ახალი ამბებიგამოგონებაგასართობი

ყინულის ქანდაკებები ჟენევის ტბაზე


ზამთარი არ ისვენებს, განაგრძობს ქალაქის ყინულით დაფარვას და ძლიერმა სიცივემ დაისადგურა ყველა ცოცხალ არსებაში. შვეიცარიაში სუსხმა ზამთარმა და სიცივემ შექმნა ნამდვილი ყინულის ქანდაკებები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ რეზერვუარში – ჟენევის ტბაზე.
ქვემოთ წარმოდგენილ სურათებზე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყინულით დაფარული ნავები, კატარღები და აგრეთვე ავტომობილები, რომლებიც გაჩერებულები არიან ტბასთან ახლოს. არა მარტო ადამიანებს, აგრეთვე ძაღლებიც თავს ვერ იკავებენ და მათთაც უსრიალებთ ფეხი ყინულზე.


კი, კარგია ფაფუკი თოვა და როცა ბარდნის და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ აქვს ზამთარს ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი რასაც ყინვა ქვია და რაც არც თუ ისე საამო და საშიშიც კია…

როცა ყინავს, იცის ხშირად ყინულის წვიმაც, ეს მეტად საინტერესო ატმოსფერული მოვლენა ძირითადად თბილი ატმოსფერული ფრონტის შედარებით ცივ 0 გრადუსიდან -15 გრადუსამდე ფრონტის შეხვედრის დროს ხდება. როგორც წესი თბილი ჰაერის მასები ცივი ჰაერის მასებზე ზემოთ მიედინებიან. თოვის დროს ფიფქი თბილი ჰაერის ფენის გავლისას დნობას იწყებს, ხოლო როცა ისევ ცივ ფენას აღწევს -უკვე მიწასთან ახლოს, ის კვლა იყინება მაგრამ არა მთლიანად. წარმოიქმნება ერთქვარი ყინულის ბურთულა რომლის შიგთავსი გამდნარი ფიფქად ყოფილი წყალია. სწორედ აბ ბურთულების მიწაზე სკდომს ქვია ყინულის წვიმა. ერთი შეხედვით ეს ძალიან მომხიბვლელად ჟრერს, მაგრამ კანადის და რუსეთის ზღვისპირა ზოლის მცხოვრებლებისთვის ეს მოვლენა ხუმრობის თემა ნამდვილად არ არის. რეკორცმენი მაინც კანადაა, სადაც 1998 წელს ყილულოვანი (ან ყინულის) წვიმა 80 საათის განმავლობაში მოდიოდა და ნალექის წლიურ ნორმას ორჯერ გადააჭარბა. მიყენებული ზარალიც კოლოსალური იყო.

შვეიცარიაში სუსხმა ზამთარმა და სიცივემ შექმნა რეალური ყინულის ქანდაკებები;
უბრალოდ გთავაზობთ ფოტოებს, რათა თქვენ თავად წარმოიდგინოთ ამ მოვლენის “შნო და შარმი”.
კი, ლამაზია, მაგრამ ამ გარემოში მყოფი ადამიანებისათვის კი სრულებითაც არ არის კომფორტაბელური…





















blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close