გასართობისაკითხავიუცნაური

ჰიგიენა ძველ ევროპაში


ძალიან ბევრი რამ გამიგია ძველ ევროპაში არსებულ უსუფთაობაზე და ანტისანიტარიაზე. მინდა დღეს ამ პოსტში გესაუბროთ ამ თემაზე. თავდაპირველად საჭიროა აღინიშნოს , რომ ის წარმოდგენა რაც ჩვენ გვექმნება ამ თემის ირგვლივ, შუა საუკუნეებზე გადაღებული ფილმებიდან და რომანებიდან , მშვენიერი სასახლეები, ბრწყინვალედ ჩაცმული ქალბატონები, მდიდრული წვეულებები და ასე შემდეგ, არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. სინამდვილეში XIX საუკუნემდე ევროპაში საშინელი ველურობა და სიბინძურე მეფობდა. “ნამდვილმა ფრანგმა ცხოვრებაში ორჯერ უნდა დაიბანოს ტანი, დაბადების და სიკვდილის შემდეგ”- ეს საფრანგეთის მეფის, ლუდოვის XIV-ს (1638-1715) სიტყვებია.
ძველ ევროპელებს ტილები ჭამდნენ ამიტომ ისინი თმებს იპარსავდნენ და იმ დროისათვის ძალიან პოპულარულ პარიკებს იხურავდნენ, პარიკების დიდი პოპულარობის მიზეზი სიფილისის ეპიდემიაც იყო, ადამიანები ხშირად თავის კანზე სიფილისისგან გამოწვეულ სიმელოტეს ფარავდნენ. თუმცა მეცხრამეტე საუკუნეშიც ამ ხრივ არაფერი არ შეცვლილა. ერთმანეთის თავზე ტილების ძებნა (ზუსტად მაიმუნების მსგავსად), ითვლებოდა კეთილგანწყობის გამოხატვად. ტილები მონაწილეობდნენ პოლიტიკაშიც კი. შუასაუკუნეების შვეიცარიაში, ქალაქ ბუდენბურგში მერის არჩევა ხდებოდა მეტად უცნაური ფორმით, მერობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო აუცილებლად დიდი წვერით. კანდიდატებს დასვამდნენ მაგიდის იგვლიივ, ყველა დააწყობდა თავის გრძელ წვერს მაგიდაზე . მაგიდაზე დააგდებდნენ ტილს და ქალაქის მერი გახდებოდა ის ვისაც ტილი შეაღოღდებოდა წვერში.
სიშიშვლე ცოდვად ითვლებოდა და ამიტომაც გაშიშვლება დაბანის მიზნითაც მაინცდამაინც არავის სურდა, თუმცაღა ადამიანთა “ჭუჭყიანობის” მთავარი მიზეზი, იმ დროისათვის შეშის სიძვირეც იყო.
ქრისტიანობის შემსვლის შემდეგ ევროპელებმა დიდი ხნით დაივიწყეს ანტიკურ ხანაში არსებული ტუალეტები, კანალიზაციის სისტემით და ის ღამის ქოთნებმა შეცვალა. დაიხურა აბანოები, რომლებიც მხოლოდ ძველ რომში ათასამდე იყო.
XVIII-XIX საუკუნეებში, ადამიანს შეეძლო არც ერთხელ არ დაებანა ტანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ბევრს (განსაკუთრებით გაუნათლებელ ხალხს) მიაჩნდათ, რომ ტანის დაბანა ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისათვის, ვინაიდან ცხელ წყალს შეეძლო ყოველგვარი ინფექცია შეეტანა ორგანიზმში. საინტერესოა, რომ ადამიანი თუ მაინც გადაწყვეტდა ტანის დაბანას, ამას აკეთებდა აუცილებლად ჩაცმულ მდგომარეობაში. ეს ტრადიცია რჩებოდა XIX საუკუნის ბოლომდე.
უცნაურად უვლიდნენ ქალები თმებსაც ესპანეთში, იმისათვის, რომ თმიდან მოეშორებინათ ტილები თმას იზილავდნენ ნიორით და ისე დადიოდნენ. რომ მიენიჭებინათ სასურველი ფერი თმისათვის, თმაზე ისმევდნენ ძაღლის შარდს.
