გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები პენტაგონის შესახებ

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ შენობამ – პენტაგონმა (პენტა – ეს არის ხუთი ბერძნულად) მიიღო სახელწოდება თავისი ხუთკუთხა ფორმის გამო. შენობის ყოველი ხუთი მხარის სიგრძე ტოლია 281 მ, პერიმეტრი — დაახლოებით 1405 მ, დერეფნების საერთო სიგრძე შეადგენს — 28 კმ, ხოლო ხუთივე სართულის საერთო ფართობი არის — 604 000 მ². შენობას გააჩნია ხუთი მიწისზედა და ორი მიწისქვეშა სართული, მიწისზედა ნაწილის სიმაღლეა — 23,5 მ.
მისი მშენებლობა დაიწყო 1941 წელს და გრძელდებოდა დაახლოებით თექვსმეტ თვეს და დაჯდა 83 მილიონი დოლარი (დღევანდელი კურსით ეს 300 მილიონ დოლარია)
მიუხედავად შენობის ნახევარსაუკუნოვანი ასაკისა, პენტაგონი ითვლება ყველაზე უფრო ერგონომიულ ოფისად მსოფლიოში. მის ნებისმიერ წერტილში მოხვედრა შეასაძლებელია, 7 წუთში. შენობა შედგება ხუთი ხუთკუთხედისაგან (ერთმანეთში ჩასმული), მათ კვეთენ ათეულობით კორიდორები, რომლებიც მიდიან ცენტრისაკენ.
შენობაში მუშაობს დაახლოებით 26 000 ადამიანი და ყოველდღიურად ხდება 200000 სატელეფონო ზარი და იგზავნება 40000 წერილი.
საინტერესო ფაქტია , რომ პენტაგონში ორჯერ მეტი ტუალეტია, ვიდრე ეს საჭიროა, საქმე იმაშია, რომ პენტაგონი აშენდა მაშინ, როცა ვირჟინიაში ჯერ კიდევ არსებობდა კანონი ტუალეტების გაყოფაზე თეთრებსა და ფერადკანიანებისათვის. თუმცა აბრები “თეთრებისთვის” და “შავკანიანებისათვის” არ ჩამოუკიდიათ, პრეზიდენტ რუზველტის ჩარევის წყალობით.
2001 წლის 11 სექტემბერს 9:37:46 სთ-ზე , პენტაგონზე მოხდა ტერორისტული აქტი — თვითმფრინავი ბოინგ 757-200 (რეისით 77 American Airlines) შეეჯახა პენტაგონის მარცხენა გარე ფრთას, რომელიც განკუთვნილია სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობისათვის . შენობა დაზიანებული იქნა აფეთქებით და ხანძარით, შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

შიდა ეზოს ცენტრი მდებარეობს პატარა პროდუქტების მაღაზია უცნაური სახელწოდებით “წერტილი ნული”. ადგილობრივი ლეგენდით ცივი ომის დროს საბჭოთა სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ პატარა ნაგებობის ქვეშ მდებარეობდა ბუნკერი. თანამგზავრი-შპიონები აფიქსირებდნენ, რომ მასში შედიოდა და გამოდიოდა უამრავი ხალხი. ამიტომაც მასზე დამიზნებული იყო საბჭოთა ბირთვული იარაღი.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close