  • სპორტული კუპეს ინტერიერი
  • 5-ვარსკვლავი უსაფრთხოებიაში Euro NCAP–ის რეინიგში
საწყისი ფასი: 11.590 €
თანამედროვე სპორტული Cruze-ს სილუეტი – აეროდინამიური სრულყოფილებაა. ძალზედ გადახრილი საქარე მინიდან დაწყებული უკანა საყრდენებით დამთავრებული.

 

თავდაჯერებულობა მოძრაობისას

Cruze სედანი – ისევე როგორც მისი ძმა ჰეჩბეკი – თავდაჯერებულად გრძნობენ თავს ნებისმიერ გზაზე, მისი მძლავრი კარკასის წყალობით, რომელიც ინტეგრირებულია მის ძარაში. თქვენ შეიგრძნობთ ყველა უპირატესობას ამ დიზაინისა:

  • სტაბილურობა გზებზე
  • სტაბილურობა მოძრაობისას
  • დინამიურობა აჩქარებისას

 

სიმძლავრე შეიძლება იყოს ეფექტური

ძრავები, შემოთავაზებული Cruze-თვის ოპტიმალურად ითავსებენ ეკონომიურობას და მაღალ სიმძლავრეს. ისინი გამოირჩევიან მოკრძალებული წვის ხარჯით და ამასთან ერთად უზრუნველყოფენ კომფორტულ დინამიკას ტრასაზე.

ამ დროისთვის Cruze-ის სიმძლავრეთა რიგი მოიცავს ორ ბენზინის ძრავს-1.6(124 ც.ძ.) და 1.8(141 ც.ძ.) ის ხელმისაწვდომია 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით და აგრეთვე 6-სიჩქარიანი ავტომატური (1.8) კოლოფით, მისი ძრავები ყოველთვის შეესაბამება ეკოლოგიური სტანდარტების ნორმებს EURO 5.
ინტერიერის უმაღლესი ხარისხი

ნუ ეტყვით თქვენ თავს უარს შეიგრძნოთ უმაღლესი კლასის ავტომობილი-მოეწყვეთ კომფორტულად Cruze-ის სალონში. შეაფასეთ კომფორტული ნათელი-ცისფერი განათება,და აგრეთვე:

  • მაღალხარისხიანი მოპირკეთების მასალები,
  • წინა პანელის დიზაინი სპორტულ სტილში.

 

 

Cruze უსაფრთხოება – 5 ვარსკვლავი NCAP
Cruze აღჭურვილია ყველა თანამედროვე უსაფრთხოების სისტემით, რომლებიც როგორც წესი უყენდება უფრო ძვირად ღირებულ ავტომობილებს. საუკეთესო შეფასება უსაფრთხოების სისტემისა Cruze-ის მაქსიმალური 5 ვარსკვლავი, მინიჩებული ქრეშ-ტესტის შედეგების შემდეგ ევროპული პროგრამის Euro NCAP მიერ. Cruze-ის უსაფრთხოების საძირკველი-ძარის მყარი სტრუქტურა, დაპროექტებული როგორც ერთი მთლიანი.

 

 

ყველაფერი ავარიის თავიდან ასაცილებლად

  • ABS ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა.
  • TCS (გზასთან მოჭიდების კონტროლის სისტემა) მყარი კონტაქტისათვის გზებზე.
  • ESC (სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემა) ექსტრემალურ სიტუაციებში კოორდინაციის შენარჩუნება.
  • EBD (ელექტრონული სისტემა მუხრუჭების ძალის განაწილებისა) წინა და უკანა სავალი ღერძის მუხრუჭების გამართული მუშაობისათვის.

 

უსაფრთხოების პასიური მექანიზმი

  • 6 უსაფრთხოების ბალიში – სტანდარტული აღჭურვა.
  • ბავშვის სავარძლის სამაგრი ISOFIX
  • წინა სავარძლების უსაფრთხოების ღვედის დამჭიმი.

