Louis Vuitton-ის მოდის სახლის ისტორია 1854 წელს დაიწყო.1996 წელს Louis Vuitton-მა თავისი საფირმო გამოგონების -Monogram Carvas-ის ასი წლის იუბილე იზეიმა.
ერთი წლის შემდეგ, Louis Vuitton-ის სამხატვრო დირექტორი გახდა მარკ ჯეიკობსი. მისი დამსახურებაა, რომ კომპანიამ გამოუშვა პრეტ-ა-პორტერ-ის კლასის ქალებისა და მამაკაცების პირველი კოლექციები.ორი წლის შემდეგ მოდის სახლმა დაარსებიდან 115-ე წელი აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ახალი ბუტიკები გაიხსნა სან-პაულუში, ნიუ-იორკში, შანხაისა და იოჰანესბურგში.ამჟამად ,.მთელ მსოფლიოში შეხვდებით Louis Vuitton-ის სამასზე ბუტიკს, მათგან ყველაზე ცნობილი მდებარეობს პარიზში, ელისეს ადგილას, სადაც შეგიძლიათ არა მარტო შეიძინოთ LV-ს მოდელები, არამედ იხილოთ სხვადასხვა ექსპოზიცია, პარიზის ეს ბუტიკი საშობაოდ ემზადება და ლაფაეტის გალერეას დაუკვეთა დიზაინის შემუშავება, რომელიც სვაროვსკისა და ლუის ვიტონის ბრენდის პოპულარიზაციისთვის განხორციელდებოდა. პროექტი შედგა და აი იხილეთ დისნეის თემატიკაზე დაარსებული “ასი წლისთავის შობა”