გართობაკულტურა

ყველაზე ძვირადღირებული სათამაშო ავტომობილი

41bd33f9d982

გერმანელმა ინჟინერმა და კომპიუტერული მოდელირების სპეციალისტმა, რობერტ გულპენმა (Robert Gulpen), მოახერხა შეუძლებელი: მან შექმნა მინიატურული (მასშტაბი 1:8) ასლი Lamborghini Aventador – ის, რომელიც ორიგინალზე ძვირი ღირს.

d97b4f73451a

ამ არაჩვეულებრივი სათამაშოს შექმნისთვის გულპენმა 500 საათი დახარჯა, იყენებდა ოფიცილურ ნახაზებს, რომლებიც წარმოუგინეს სპეციალურად ასლის შესაქმნელად ავტომობილის მწარმოებლებმა. იგი აღიარეს ყველაზე ძვირადღირებულ სათამაშო მოდელად მსოფლიოში და შეიტანეს გინესის წიგნში.

431ea4ac419f

რობერტ გულპენი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან დაკავდა ამ საქმინობით და ქმნიდა სხვადასხვა ავტომობილებს ასლებს. მან დიდი ხანია დაიმსახურა სახელი “ვირტუოზი ოსტატი”. იგი ყოველ დეტალს ხელით აკეთებს და შემდეგ ამ დეტალებით აგრეთვე ხელით აწყობს ავტომობილის ასლებს.

30324f6f80b9

მინიატურული ავენტადორის შესაქმნელად ავტორმა გამოიყენა ისეთივე ნახშირბადის ბოჭკო (იგივე კარბონი), როგორიც გამოყენებულია მის პროტოტიპში, მაგრამ “დიდი ლამბორჯინისგან” განსხვავებით მასში გმოყენებულია უმაღლესი ხარისხის ოქროს ძაფებიც. ძვირადღირებულია  აგრეთვე მოდელის სხვა ნაწილებიც. ბრილიანტებით მოოჭოვილი საჭე, აგრეთვე მდიდრულია საბურავები, სალონი, სარკეები და ფარები.

4a8b3697ee76

მოდელიც ძრავა და საბურავის დისკები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის პლატინისაგან და აგრეთვე მორთულია ოქროთი და ძვირფასი ქვებით. საბოლოო ჯამში მასალის ღირებულება, რომელიც ამ “სათამაშოს” შექმინსათვის დაიხარჯა 2 მილიონ დოლარს აღწევს.

ff6ec9618ec7

ავტომობილი გამოტანილი იყო გამოფენაზე, სადაც ის განთავსებული იყო სპეციალურ ტყვიაგაუმტარ მინაში.  შემდეგ ავტომობილი გამოტანილი იყო სოტბის ცნობილ აუქციონზე ნიუ–იორკში, სადაც სასტარტო ღირებულება 4,7 მილიონი დოლარი იყო. დღეს კი მისი ნახვა მხოლოდ eBay–ზე შეიძლება, სადაც ფასი გაზრდილია 6,2 მილიონ დოლარამდე.

მსგავსი ამბები

Back to top button