წინა და უკანა ძარის დაპროგრამებული დეფორმაციის ზონები ეფექტურად შთანთქავენ დარტყმის ენერგიას,რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ მგზავრების უსაფრთხოება.

 

 

 

Cruze-ის აქსესუარები

 

ჩვენ შევიმუშავეთ მთელი რიგი აქსესუარების, რომლებიც გახდიან Cruze-ს თქვენს იდეალურ თანამგზავრად. ამოირჩიეთ რაც თქვენ გსურთ: ველოსიპედის, სამთო-სათხილამურო მოწყობილობის სამაგრები, და სხვა მრავალი. თქვენი ბავშვების უსაფრთხოებისათვის ჩვენ ქთავაზობთ:

  • ბავშვის ავტო სავარძელს “Duo Plus”
  • ბავშვის ავტო სავარძელს “Baby Safe Plus”
  • ISOFIX ბაზა ავტო სავარძელისათვის “Baby Safe Plus”

 

 

 

Chevrolet Malibu – პრემიუმ კლასის სედანი.
1100494 f921411a
კომფორტული ბრწყინვალედ აღჭურვილი პრემიუმ კლასის სედანი, უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს მართვის დროს.

  • გასაღების გარეშე დაქოქვის სისტემა.
  • განიერი სავარძლები უზრუნველყოფს კომფორტს დიდ მანძილზე გადააგილების დროს.
  • სალონში სიმშვიდე მეფობს.
საწყისი ფასი17.700 €
Malibu 1964 წლიდან იპყრობს ამერიკულ მაგისტრალებს. ამ ხნის განმავლობაში პოპულარულმა სედანმა მოიპოვა უამრავი ტიტული და ჯილდო. მათ შორის 40–ზე მეტი ტიტული 2008 წლიდან დღემდე. მისი შეძენა ეხლა უკვე შესაძლებელია საქართველოშიც. ახალი Malibu – ზუსტად ის ავტომანქანაა, რომელსაც თქვენ იმსახურებთ: იდეალური მართვის დროს, კომფორტული და საუცხოოდ აღჭურვილი.

სილამაზისა და სიძლიერის განსახიერება

 

Malibu ძალიან ლამაზი და სპორტული შეხედულებისაა, განიერი ფრთებით, გამოწეული წინა მაშუქებით, გვაგონებს ლეგენდარულ სპორტულ ავტომანქანას Camaro–ს. ყველაფერი ეს ერთობლიობაში ავტომანქანას უფრო აეროდინამიურს ხდის. ქსენონის წინა მაშუქები და უკანა დიოდური განათება მთლიანობაში განუმეორებელ მომხიბვლელობას და ელფერს ანიჭებს ავტომანქანას.

 

სრულყოფილი აეროდინამიური დიზაინი.
Malibu-ს ძარის სპორტული დიზაინი ხელს უწყობს მის აეროდინამიურობას, რომელიც ამცირებს ხმაურს და აუმჯობესებს საწვავის ეკონომიურობას. Malibu ტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას თავისი ერთდროელად თანამედროვე და ელეგანტური შეხედულებით. განიერი ფრთებით, გამოწეული წინა მაშუქებით, გვაგონებს ლეგენდარულ სპორტულ ავტომანქანას Camaro–ს.

 

მდიდრული და კომფორტული ინტერიერი.

Malibu გამოირჩევა არამარტო ელეგანტური გარეგნობით, არამედ მდიდრული ინტერიერითაც. უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იქცევს მულტიმედიური სისტემა Pioneer™. აუდიო სისტემის საჭიდან მართვა, USB, Bluetooth, MP3. ხოლო 7- დიუმიან ფერად სენსორულ ეკრანს მიღმა მდებარეობს საიდუმლო სათავსო თქვენი სმარტფონისთვის ან iPod®.*
მდიდრული ინტერიერი
ფართო და კომფორტული სავარძლები პრაქტიკული სათავსოები და მდიდრული ინტერიერი თვალში საცემია პირველივე შეხედვიდან. განიერი, მოხერხებული სავარძლები და პრაქტიკული სათავსოები ერთობლიობაში ქმნიან მაქსიმალურ კომფორტს. Malibu–ს სალონში მეფობს სიმშვიდე. ამაზე ზრუნავს სალონის ხმის ჩამხშობი კონსტრუქცია, და ძრავის იზოლირებული საყრდენი.