1880 წლმდე ადამიანებს საერთოდ არ მოსდიოდათ აზრად შეექმნათ დეზოდორანტი. ხალხი არ გრძნობდა რაიმე დისკომფორტს უსიამოვნო სუნისაგან. მხოლოდ მდიდარი და განათლებული ხალხი ცდილობდნენ გადაეფარათ უსიამოვნო სუნი სუნამოთი, თუმცა რა თქმა უნდა ამისაგან არაფერი კარგი არ გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ შორეულ მეცხრე საუკუნეში ცნობილმა ერუდიტმა სახელად ზიარიაბმა წამოაყენა იდეა შეექმნათ დეზოდორანტი სწორედ იღლიებისათვის. თუმცა , როგორც ავღნიშნეთ მეცხრამეტე საუკუნემდე არავის მოსვლია აზრად, რომ ეს ნივთი გამოეყენებინა. მხოლოდ 1888 წელს პირველად დაიწყო დეზოდორანტის სერიული გამოშვება. საინტერესოა, რომ ის ახლაც გამოდის გაყიდვაში, მოკრძალებული და შთამბეჭდავი დასახელებით “დედა”.
ტუალეტი არ არსებობდა თვით ლუვრშიც, კი. მისი ბინადრები და სტუმრებიც თავიანთ ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ სადაც მოესურვებოდათ -იქვე ეზოში, ბაღში, აივანზე, პირდაპირ ფანჯარაზე ჩამომჯდარიც კი, ან შეეძლოთ მოეთხოვათ ღამის ქოთანი. იგივე ხდებოდა ვერსალის სასახლეშიც, დიდებულ ქალბატონს შუა ლაპარაკის დროს შეეძლო, მიბრუნებულიყო სადმე კუთხეში და იქვე დაეკმაყოფილერბინა ბუნებრივი მოთხოვნილებები. სახლებში იდგა საშინელი გულისამრევი სუნი ადამიანთა ბუნებრივი გამონაყოფის. რა თქმა უნდა წყალგაყვანილობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სპეციალურ ქოთნებს ბუნებრივი მოთხოვნილებებისათვის ინახავდნენ სახლებში, პირდაპირ იმ ოთახში სადაც ცხოვრობდნენ, სანამ ისინი არ გაივსებოდა პირამდე და შემდგომ გადმოასხამდნენ პირდაპირ ფანჯრიდან. ქუჩაში თავისუფალი გავლა დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ვინაიდან ქუჩა სავსე იყო განავალით და შარდით. მოულოდნელად ფეკალური მასა შესაძლებელი იყო ვინმეს მოულოდნელად თავზე გადმოესხა, ამიტომაც მე-17 საუკუნეში წამოიწყეს ფართო ქუდების ტარება. VIII საუკუნეში , როცა ერთმა პარიზელმა ასეთი სიბინძურე გადაასხა თავზე თვით მეფე ლუდოვიკ IX-ს , ამის შემდეგ მეფემ გამოსცა კანონი, სანამ ვინმე ქოთნიდან დაგაასხამდა ფეკალიებს, უნდა სამჯერ დაეძახა: “ფრთხილად”
ტუალეტის ქაღალდი ხმარებაში შემოვიდა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს. აქამდე მდიდარ ადამიანები აძლევდნენ თავს უფლებას “გამოეწმინდათ” ქსოვილის ნაჭერით, ხოლო ღარიბები ამას ფოთლებით აკეთებდნენ. საინტერესოა, რომ ძველ რომში ამისათვის არსებობდა სპეციალური ჯოხი, რომელზეწდაც დახვეული იყო ნაჭერი. მისი პირდაპირი დანიშნულებით ხმარების შემდეგ, მას ჩადებდნენ წყლიან სათლში და ის ელოდებოდა შემდგომ მორიგ “კლიენტს”.
რა თქმა უნდა ეს არის შერჩევითი ამბები, XVIII-XIX საუკუნეების ევროპაში ჰიგიენასთან დაკავშირებული ზოგიერთი ფაქტების, მაგრამ მე შევეცადე შემერჩია ყველაზე უფრო საინტერესო, რაც დაკავშირებულია მასთან დროის ამ პერიოდში.

მასალები აღებულია სხვადასხვა წყაროდან

თეგები
Close
Close