 

არანაირი გასაღების ძებნა თქვენს ჩანთაში.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არ მოგიწევთ ავტომანქანის გასაღების ძებნა ჩანთაში ან ჯიბეებში. საკმარისია გასაღები იქონიოთ თან მიუახლოვდეთ ავტომანქანას და ის ავტომატურად გახსნის ჩამკეტებს. საჭესთან დაჯდომის შემდეგ თქვენ უბრალოდ უნდა დააჭიროთ ღილაკს, რომ დაქოქოთ ძრავი და გაუდგეთ გზას. ეს სისტემა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ LTZ კომპლექტაციაში.
საოცრად კომფორტული სავარძლები.
წარმოიდგინეთ, რამდენ დროს ატარებთ ავტომობილში წლების მანძილზე. Malibu-ს დიზაინერებმა შექმნეს ოპტიმალური ვარიანტი სავარძლების რომ უფრო სასიამოვნო და სახალისო გამხდარიყო თქვენთვის მგზავრობა:

  • კომფორტული დიდ მანძილზე გადასაადგილებლად
  • რეგულირებადი და და ოპტიმალური საჭესთან ჯდომისას.

 

 

საუცხოოდ კომფორტული და იდეალური მართვის დროს.

 

Malibu პირველივე შეხედვიდან შეგაყვარებთ თავს. Malibu -ს ძარის იდეალური კონსტრუქცია არის გარანტი საიმედო და კომფორტული მართვის აგრეთვე ნაკლები ვიბრაციის და ხმაურის (NVH)

ძარის მყარ კონსტრუქციას მართავს საჭის რეგულირების სისტემა, რომელიც შემუშავებულია ZF® კომპანიის მიერ. მისთვის დამახასიათებელია გასაოცრად თავისუფალი მოძრაობა დაბალ სიჩქარეზე (მაგ. პარკინგის დროს) და ასევე ძალიან სანდო და საიმედოა მოძრაობა მაღალ სიჩქარის დროს.
Malibu- უსაფრთხოების სისტემა

ძარის საიმედო კონსტრუქცია უზრუნველყოფს არა მარტო იდეალურ მართვას არამედ მგზავრთა უსაფრთხოებას ავტომანქანაში. Malibu–მ მოიპოვა მაქსიმალური შეფასება 5 «ვარსკვლავი» NCAP –ს მიერ ორგანიზებულ ტესტებში, Malibu აღჭურვილია ყველა თანამედროვე უსაფრთხოების სისტემით. სტანდარტული 6 უსაფრთხოების ბალიშით, სტაბილიზაციისა და მოცურების ელექტრონული მართვის სისტემით StabiliTrak®Malibu ასევე აღჭურვილია:

  • აქტიური თავის მისაყრდნობით (რომელიც მაქსიმალურად იცავს თავს დაზიანებისას),
  • მძლავრი საყრდენით, წელის დასაცავად
  • სატერფულის განთავისუფლების სისტემით,
  • საბურავში ჰაერის წნევის ამსახველი სენსორებით.

 

 

Malibu-ს აქსესუარები

 

თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ Malibu -ს აქსესუარები, რათა გაზარდოთ ბავშვთა უსაფრთხოება ავტომანქანაში:

  • სავარძელი ბავშვებისთვის “Duo Plus”
  • სავარძელი ბავშვებისთვის “Baby Safe Plus”
  • საფუძველი ISOFIX საბავშვო სავარძლისთვის”Baby Safe Plus”

Malibu-ს აქსესუარების მთლიანი ასორტიმენტი ხელმისაწვდომი იქნება 2012 წლის განმავლობაში.

16

წყარო : http://www.ge.chevrolet-ge.com

მსგავსი ამბები

Back to top button